USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
116 წლის წინათ, 1905 წლის 27 მარტს, თბილისის ფუნიკილიორი გაიხსნა.
дата:  1689
 
ფოტოზე: ფუნიკულიორის რკინიგზის შუა წელი. პლატფორმა.
[1905-1910]
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია.
 
ფუნიკულიორის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის თვითმმართველობამ 1900 წელს მიიღო. მშენებლობა მოგვიანებით, 1903 წელს დაიწყო და 2 წელს გაგრძელდა.

ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე  კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა, “როტონდა” აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. ძველი რესტორანი 1936-38 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1971 წელს კი, ქვედა სადგურის შენობაც გადაკეთდა არქიტექტორების გ. ბათიაშვილისა და ტ. ქუთათელაძის მიერ.

ბე­რი­ას დროს მთაწმინდაზე  სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის პარ­კი გა­შენ­და. მოგვიანებით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა შეიძინა აღნიშნული ტერიტორია და დღეს იქ "ბომბორას" პარკია განთავსებული. ბომბორას პარკის პროექტი მსოფლიოში აღიარებულ მხატვარს მურაზ მურვანიძეს ეკუთვნის. 

 

 

 
общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати