USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
11 თვეში ექსპორტმა $6.6 მილიარდს მიაღწია
дата:  733

2025 წლის 11 თვეში საქართველოს ექსპორტი წლიურად 10%-ით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სექტორმა, რომელიც წელს 18%-ით, 2.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მეორე პოზიციას იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 340 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 60%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ძირითადად ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდით არის განპირობებული. მესამე პოზიციას კი სპირტიანი სასმელები იკავებს 256 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 5%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ღვინის ექსპორტი 245 მილიონ დოლარამდე, კლება წინა წელთან 7%-ს შეადგენს.

საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო საქონელი 2025 წლის 11 თვეში:

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები 2622 18%
2 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 340 60%
3 სპირტიანი სასმელები 256 -5%
4 ყურძნის ნატურალური ღვინოები 245 -7%
5 ფეროშენადნობები 207 -35%
6 მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე 161 5%
7 მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით 155 21%
8 თხილი და სხვა კაკალი 146 62%
9 აზოტოვანი სასუქები 118 14%
10 ნავთობი და ნავთობპროდუქტები 114 49%
11 დანარჩენი საქონელი – სულ 2255 4%

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, მათ შორის კვლავ პირველ ადგილზეა ყირგიზეთი 1.4 მილიარდი დოლარით (ზრდა 20%), რაც თითქმის სრულად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. 850 მილიონი დოლარით მეორე ადგილზეა ყაზახეთი (ზრდა 7%), სადაც საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ასევე მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, მესამე მთავარი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთის ფედერაციაა 673 მილიონი დოლარით (ზრდა 6%).

საქართველოს ტოპ-10 საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი ბულგარეთია, სადაც წელს 233 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე (ზრდა 118%). მთლიანად ევროკავშირის წილი ექსპორტში 25.5%-ია, ანუ 1.7 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати