USD 2.6974
EUR 3.1398
RUB 3.3468
თბილისი
11 პროექტი, რისთვისაც მთავრობა 243 მლნ-ის სესხს იღებს, 0%-ზე შესრულდა
თარიღი:  1544

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სახელმწიფოს საინვესტიციო პროექტების შესრულების მიმდინარეობა არის შეჯამებული. მისი მიხედვით, რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განვითარებაც 2019 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული, წლის ბოლოსთვის 0%-ზე იყო შესრულებული. 

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს. 

აუდიტის მიხედვით, მიზეზები, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურები პროექტების განუხორციელებლობის განმაპირობებელ ფაქტორებად ასახელებენ, ტენდერების გაჭიანურება და დონორებთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაა. ამასთან, ცალკეულ პროექტებში სახსრების აუთვისებლობის გამო სახელმწიფომ 4.8 მილიონი ლარის მოცულობის ე.წ. Commitment Fee  გადაიხადა, რაც ამ პროექტების შეუსრულებლობისთვის დონორების მიერ დაწესებულ "ჯარიმას" წარმოადგენს. 

"მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისება და ასევე, გაითვალისწინონ პროექტების მიმდინარე შესრულების მდგომარეობა არსებული პროექტების ფარგლებში დამატებითი სესხების მოზიდვის საჭიროებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სესხზე ვალდებულების გადასახადით გაწეული დამატებითი ხარჯების და დროში გაჭიანურებული ან/და დაუსრულებელი პროექტების რაოდენობის ზრდა.

პროექტები, რომელთა შესრულებაც 2019 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი კანონის მიხედვით (დაზუსტებამდე, შეცვლამდე) განსაზღვრული იყო, თუმცა ფაქტობრივი ათვისება 0%-ია. 

  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA) - 48.8 მლნ ლარი, შესრულება 0%;
  • ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW)  - 15 მილიონი ლარი, შესრულება 0%;
  • საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG) - 55 მლნ ლარი (განახლებული პროექტით 15 მლნ ლარი), შესრულება 0%;
  • კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - 9 მლნ ლარი, შესრულება 0%;
  • გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - 4.5 მლნ ლარი, შესრულება 0%;
  • ჩრდილოეთის რგოლი ეგხ (I ფაზა) (KfW, EBRD) - თავდაპირველი პროექტით 13.5 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 1.5 მლნ ლარი, შესრულება 0%;
  • თბილისის ავტობუსების პროექტი (II ფაზა – გაზი) (EBRD) - თავდაპირველი პროექტით 75 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%;
  • 500 კვ ეგხ „წყალტუბო –ახალციხე – თორთუმი“ (KfW) - თავდაპირველი პროექტით 5 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%;
  • საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) - თავდაპირველი პროექტით 8 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 1.6 მლნ ლარი, შესრულება 0%;
  • ხელედულა –ლაჯანური –ონი (KfW) - თავდაპირველი პროექტით 9 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%;
  • თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD) - თავდაპირველი პროექტი 20 მლნ ლარი, განახლებული პროექტი 0 ლარი, ათვისება 0%.

აუდიტის მიერ ნეგატიურადაა შეფასებული ფაქტი, რომ სახელმწიფო უწყებები მას შემდეგ რაც პროექტებს ვერ ახორციელებენ, ცვლიან და ამცირებენ აღნიშნული პროექტების გეგმას, შედეგად კი, ხდება იმ ფაქტის გადაკეთება, რომ მათ განკუთვნილი სახსრები ვერ აითვისეს. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, საინვესტიციო პროექტებისათვის არ ხდებოდეს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმების შემცირება მათზე გამოყოფილი საკრედიტო რესურსის დაბალი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, რათა ანგარიშგების ეტაპზე მოხდეს აუთვისებლობის გამომწვევი მიზეზების წარმოდგენა და ანალიზი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომავალი პერიოდის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში წარსული გამოცდილების გათვალისწინება," - ნათქვამია ანგარიშში. 
წყარო:https://bm.ge/
თბილისი
ტაბახმელაში, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ტაბახმელაში, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო. მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი და შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა. ასევე, მოეწყო სხვადასხვა სახის ტრენაჟორი.
დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და გამგეობის ბიუჯეტიდან 183 000 ლარი გამოიყო.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.