USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
11 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  653

11 ოქტომბერი - მოვლენები და დასამახსოვრებელი თარიღები მსოფლიო ისტორიაში

  •  1138 წლის 11 ოქტომბერი - მიწისძვრა ალეპოში, რომლის დროსაც 230 ათასი ადამიანი დაიღუპა.
  • 1521 წლის 11 ოქტომბერი - პაპმა ლეო X- მ მიანიჭა ინგლისის მეფეს ჰენრი VIII- ს „რწმენის დამცველის“ ტიტული მიანიჭა, სამეფო პამფლეტისთვის, რომელიც მარტინ ლუთერის წინააღმდეგ იყო მიმართული. როდესაც მეფემ გაწყვიტა ვატიკანთან კავშირი ქორწინების პრობლემების გამო, სხვა პაპმა, პავლე III- მ , მეფეს ჩამოართვა ეს საპატიო წოდება, მაგრამ ინგლისის პარლამენტმა აღადგინა მეფის მიერ მოწონებული ტიტული და ის კვლავ ფიგურირებს სრულ სამეფო ტიტულში.
  • 1783 წლის 11 ოქტომბერი - შეიქმნა რუსეთის აკადემია, აკადემიის პრეზიდენტად დაინიშნა თავადის ასული  ეკატერინა რომანოვნა დაშკოვა.
  • 1852 წლის 11 ოქტომბერი -  ავსტრალიაში დაიწყო მუშაობა, პირველმა, სიდნეის უნივერსიტეტმა,
  •  1853 წლის 11 ოქტომბერი - ნიუ იორკში გაიხსნა ამერიკის პირველი კლირინგის ბანკი.
  •  1881 წლის 11 ოქტომბერი - ჩრდილოეთ დაკოტას (აშშ) მკვიდრმა დევიდ ჰიუსტონი დააპატენტა ფოტოფირი.
  •  1887 წლის 11 ოქტომბერი - ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ედისონმა დააპატენტა პირველი ელექტრული მანქანა საარჩევნო ხმების დათვლისთვის.
  •  1899 წლის 11 ოქტომბერი - იწყება ინგლის -ბურების ომი.
  •  1917 წლის 11 ოქტომბერი - გ. ზინოვიევმა და ლ. კამენევმა გაზეთ "ნოვაია ჟიზნში" გამოაქვეყნეს წერილი "მიმდიუნარე მომენტისათვის“ სადაც ისინი ეწინააღმდეგებიან ЦК РСДРП(б) ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას ბოლშევიკების შეიარაღებული აჯანყების შესახებ.
  •  1918 წლის 11 ოქტომბერი - შედგა პირველი რადიო-კონტროლირებადი ფრენა  (საფრანგეთი). მან ერთ საათს გასტანა, თვითმფრინავმა 100 კმ მანძილი გაიფრინა.
  •  1919 წლის 11 ოქტომბერი - სტეფან ბატორის უნივერსიტეტის გახსნა ვილნაში.
  •  1919 წლის 11 ოქტომბერი - კომპანია „ჰეინდლი პეიჯ ტრანსპორტმა“ თვითვმფრინავის მგზავრებს პირველად შესთავაზა საუზმე სალონში. ლანჩის ღირებულება 3 შილინგი იყო
  • 1922 წლის 11 ოქტომბერი - მიღებული იქნა ირლანდიის კონსტიტუცია.
  • 1922 წლის 11 ოქტომბერი - სახალხო კომისართა საბჭოს განკარგულებით შემოვიდა ახალი ფულადი ერთეული, ჩერვონეცი.
  • 1931 წლის 11 ოქტომბერი - სსრკ-ში მიღებული იქნა გადაწყვეტილება კერძო ვაჭრობის მთლიანად აკრძალვის შესახებ.
  • 1958 წლის 11 ოქტომბერი - ბაიკანურის კოსმოდრომიდან მოხდა მცდელობა პირველი ავტომატური ინტერპლანეტარული სადგურის მთვარისკენ გაშვების. „Vostok-L 8K72“ მალევე ჩამოვარდა და აფეთქდა (ფრენის პროგრამა ითვალისწინებდა სადგურს მთვარის ხილულ დისკზე მოხვედრას).
  • 1961 წლის 11 ოქტომბერი - მოხდა პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება  სემიპალატინსკის პოლიგონზე.
  • 1962 წლის 11 ოქტომბერი - გაიხსნა ვატიკანის მეორე საბჭო, რომელმაც გააუქმა ვალდებულება, კათოლოიკური მსახურობის დროს მხოლოდ ლათინური ენის გამოყენების.
  • 1973 წლის 11 ოქტომბერი - ელვისი და პრისცილა პრესლი ერთმანეთს დაშორდნენ.
  • 1984 წლის 11 ოქტომბერი - პირველი ამერიკელი ქალი ასტრონავტი, კათრინ სალივანი ღია კოსმოსში გავიდა.
  • 1990 წლის 11 ოქტომბერი - სერბი ბიზნესმენი ჟელკო რაჟნატოვიჩი "არკანი და 19 ფეხბურთის ფანატი გულშემატკივარი ბელგრადიდან, ქმნიან სერბეთის მოხალისეთა გვარდიას. 1 წლის შემდეგ ისინი იწყებენ ბრძოლას დაიწყებს ხორვატიაში, შემდეგ კი ბოსნიაში.
  • 1994 წლის 11 ოქტომბერი - „შავი სამშაბათი“ რუსეთში, როცა მოხდა რუბლის კატასტროფიული დაცემა დოლართან მიმართებაში.
  • 1999 წლის 11 ოქტომბერი - საფრანგეთში ირჩევენ ახალ მარიანს - ქალს, რომლის გარეგნობაც უნდა წარმოადგენდეს რესპუბლიკის სიმბოლოს. ის გახდა ცნობილი ტოპ მოდელი ლეტიცია კასტა, რომელიც სხვა კონკურსანტებს შორის შეარჩიეს საფრანგეთის ქალაქების მერებმა.
tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way