USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
11 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 334

11 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 284-ე დღე (ნაკიან წლებში – 285-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 81 დღე.

დღის მოვლენები

 
  • 1783 : რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.
  • 1811 : გამომგონებელი ჯონ სტივენსის კატარღა „ჯულიანა“ იწყებს მოქმედებას როგორც პირველი ორთქლზე მომუშავე ბორანი ნიუ-იორკსა და ჰობოკენს შორის (ნიუ-ჯერსი).
  • 1850 : სიდნეის უნივერსიტეტი დაარსდა ავსტრალიაში სამი პროფესორითა და 24 სტუდენტით, როგორც ქვეყნის უძველესი უნივერსიტეტი.
  • 1968 : ნასა აპოლო 7-ს უშვებს - პირველი წარმატებული ადამიანით მართული აპოლოს მისია, ასტრონავტებით უოლტერ შირა, დონ აიზელი და უოლტერ კანინგემი.
  • 1986 : ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი რ. რეიგანი და სსრ კავშირის ლიდერი მ. გორბაჩოვი.
  • 1987 : ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის დემონსტრაცია ვაშინგტონში 200.000 ადამიანს იზიდავს აშშ-ის მთავრობის მიერ შიდსის ეპიდემიის უგულებელყოფის გამო.
  • 1994 : შავი სამშაბათი - რუსეთის რუბლი დოლართან მიმართებაში კატასტროფულ დევალუაციას განიცდის.
  • 2007 : ბრიტანელი მწერალი დორის ლესინგი ნობელის პრემიის ლაურეატი ხდება ლიტერატურის დარგში.
  • 2009 : ირლანდიის ეროვნულმა განმათავისუფლებელმა არმიამ შეიარაღებული კამპანიის დასრულება გამოაცხადა.
  • 2010 : დიდი ბრიტანელი ქრისტოფერ პისარადისი და ამერიკელი მკვლევრები პიტერ დაიმონდი და დეილ მორტენსენი ეკონომიკის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2011 : უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რუსეთთან 2009 წელს დადებული ხელშეკრულების გამო.
  • 2013 : ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2019 : ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2021 :
    • ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა.
    • ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში კანადელი დევიდ ქარდი, ამერიკელები ჯოშუა ანგრისტი და გვიდო იმბენსი გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1671 : ფრედერიკ IV — დანიის მეფე (გ.1730)
  • 1885 : მორიაკი, ფრანსუა — ფრანგი მწერალი (გ. 1970)
  • 1885 : მორეუ დე ხუსტო, ალისია — არგენტინელი ექიმი, პოლიტიკოსი, პაციფისტი და ადამიანის უფლებების დამცველი. (გ.1986)
  • 1887 : ჟან ჟუვი, პიერ — ფრანგი მწერალი (გ. 1976).

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1531 : ცვინგლი, ულრიხ — შვეიცარიელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (დ.1484)
  • 1889 : ჯოული, ჯეიმზ პრესკოტ — ინგლისელი ფიზიკოსი (დ.1818)
  • 1963 : ჟღენტი, სერგი — ქართველი ენათმეცნიერი (დ.1912)
  • 1963 : პიაფი, ედიტ — ფრანგი მსახიობი და მომღერალი
  • 1989 : კოსტავა, მერაბ — ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე (დ. 1939)
  • 1989 : ჭავჭავაძე, ზურაბ — ეროვნული მოძრაობის გმირი
  • 2017 : ლიკა ქავჟარაძე — ქართველი კინომსახიობი. (დ. 1959)
  • 2019 : ალექსი ლეონოვი — საბჭოთა კოსმონავტი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ხარიტონ აღმსარებელი
    • ბარუქი წინასწარმეტყველი
    • კირილე და მარიამი
    • წმინდა ვაცლავი (ვიაჩესლავ ჩეხი)
    • წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი
  • აგრეთვე:
    • აშშ : გენერალ პულასკის ხსოვნის დღე
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way