USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
11 ნოემბერი - ცუდია თუ კარგი ეს დღე ჩვენთვის?
Date:  280

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბრისთვის:

 ვერძი

ამ დღეს ძველი პრობლემის მოგვარების ან ძველი შეცდომის გამოსწორების შანსი მოგეცემათ. თუნდაც გარემოებები თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს, პლანეტების განლაგება სარგებლის მიღებას გპირდებათ. თქვენი მოხერხებულობა და ოპტიმიზმი ყველაფერში დაგეხმარებათ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. თუ ყურადღებით იქნებით, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას ან გამოთვლებში შეცდომის პოვნას შეძლებთ. ეცადეთ ისარგებლოთ იმით, რომ ამ პერიოდში ფულთან დაკავშირებული გეგმები (სარისკოს გარდა) წარმატებას მოგიტანთ.

ტყუპები

ამ დღეს ბედის იმედად არ უნდა იყოთ. თუ წარმატების მიღწევაზე ოცნებობთ, თქვენი ყოველი მოქმედება ლოგიკურად უნდა გამოთვალოთ და პრინციპულად იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებრობები გელით.

კირჩხიბი

გარშემო მყოფთა ფიქრებს და განწყობას უთქმელად ხვდებით. თქვენი გამახვილებული ინტუიცია ტელეპატიას ემსგავსება! ვარსკვლავები გირჩევენ ,ეს უნარი თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად გამოიყენოთ.

ლომი

ამ დღეს არავის ენდოთ, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. ეს განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს, კოლეგებს და მეზობლებს ეხება. თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედავთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს ზურგს უკან ვიღაც ჭორებს ავრცელებს. ამიტომ, მეტი ყურადღება გმართებთ.

ქალწული

ამ დღეს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ! გსურთ აკონტროლოთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება. გეგმიდან ნებისმიერ გადახვევას პირად შეურაცხყოფად აღიქვამთ. ასეთი განწყობა სტრესამდე მიგიყვანთ, უნდა შეეგუოთ, რომ ყველაფერი თქვენს სურვილსა და ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული

სასწორები

შესანიშნავი დღეა, რადგან თქვენს ნებისმიერ ინიციატივას მოწონება ელის. თუ რომანტიკული ურთიერთობების დაწყებას ან ქორწინებას გეგმავთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახალი ურთიერთობები დაამყაროთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო სიფრთხილეა. საკმაოდ რთული და დაძაბული დღეა, რომელსაც კონფლიქტური სიტუაციები ახლავს. თუ გსურთ, რომ დღე მშვიდობიანად დაასრულოთ, მოთმინება უნდა მოიკრიბოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

მშვილდოსანი

ეს დღე მშვილდოსნის სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს, რომელსაც წარმატებით ჩააბარებთ. შესაძლებელია საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ. რაც არ უნდა მოხდეს, არ აღელდეთ და კამათში საჭირო არგუმენტები მშვიდად მოძებნეთ. თუ ემოციებს არ აჰყვებით, გამოსავალი შეიძლება ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვოთ.

თხის რქა

ეს დღე სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ, თუმცა ამას სათანადოდ ვერ შეაფასებთ. პირიქით, უმიზეზო აპათიას და უკმაყოფილებას გრძნობთ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და, უბრალოდ, დაიღალეთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი ორგანიზაციული უნარები გაიბრწყინებს და სამსახურში ნებისმიერ საპასუხისმგებლო საქმეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ეცადეთ, საღამოს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ და ეს დღე სასიამოვნო მოგონებად იქცევა.

თევზები

ამ დღეს ახალი გეგმის განხორციელება არ უნდა სცადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუება გელით - ნებისმიერი წამოწყება სარგებელზე მეტ საზრუნავს და დარდს მოგიტანთ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way