USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
11 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  673

11 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 315-ე დღე (ნაკიან წლებში – 316-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 50 დღე.

 

დღის მოვლენები

1675 : გოტფრიდ ლაიბნიცმა პირველად გამოიყენა ინტეგრალი y = f(x) ფუნქციის გრაფიკის ქვეშ ფართობის გამოსათვლელად.

1843 : ჰანს კრისტიან ანდერსენის მახინჯი იხვის ჭუკი გამოქვეყნდა პირველად.

1889 : ვაშინგტონი ხდება აშშ-ის 42-ე შტატი.

1918 : პირველი მსოფლიო ომი დასრულდა - გერმანია მოკავშირეებთან დაზავებაზე აწერს ხელს კომპიენთან, საფრანგეთში.

1962 : ქუვეითის ეროვნული ასამბლეა ქუვეითის კონსტიტუციას ამტკიცებს.

1965 : როდეზია (ამჟამად ზიმბაბვე) დამოუკიდებლობას აცხადებს იან სმითის თეთრი უმცირესობის რეჟიმის მიერ.

1975 : ანგოლა პორტუგალიისგან დამოუკიდებელი ხდება.

1992 : ინგლისის ეკლესია კენჭისყრით უშვებს ქალების მღვდლად კურთხევას.

1997 : საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

2004 : მაჰმუდ აბასი პალესტინის განთავისუბლების ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩა იასირ არაფატის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში.

2004 : მერი მაკელისი ხელმეორედ აირჩა ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე.

2008 : ეგვიპტეში, კაიროდან 40 კმ-ში აღმოაჩინეს 4300 წლის პირამიდა, რომელიც სავარაუდოდ დედოფალ სეშსეშეტს, ფარაონ ტეტის დედას, ეკუთვნოდა.

2009 : სამხრეთ აფრიკაში პროზავროპოდების ჯიშის დინოზავრი აარდონიქსი აღმოაჩინეს.

2019 : საპროტესტო აქციების გამო, ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა, პრეზიდენტის მოვალეობას სენატორი ხეანინე ანიესი ასრულებს.

ამ დღეს დაბადებულნი

1050 : ჰაინრიხ IV — გერმანიის მეფე (გ. 1106)

1155 : ალფონსო VIII — კასტილიის მეფე

1748 : კარლოს IV — ესპანეთის მეფე 1788-1808 წლებში

1821 : დოსტოევსკი, თედორე — რუსი მწერალი (გ.1881)

1869 : ვიტორიო ემანუელე III — იტალიის მეფე

1869 : მარჯორი უორდროპი — ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი

1883 : ვირსალაძე, ანასტასია — ქართველი პიანისტი (გ.1968)

1897 : ლაკი ლუჩიანო — ამერიკელი განგსტერი (გ.1962)

1904 : ჰისი, ალგერ — ამერიკელი სახელმწიფო მოხელე და ჯაშუში (გ.1994)

1928 : ფუენტეს, კარლოს — მექსიკელი მწერალი

1939 : ხარანაული, ბესიკ — ქართველი მწერალი და პოეტი

1945 : ორტეგა, დანიელ — ნიკარაგუის პრეზიდენტი

1946 : ალასანია, გიული — ქართველი ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე

1950 : დინესკუ, მირჩე — რუმინელი პოეტი

1975 : შიუკაშვილი, ვალერიან — ქართველი პიანისტი

1962 : მური, დემი — ამერიკელი კინომსახიობი

1962 : მორისონი, ჯეიმზ — ავსტრალიელი მუსიკოსი

1973 : ვაითი, ჯეისონ — ამერიკელი მუსიკოსი (გრინ დეი)

1974 : დიკაპრიო, ლეონარდო — ამერიკელი კინომსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1028 : კონსტანტინე VIII — ბიზანტიის იმპერატორი

1285 : პედრო III — არაგონის მეფე

1855 : კერკეგორი, სიორენ — დანიელი ფილოსოფოსი

1955 : ასლანიშვილი, იოსებ — ქართველი ექიმი-ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი და საზოგადო მოღვაწე.

1975 : დობჟანსკი, თეოდოსიუს — უკრაინელი გენეტიკოსი (დ. 1900)

1979 : ტიომკინი, დიმიტრი — წარმოშობით უკრაინელი კომპოზიტორი (დ. 1894)

1984 : რევაზ ნათაძე — ქართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი

1999 : ტიმერმანი, ჯაკობო — არგენტინელი მწერალი და ჟურნალისტი (დ. 1923)

2004 : არაფატი, იასირ — პალესტინის ლიდერი, ნობელი მშვიდობის პრემიის ლაურეატი (დ. 1929)

2010 : დინო დე ლაურენტისი — იტალიელი პროდიუსერი.

2021 : ფრედერიკ დე კლერკი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

სერაპიონ ზარზმელი

ანასტასია რომაელი

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი

ღირსი ანა

კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის