USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
11 მარტი - ეს დღე ისტორიაში
Date:  445

11 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 70–ე დღე (ნაკიან წლებში - 71–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 295 დღე.

დღის მოვლენები

  • 843 : ბიზანტიაში ხატთაყვანისმცემლობის აღდგენა.
  • 1682 : ჩარლზ II-მ, ინგლისის მეფემ, დააარსა ჩელსიში ჯარისკაცებისთვის ჰოსპიტალი
  • 1835 : კანადაში პირველი ბანკნოტები დაიბეჭდა.
  • 1851 : ვენეციაში მოეწყო ჯუზეპე ვერდის ოპერის რიგოლეტოს პრემიერა
  • 1861 : სამხრეთ შტატების კონფედერაციის კონსტიტუციის მიღება.
  • 1918 : საბჭოთა მთავრობა პეტერბურგიდან მოსკოვში გადავიდა.
  • 1931 : სსრკ-ში აიკრძალა ბიბლიის გაყიდვა და ჩამოტანა.
  • 1938 : გერმანიამ მოახდინა ავსტრიის ანშლიუსი.
  • 1990 : ლიტვამ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი.
  • 2004 : მადრიდის მეტროში განხორციელდა ტერორისტული აქტი.
  • 2010 :
    • უკრაინის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად მიკოლა აზაროვი დაამტკიცა.
    • ჩილეს 35-ე პრეზიდენტი გახდა სებასტიან პინიერა
  • 2011 : 8.9 მაგნიტუდის მიწისძვრა იაპონიაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყანას და გამოიწვია რამდენიმე მეტრიანი ცუნამი.
  • 2015 : გერმანელ არქიტექტორს ფრაი ოტოს გარდაცვალების შემდეგ პრიცკერის პრემია მიანიჭეს.
  • 2020 : ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1808 : აგუსტინ მორალესი — ბოლივიის პრეზიდენტი (1871–1872)
  • 1857 : ანდრია ღულაძე — ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
  • 1894 : ოტო გროტევოლი — გერმანელი პოლიტიკოსი
  • 1899 : ფრედერიკ IX — დანიის მეფე (1947–1972)
  • 1907 : მამია ასათიანი — ქართველი მწერალი
  • 1907 : ალექსანდრა თოიძე — ქართველი მსახიობი
  • 1923 : აგათა ბარბარა — მალტის პირველი ქალი პრეზიდენტი (1982–1987)
  • 1938 : ვახტანგ გოილაძე — ქართველი ისტორიკოსი
  • 1942 : ალექსანდრე ბასილაია — ქართველი კომპოზიტორი
  • 1948 : იან შელჰაასი — ინგლისელი მუსიკოსი
  • 1951 : დომინიკ სანდა — ფრანგი მსახიობი
  • 1952 : დაგლას ადამსი — ინგლისელი მწერალი
  • 1955 : ნინა ჰაგენი — გერმანელი მომღერალი
  • 1958 : ნინო ბურდული — ქართველი მსახიობი
  • 1958 : გაზი მაშალ აჯილ ალ-იავერი — ერაყის სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1961 : ელიას კოტეასი — კანადელი მსახიობი.
  • 1963 : მარკუს პონტესი — ბრაზილიელი პილოტი
  • 1966 : ილიას ზოუროსი — კალათბურთის ბერძენი პროფესიონალი მწვრთნელი
  • 1974 : ქარდა ქარდუხი — ქართველი მწერალი, მთარგმნელი.
  • 1978 : დიდიე დროგბა — კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი
  • 1981 : არჩილ ხაბაძე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (2012–2016)
  • 1985 : ნიკოლ მინეტი — იტალიელი ტელეწამყვანი, პოლიტიკოსი
  • 1991 : ალესანდრო ფლორენცი — იტალიელი ფეხბურთელი
  • 2005 : რაილი ენ სოიერსი — ორი წლის გოგონა, რომელიც იქნა ნაცემი და მოკლული საკუთარი დედისა და მამინაცვლის მიერ.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 222 : ელაგაბალუსი — რომის იმპერატორი
  • 1801 : პავლე I — რუსეთის იმპერატორი
  • 1846 : თეკლე ბატონიშვილი — ქართველი პოეტი, ერეკლე II-ის ასული
  • 1874 : იაკობი, ბორის — რუსი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი
  • 1950 : ჰაინრიხ მანი — გერმანელი მწერალი, პროზაიკოსი და საზოგადო მოღვაწე
  • 1955 : ფლემინგი, ალექსანდერ — ინგლისელი მიკრობიოლოგი
  • 1965 : ჟაროკოვი, ტაირ — ყაზახი პოეტი
  • 1975 : გრიგოლ კაბისოვი — ოსი მსახიობი და რეჟისორი (დ. 1914)
  • 1995 : შოთა ლაფერაძე — ქართველი კინოპროდიუსერი
  • 2003 : გოგი გეგეჭკორი — ქართველი მსახიობი
  • 2006 : სლობოდან მილოშევიჩი — იუგოსლავიის პრეზიდენტი
  • 2008 : ანა კალანდაძე — ქართველი პოეტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • პროკოპი აღმსარებელი
    • თალალე ასურელი
    • ღირსი ასკლიპი და იაკობ სირიელი
    • წმინდა მოწამენი: ივლიანე, მსახური მისი ევნუსი, ბეზა მხედარი და მეკარი
    • ღირსი სტეფანე
  • აგრეთვე:
    • დანია: ეროვნული დღესასწაული.
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way