USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
Тбилиси
11 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1358

11 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 131-ე დღე (ნაკიან წლებში - 132-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 234 დღე.

დღის მოვლენები

330 : კონსტანტინოპოლი რომის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა.

1310 : საფრანგეთში 54 ტამპლიერი რაინდი კოცონზე დაწვეს ერეტიკოსობისთვის.

1502 : ქრისტეფორე კოლუმბი მის მეოთხე და საბოლოო მოგზაურობას იწყებს ვესტ-ინდოეთში.

1858 : მინესოტა აშშ-ის 32-ე შტატი გახდა.

1867 : ლუქსემბურგი დამოუკიდებელი ხდება.

1918 : ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა შეიქმნა.

1924 : გოტლიბ დაიმლერისა და კარლ ბენცის კომპანიების შერწყმით მერსედეს-ბენცი შეიქმნა.

1926 : დაიწყო რუალ ამუნდსენის პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით „ნორვეგია“ მარშრუტზე შპიცბერგენი-ჩრდილოეთი პოლუსი-ალასკა.

1939 : მდინარე ხალხინ-გოლზე საბჭოთა და იაპონურ-მონღოლური ჯარების კონფლიქტი დაიწყო.

1949 : სიამი ოფიციალურად ხდება ტაილანდი.

1949 : ისრაელი გაეროს წევრი ხდება.

1960 : პირველი კონტრაცეპტივი-აბი გამოვიდა.

1967 : საბერძნეთის სამხედრო ხუნტამ ათენში ანდრეას პაპანდრეუ დააპატიმრა.

1995 : ნიუ-იორკში 170 ქვეყანა შეთანხმდა უპირობოდ და უსასრულოდ გააგრძელონ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება.

1998 : ინდოეთმა პოხრანში სამი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა.

2009 :პანევროპულ ლატარეაში EuroMillions ესპანელმა ქალბატონმა €126 მილიონი მოიგო — უდიდესი თანხა, რომელიც ერთ ადამიანს მოუგია ევროპის ისტორიაში.

ნასამ კოსმოსური შატლი ატლანტისი გაუშვა, მეხუთე და ბოლო დამხმარე მისია კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლისთვის.

2010 : საპარლამენტო არჩევნებში ნაწილობრივი გამარჯვების შედეგად, დეივიდ კამერონი კონსერვატიული პარტიიდან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა, კოალიციაში ვიცე-პრემიერ ნიკ კლეგთან ერთად, ლიბერალ-დემოკრატებიდან.

ვისვანათან ანანდიმ ჭადრაკში 12-პარტიან მატჩში ვესელინ ტოპალოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ამ დღეს დაბადებულნი

483: იუსტინიანე I — ბიზანტის იმპერატორი.

1904 : დალი, სალვადორ — ესპანელი მხატვარი.

1918 : ფეინმანი, რიჩარდ — ამერიკელი ფიზიკოსი

1928 : ფერერი, მარკო — იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი.

1937 : შენგელაია, გიორგი — ქართველი კინორეჟისორი

1984 : ანდრეს ინიესტა — ესპანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1963 : ბერიძე, ვუკოლ — ქართველი ენათმეცნიერი

1976 : აალტო, ალვარ — ფინელი არქიტექტორი.

1978 : მორო, ალდო — იტალიელი პოლიტიკოსი.

1981 : მარლი, ბობ — იამაიკელი მუსიკოსი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი

მოწამენი: დადა, მაქსიმე და კვინტილიანე

 

Тбилиси
მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, სპორტული მოედნების მშენებლობა და დაზიანებულის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
• ათონელის ქ. N5;
• ლადო-ალექსი მესხიშვილის ქ. N5;
• ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N1;
• გ. რჩეულიშვილის ქ. IV კორპუსის მიმდებარედ;
• რ. ჯაფარიძის ქ. N4
რეაბილიტაციის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, შეიცვლება ლითონის მავთულბადეები და ხელოვნური ბალახის საფარი, გამოიცვლება მაყურებელთა ტრიბუნაც.
სპორტული მოედნების აღდგენითი სამუშაოები 7 მისამართზე უკვე დასრულდა.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати