USD 2.7191
EUR 3.2020
RUB 3.4463
Tbilisi
11 ივნისის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
Date:  1875

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ზოგადი მოლოდინი: დღე მოითხოვს მოთმინებას და თავშეკავებას. არ ღირს კონფლიქტში შესვლა — სხვისი სისუსტე დღეს თქვენი ძალა არ უნდა გახდეს.
ჯანმრთელობა: მოსალოდნელია ენერგიის დაცემა დღის მეორე ნახევარში. რეკომენდებულია მსუბუქი ფიზიკური აქტივობა და წყლის ბალანსის დაცვა.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა იჩინოს თავი დაგროვილმა დაძაბულობამ. საუბარი სჯობს გადადოთ ხვალისთვის.
ბიზნესი: ნუ შეაბიჯებთ ფინანსურ ავანტიურებში. გაუფრთხილდით მიმდინარე პროექტებს — მნიშვნელოვანი დეტალი შეიძლება გამოგრჩეთ.
სიყვარული: ემოციური გაწონასწორება გჭირდებათ. პარტნიორთან მოლოდინების სწორად დასახვა ხელს შეუწყობს ჰარმონიას.
კარიერა: კოლეგებთან ურთიერთობა სიფრთხილეს მოითხოვს. არ გაყვეთ იმპულსს, თორემ პროფესიული რეპუტაცია დაზიანდება.


კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ზოგადი მოლოდინი: სტაბილურობის დღეა, თუმცა ზედმეტი თავდაჯერება შესაძლებელია გახდეს თქვენი სისუსტე.
ჯანმრთელობა: ზედმეტი ტკბილეული ან ცხიმიანი საკვები დატვირთავს საჭმლის მომნელებელ სისტემას. რეკომენდებულია ზომიერება.
ოჯახი: ოჯახის წევრთა მხრიდან მოსალოდნელია პოზიტიური ინიციატივა. მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ბიზნესი: წინსვლა შესაძლებელია იქ, სადაც ბოლო დღეებში ყოყმობდით. მოთმინება და სიზუსტე შედეგს გამოიღებს.
სიყვარული: სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება შეივსოს ახალ აზრებითა და შეგრძნებებით. დროა ეჭვებმა გზა დაუთმოს ნდობას.
კარიერა: არ დაკარგოთ ფოკუსი. ხელმძღვანელობასთან პრაგმატული და მშვიდი მიდგომა წარმატებას უზრუნველყოფს.


ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)
ზოგადი მოლოდინი: ინფორმაციული სიჭარბის ფონზე გადაწყვეტილებების მიღება გართულდება. ყურადღება მოითხოვს დეტალები.
ჯანმრთელობა: ქრონიკული დაავადებების გაღვივება მოსალოდნელია უყურადღებობის შემთხვევაში. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
ოჯახი: ოჯახური გარემო დაძაბული იქნება. სასურველია, ემოციური თავშეკავება და მოსმენის უნარი.
ბიზნესი: დღის განმავლობაში დაგეგმილი მოლაპარაკება შეიძლება გადაიდოს. მნიშვნელოვანია გეგმების გადახედვა.
სიყვარული: არ ისარგებლოთ პარტნიორის რბილი ხასიათით — ეს არ არის სიძლიერის დადასტურება. იყავით გულწრფელი.
კარიერა: დღევანდელი ინიციატივა საჭიროებს სტრატეგიულ გაანალიზებას. სწრაფი გადაწყვეტილება არ იქნება მდგრადი.


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ზოგადი მოლოდინი: ემოციური ფონი მომატებულია. მოგინდებათ განმარტოება, რაც შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ძილსა და ნერვულ სისტემას. შესაძლებელია უძილობა ან გაღიზიანება.
ოჯახი: ოჯახი გახდება თქვენი ენერგიის წყარო. მიენიჭეთ მათ დრო — მათთვის თქვენი თანადგომა ბევრს ნიშნავს.
ბიზნესი: რთული ფინანსური საკითხების გადაჭრა დროებით გადადეთ. დღეს არ ხართ საუკეთესო ფორმაში ანალიზისთვის.
სიყვარული: გულითადი საუბარი გაზრდის ურთიერთობის ხარისხს. დროა, გულწრფელად ილაპარაკოთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე.
კარიერა: ხელმძღვანელობასთან გულწრფელობა და ფრთხილი კომუნიკაცია ხელს შეუწყობს სანდოობის შენარჩუნებას.


ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ზოგადი მოლოდინი: დღის დინამიკა ხელსაყრელია მათთვის, ვინც მიზანს არ ცვლის პირველი დაბრკოლების დროს.
ჯანმრთელობა: ფიზიკური აქტივობა განაახლებს ენერგიას. შეეცადეთ, ევარჯიშოთ დილით.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერა იგრძნობა, თუმცა საკუთარი პოზიციების დაცვა კვლავ მოგიწევთ.
ბიზნესი: ბიზნესგადაწყვეტილება მოითხოვს გონივრულ გაწონასწორებას. დროა გადახედოთ პარტნიორულ ურთიერთობებს.
სიყვარული: სიამაყემ შეიძლება პრობლემები შექმნას. კომპრომისი გააძლიერებს კავშირს.
კარიერა: ლიდერობა დღეს ითხოვს ნაკლებ ხმაურს და მეტ სიბრძნეს. იყავით მაგალითი, არა დომინატორი.


ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ზოგადი მოლოდინი: პრაგმატულობა დღეს თქვენი მთავარი იარაღია. დეტალების მიმართ ყურადღება თავიდან აგარიდებთ სირთულეებს.
ჯანმრთელობა: საჭმლის მომნელებელი სისტემა მოითხოვს ყურადღებას. რეკომენდებულია ბუნებრივი საკვები და რეჟიმის დაცვა.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან მოსალოდნელია ღრმა და შინაარსიანი საუბრები. შეიძლება დაფიქრდეთ საერთო გეგმების გაღრმავებაზე.
ბიზნესი: ფინანსური საკითხების გადახედვა და ოპტიმიზაცია ხელსაყრელია. დღეს გონივრული სიფრთხილე გადაგარჩენთ ზარალისგან.
სიყვარული: მოგინდებათ სტაბილურობა და უსაფრთხოება. მოლოდინები აუცილებლად გააზიარეთ პარტნიორს.
კარიერა: პროფესიულ ასპარეზზე უმნიშვნელო დეტალებმა შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს. ნუ გაუშვებთ ხელიდან.


სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ზოგადი მოლოდინი: ურთიერთობები თქვენი დღის ეპიცენტრში იქნება. სჯობს, მოერიდოთ ზედმეტ ემოციებს და კონფლიქტებს.
ჯანმრთელობა: განწყობის ცვალებადობა იმოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ბუნებაში სეირნობა გამაჯანსაღებელია.
ოჯახი: ოჯახში საჭიროა მეტად აქტიური ჩართულობა. ნუ აიგნორებთ მათ საჭიროებებს.
ბიზნესი: პარტნიორული ურთიერთობები უნდა განიხილოთ სტრატეგიული თვალსაზრისით. ნდობა უნდა იყოს ორმხრივი.
სიყვარული: მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ემოციურ თავდადებასა და პირად თავისუფლებას შორის. არ იჩქაროთ.
კარიერა: კოლექტიური გადაწყვეტილებები მოითხოვს მოლაპარაკების უნარს. დღეს სჯობს იყოთ მედიატორი, არა დიქტატორი.


მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ზოგადი მოლოდინი: შინაგანი დაძაბულობა თქვენი ყოველდღიური საქმეების ხარისხზეც აისახება. მოერიდეთ აგრესიას.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ სისხლის წნევას და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მცირე დასვენება სასარგებლოა.
ოჯახი: ემოციური დამოკიდებულება ოჯახთან ურთიერთობაში შესაძლოა ზედმეტი აღმოჩნდეს. დასჭირდებათ სივრცე.
ბიზნესი: დღეს გაბედული ნაბიჯები სიფრთხილეს უნდა დაემყაროს. არ აჩქაროთ ინვესტიციები.
სიყვარული: ეჭვიანობა მავნებელია. საუბარი და განწყობის გაზიარება ურთიერთობას გადაარჩენს.
კარიერა: ხელმძღვანელობის კრიტიკა გლობალურად ნუ მიიღებთ. მოიძიეთ განვითარების წერტილები.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ზოგადი მოლოდინი: აქტიური და შესაძლებლობებით სავსე დღეა, თუმცა არ უნდა გადაიწვათ საკუთარი ამბიციების ტალღაზე.
ჯანმრთელობა: ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა დაგანევროზებთ. დღეში 15 წუთი სიჩუმეში ყოფნა ბევრს შეცვლის.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან ჰუმანური და თამაშისეული კომუნიკაცია გააუმჯობესებს კავშირს.
ბიზნესი: მოსალოდნელია ახალ პროექტებთან დაკავშირებული საინტერესო იდეების გენერირება. დღევანდელი ჩანაწერები ხვალ შეიძლება ოქროზე ფასობდეს.
სიყვარული: რომანტიკული სპონტანურობა და გულწრფელობა დღეს გააძლიერებს ურთიერთობას.
კარიერა: იმოქმედეთ მიზანმიმართულად. მაღალი შანსია, რომ დღევანდელი იდეა მოიპოვებს ხელმძღვანელობის მოწონებას.


თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
ზოგადი მოლოდინი: დისციპლინა და ფოკუსი იქნება თქვენი დღევანდელი ძლიერი მხარე. შეცდომები მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მოეშვებით.
ჯანმრთელობა: ფიზიკური დაღლილობა შესაძლოა გადადით ქრონიკულ ფაზაში. დღევანდელი საღამო ჯობია სიწყნარეში გაატაროთ.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერა გექნებათ, თუმცა მათი რჩევები მაინც დამოუკიდებლად გააანალიზეთ.
ბიზნესი: შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. დროა გონივრულად მოიქცეთ და არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის.
სიყვარული: პირდაპირობა და გულწრფელობა აუცილებელია, თუმცა ნუ იქნებით უკომპრომისო.
კარიერა: პროფესიული რეპუტაციის შენარჩუნება მოითხოვს თავშეკავებას. არ უპასუხოთ პროვოკაციებზე.


მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ზოგადი მოლოდინი: არასტანდარტული მიდგომები დღეს შედეგს გამოიღებს. არ შეგეშინდეთ სხვებისგან განსხვავებული ხედვის გამოხატვის.
ჯანმრთელობა: შესაძლო უძილობა და კონცენტრაციის დაქვეითება. წერტილოვანი მასაჟი ან მედიტაცია სასარგებლოა.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან ღია კომუნიკაცია გააუმჯობესებს ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უფროს თაობას.
ბიზნესი: ინოვაციური იდეების რეალიზება რეალურია, თუ შეძლებთ მოკლე დროში პროტოტიპის წარმოდგენას.
სიყვარული: განწყობა შესაძლოა ცვალებადი იყოს. დროა იფიქროთ, რა გსურთ რეალურად ურთიერთობაში.
კარიერა: ორიგინალური იდეა შესაძლოა მოულოდნელად დაინახოს ზემდგომმა. იყავით მზად თავის წარმოსაჩენად.


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ზოგადი მოლოდინი: ინტუიცია მაქსიმალურად გააქტიურდება. დაიჯერეთ თქვენი შინაგანი ხმა — ის დღეს არ გატყუებთ.
ჯანმრთელობა: ფსიქოემოციური დაძაბულობა გადადის სხეულში. რეკომენდებულია თბილი აბაზანა ან არომათერაპია.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ემოციური ჩახუტება მეტს გააკეთებს, ვიდრე სიტყვები.
ბიზნესი: ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება გადადეთ. დღეს სჯობს დაკვირვება და ანალიზი.
სიყვარული: გრძნობები ღრმავდება. ემოციური გულწრფელობა სიყვარულში ახალ საფეხურზე გადაგიყვანს.
კარიერა: სამსახურში სჯობს ფონი დააკვირდეთ — ცვლილებები მზადდება. სიწყნარეში იმალება დიდი შესაძლებლობა.

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way