USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
11 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  562

11 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 162-ე დღე (ნაკიან წლებში – 163-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 203 დღე.

 

დღის მოვლენები

დიდი ბარიერული რიფი

ძვ. წ. 1184 : ტროას ომში ქალაქი ტროა მიწასთან გაასწორეს ერატოსთენეს გამოთვლით.

1125 : აზაზის ბრძოლაში ჯვაროსნებმა სელჩუკები დაამარცხეს.

1496 : ქრისტეფორე კოლუმბი თავის მეორე მოგზაურობიდან ესპანეთში ბრუნდება.

1580 : ესპანელმა კონკისდტადორებმა დააარსეს ქალაქი ბუენოს აირესი.

1742 : ბენჯამინ ფრანკლინმა სამზარეულოს ქურა გამოიგონა.

1770 : ჯეიმზ კუკმა  ავსტრალიის სანაპიროსთან აღმოაჩინა დიდი ბარიერული რიფი.(სურათზე)

1788 : რუსი მკვლევარი გერასიმ იზმაილოვი ალასკას აღწევს.

1901 : ახალმა ზელანდიამ კუკის კუნძულების ანექსია მოახდინა.

1937 : დიდი წმენდა: მარშალი მიხეილ ტუხაჩევსკი და წითელი არმიის რამდენიმე უმაღლესი ოფიცერი დააპატიმრეს ტროცკისტების ანტისაბჭოთა სამხედრო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.

1940 : ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკის კავშირმა ომი გამოუცხადეს იტალიას.

1965 : ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა ჯგუფ „ბითლზი“-ს წევრები.

1991 : კომპანია „მაიკროსოფტ“-მა გამოუშვა ოპერაციული სისტემა MS DOS 5.0.

ამ დღეს დაბადებულნი

1864 : შტრაუსი, რიხარდ — გერმანელი კომპოზიტორი (გ.1949)

1895 : ბულგანინი, ნიკოლაი — საბჭოთა კავშირის პოლიტიკოსი (გ.1975)

1899 : კავაბატა იასუნარი — იაპონელი მწერალი

1930 : მორის ფოცხიშვილი — ქართველი პოეტი

1977: რაიან დანი — ამერიკელი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1727 : ჯორჯ I — დიდი ბრიტანეთის მეფე (დ.1660)

1906 : ჰაინრიხ ჰარტი — გერმანელი მწერალი

1979 : უეინი, ჯონ — ამერიკელი მსახიობი (დ.1907)

2018 : გიო ხუციშვილი — ქართველი მომღერალი (დ. 1962)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

აშშ, ჰავაი, ჰავაის პირველი მეფის კამეხამეხის დღე.

დანია: პრინც ჰენრიკის დაბადების დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თეოდოსია ტვირელი

თეოდოსია კონსტანტინეპოლელი

იოანე სალოსი

ალექსანდრე I

იოანე თესალონიკელი

ხსენება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way