USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  202

ვერძი

შემოიკრიბეთ ირგვლივ სანდო და ერთგული ადამიანები, დღეს მარტივად დაინახავთ მათ რეალურ სახეს. სასიკეთო დროა ნებისმიერი აქტივობისთვის.

კურო

მშვენიერი დღეა მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციებისთვის, განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებთან. იაქტიურეთ, გამოიყენეთ არსებული საშუალებები საუკეთესო შედეგის დასადებად.

ტყუპები

სოციალური აქტივობებით დახუნლული დღეა. ნუ იტყვით უარს წვეულებებზე, რადგან საინტერესო ადამიანების გაცნობის საშუალება გექნებათ, საოავლოდ ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.

კირჩხიბი

სასიკეთო დღეა, გამოავლინეთ თქვენი შესანიშნავი უნარები, იყავით ინიციატორი როგორც საქმიან ასევე საოჯახო საკითხებში. სასიკეთოა ფიზიკური აქტივობა, ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს.

ლომი

ცვლილებების დღეა, გააფერადეთ თქვენი სივრცე სიახლეებით, დატკბით ცხოვრებით, გაუზიარეთ თქვენი განწყობა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ახლა სამყაროს თქვენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე, შეიქმენით განწყობა პოზიტიურ ადამიანებთან კომუნიკაციით, ეს საკმაოდ აამაღლეს თქვენს პროდუქტიულობას.

სასწორი

ფინანსური აქტივობებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის შესაფერისი დროა, ნუ გაფლანგავთ თქვენს დროსა და ენერგიას ფუჭად.

მორიელი

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისა მიმართ, აკონტროლეთ ბიუჯეტი, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი სახის შენაძენისგან. იმოქმედეთ შეგრძნებაზე და ინტუიციაზე დაყრდნობით.

მშვილდოსანი

იყავით პოზიტიურად განწყობილი, ნუ იქნებით კრიტიკული, სხვების მიერ წამოსროლილ უხეშ ფრაზებს ნუ მიანიჭებთ დიდ ყურადღებას. ეცადეთ მოარიგოთ მოწინააღმდეგე მხარეები, დღეს შუამავლის ფუნქციას წარმატებით გაართმევთ თავს.

თხის რქა

თქვენი დისციპლინირებულობის, ნებისყოფისა და სიმშვიდის დამსახურებით ყველა სირთულეს ღირსეულად გაართმევთ თავს, ახლა ახალი მწვერვალების დაპყრობის დროა.

მერწყული

იყავით ოპტიმისტურად განწყობილი, თქვენი ორიგინალური ხედვის დამსახურებით სიტუაცია იდეალურად დალაგდება.

თევზები

სასიკეთო დღეა, მარტივად გადაჭრით ნებისმიერ წამოჭრილ პრობლემას, გარშემომყოფნიც თითქოს ადვილად მოგყვებიან ნებისმიერ წამოწყებაზე. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way