USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
11 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  576

11 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 192-ე დღე (ნაკიან წლებში – 193-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 173 დღე.

დღის მოვლენები

მოვლენების განახლებისას შეამოწმეთ თარგი {{დღის მოვლენები:07-11}}.

  • 1735 : მათემატიკური გამოთვლები მიანიშნებს, რომ ამ დღეს პლუტონმა გადაინაცვლა მზის სისტემაში სიშორით მეცხრედან მერვე ადგილზე ბოლოჯერ 1979 წლამდე.
  • 1789 : ჟაკ ნეკერის საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება იწვევს ბასტილიის შტურმის დაწყებას.
  • 1789 : მათხოჯის ბრძოლა: ერეკლე II-ისა და ოდიშის ლაშქრის დახმარებით დავით არჩილის ძე ამარცხებს იმერთა მეფე დავით II-ს და ადის ტახტზე სოლომონ II-ის სახელით.
  • 1811 : იტალიელი მეცნიერი ამედეო ავოგადრო (სურათზე) აქვეყნებს ჰიპოთეზას აირების მოლეკულურ სტრუქტურაზე, რომელსაც დღეს ავოგადროს კანონი ჰქვია.
  • 1893 : კოკიჩი მიკიმოტომ პირველად მოახერხა მარგალიტის ხელოვნურად მოყვანა.
  • 1895 : ძმები ლუმიერები მეცნიერებისთვის აწყობენ კინოფილმის დემონსტრაციას.
  • 1919 : რვასაათიანი სამუშაო დღე და უქმე კვირადღე დაკანონდა ნიდერლანდებში.
  • 1921 : მონღოლეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
  • 1962 : პირველი ტრანსატლანტიკური სატელევიზიო ტრანსმისია გახორციელდა.
  • 1977 : მარტინ ლუთერ კინგს მშვიდობის მედალი მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ.
  • 1995 : სრებრენიცის გენოციდი - სერბთა ჯარები იპყრობენ ბოსნიურ ქალაქ სრებრენიცას. რვა ათასზე მეტი მცხოვრები მოკლულ იქნა. ეს ქმედება ყველაზე საზარელ მოვლენად ითვლება ევროპის უახლეს ისტორიაში.
  • 2007 : პროგრამით პარტნიორობა მშვიდობისთვის საქართველოში ნატოს თოთხმეტ პარტნიორ ქვეყანათა საჰაერო ძალების წვრთნები ჩატარდა (11-19 ივლისი).
  • 2010
    • ესპანეთის ნაკრები ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასის მფლობელი გახდა.
    • ტერაქტების სერიას კამპალაში, უგანდა, 74 ადამიანი ემსხვერპლა.
    • მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის უმეტეს ნაწილზე.
  • 2012 : ასტრონომებმა პლუტონის მეხუთე თანამგზავრი, S/2012 P 1 აღმოაჩინეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1767 : ადამსი, ჯონ კუინსი — აშშ-ის მე-6 პრეზიდენტი (გ.1848)
  • 1876 : ჟაკობი, მაქს — ფრანგი მწერალი და მხატვარი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1937 : გერშვინი, ჯორჯ — ამერიკელი კომპოზიტორი (დ.1898)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი
    • პავლე მკურნალი
    • სერგი და გერმანე
    • ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ტრიხერუსა ანუ სამხელიანი
  • აგრეთვე:
    • ბენინი : დამოუკიდებლობის დღე
    • ბურკინა-ფასო : დამოუკიდებლობის დღე
    • მონღოლეთი : "ნაადამის" დღესასწაული
    • ნიგერია : დამოუკიდებლობის დღე
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way