USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
თბილისი
11 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  491

11 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-11 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 354 დღე (ნაკიან წელში - 355).

დღის მოვლენები

  • 1055 : ვლადისლავ II ბოჰემიის მეფე ხდება.
  • 1569 : პირველი რეგისტრირებული ლატარეა ჩატარდა ინგლისში.
  • 1571 : ავსტრიის დიდგვაროვნებს რელიგიის თავისუფლება უბოძა იმპერატორმა.
  • 1693 : ვულკან ეტნას ამოფრქვევის თანმხლებმა მიწისძვრამ სიცილიისა და მალტის ნაწილი გაანადგურა.
  • 1759 : ფილადელფიაში, პენსილვანია, პირველი ამერიკული სიცოცხლის დაზღვევის კომპანია შეიქმნა.
  • 1787 : უილიამ ჰერშელმა ურანის ორი თანამგზავრი აღმოაჩინა: ტიტანია და ობერონი.
  • 1805 : მიჩიგანის ტერიტორია შეიქმნა.
  • 1861 : ალაბამა (შტატი) გამოეყო აშშ-ს.
  • 1867 : ბენიტო ხუარესი მექსიკის პრეზიდენტი ხდება ხელმეორედ.
  • 1879 : ინგლის-ზულუს ომი დაიწყო.
  • 1880 : იმპერატორ ნორტონის დაკრძალვის მეორე დღეს სან-ფრანცისკოს ცაზე სრული მზის დაბნელება ხდება.
  • 1908 : გრანდ კანიონის ეროვნული მონუმენტი შეიქმნა აშშ-ში.
  • 1919 : რუმინეთმა ტრანსილვანიის ანექსია მოახდინა.
  • 1922 : პირველად გამოიყენეს ინსულინი ადამიანის დიაბეტის სამკურნალოდ.
  • 1923 : საფრანგეთისა და ბელგიის ჯარები რურს იკავებენ, რათა გერმანია აიძულონ კომპენსაცია გადაიხადოს.
  • 1935 : ამელია ერჰარტი პირველი ქალი გახდა, რომელმაც მარტო იფრინა ჰავაიდან კალიფორნიაში.
  • 1942 : იაპონია ნიდერლანდს ომს უცხადებს და ნიდერლანდის ისტ-ინდოეთში იჭრება.
  • 1942 : იაპონელები კუალა-ლუმპურს იპყრობენ.
  • 1946 : ენვერ ხოჯა ალბანეთს სახალხო რესპუბლიკად აცხადებს.
  • 1949 : პირველად მოვიდა თოვლი ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.
  • 1957 : აფრიკის კონვენცია დაარსდა დაკარში.
  • 1960 : ჩადმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
  • 1962 : უასკარანში (პერუ), ზვავმა 4000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1964 : ამერიკის პირველი დისკო-კლუბი "ვისკი ა გო გო" გაიხსნა ლოს-ანჯელესში.
  • 1966 : გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენი.
  • 1972 : აღმოსავლეთ პაკისტანმა ბანგლადეში დაირქვა.
  • 1990 : 300.000 ადამიანი მსვლელობას აწყობს ლიტვის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.
  • 2011 :
    • ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენის ნაწილი ევაკუირებულია წყალდიდობის გამო.
    • ჩინეთის მეხუთე თაობის სტელსის გამანადგურებელმა (პროტორიპმა) „ჩენგდუ J-20“-მა პირველი ფრენა შეასრულა.
  • 2014 : არქეოლოგებმა ფარაონ სებეხოტეპ II-ის და აქამდე უცნობი აბიდოსის დინასტიის ფარაონ სენებკაის საფლავები აღმოაჩინეს.
  • 2015 : კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის პრეზიდენტად აირჩიეს და იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
  • 2016 : არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ფიფას ოქროს ბურთის მფლობელი მეხუთედ გახდა.
  • 2020 : ცაი ინ-ვენი ტაივანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 891  : აბდ ალ-რაჰმან III — კორდოვის სახალიფოს მე–8 ამირა
  • 1638 : ნიკოლაუს სტენო — დანიელი ბუნებისმეტყველი.
  • 1755 ან 1757  : ალეგზანდერ ჰამილტონი — ამერიკელი პოლიტიკოსი
  • 1814 : ალექსი-მესხიშვილი, სარდიონ — ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი.
  • 1842: უილიამ ჯემსი – ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი
  • 1849  : დავით ჩქოტუა — ქართველი პუბლიცისტი და რუსთველოლოგი.
  • 1852  : კონსტანტინ ფერენბახი — გერმანელი პოლიტიკოსი.
  • 1885 : ელის პოლი — ამერიკელი სუფრაჟისტი
  • 1861 : დიმიტრი მაჩხანელი — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი
  • 1906  : ალბერტ ჰოფმანი — შვეიცარიელი ქიმიკოსი და ლიტერატორი.
  • 1915 : გაიოზ ჯეჯელავა — ქართველი ფეხბურთელი.
  • 1924 : სლიმ ჰარპო — ამერიკელი მუსიკოსი
  • 1939  : ჯუმბერ კოპალიანი — ქართველი მეცნიერი
  • 1940  : ანდრეს ტარანდი — ესტონელი პოლიტიკოსი.
  • 1952 : დიანა გებლდონი — ამერიკელი მწერალი.
  • 1957 : ზაზა კოლელიშვილი ― ქართველი მსახიობი
  • 1966  : ელენე ბოჭორიშვილი — კანადაში მცხოვრები რუსულენოვანი ქართველი მწერალი.
  • 1966  : თენგიზ ვერულავა — ქართველი ექიმი, ჯანდაცვის ეკონომისტი, მწერალი.
  • 1971 : მერი ჯეი ბლაიჯი — ამერიკელი მომღერალი
  • 1972 : ამანდა პიტი — ამერიკელი კინომსახიობი.
  • 1975  : მატეო რენცი — იტალიელი პოლიტიკოსი
  • 1980  : გიორგი გიორგანაშვილი ― ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი
  • 1985  : რევაზ გეწაძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1987  : ჯეიმი ვარდი — ინგლისელი ფეხბურთელი.
  • 1988  : მანუელ ონვუ — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1991  : ანდრეა ბერტოლაჩი — იტალიელი ფეხბურთელი.
  • 1992 : დანიელ კარვახალი — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1996  : ლეროი ზანე — გერმანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1798 : ერეკლე II — ქართლ–კახეთის მეფე.
  • 1928 : ჰარდი, ტომას — ინგლისელი მწერალი.
  • 1953 : ჟორდანია, ნოე — ქართველი პოლიტიკოსი (სოციალ-დემოკრატი), საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1918–1921
  • 2014 : არიელ შარონი — ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
  • 2015: ანიტა ეკბერგი — შვედი მსახიობი
  • 2015: ენე ბუზანსკი — უნგრელი ფეხბურთელი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • თოთხმეტი ათასი ჩვილი მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემში
    • ღირსი მარკელე
    • თადეოზ აღმსარებელი
  • აგრეთვე:
    • ალბანეთი : რესპუბლიკის დღე (1944).
    • რუსეთი : ნაკრძალების დღე (1997).
ანალიტიკა
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.