USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
11 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  599

11 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 223-ე დღე (ნაკიან წლებში – 224-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 142 დღე.

 

დღის მოვლენები

ძვ. წ. 3114 : ამ დღეს პროლეპტურ გრიგორიანულ კალენდარში ჩვენი ერა იწყება.

ძვ. წ. 480 : სპარსელები ქსერქსე I-ის მეთაურობით ამარცხებენ სპარტელებს თერმოპილეს ბრძოლაში. სპარტელები უკანასკნელ მეომრამდე იბრძოდნენ.

70 : იერუსალიმის პირველი ტაძრის (მეფე სოლომონის აგებული) და მეორე ტაძრის დანგრევა.

355 : კალვდიუს სილვანუსი გამყიდველობაში ბრალდებული, საკუთარ თავს რომის იმპერატორად აცხადებს კონსტანტიუს II-ის საწინააღმდეგოდ.

1492 : ალექსანდრე VI რომის პაპად აირჩა.

1919 : ვაიმარის რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს.

1920 : დაიდო ლატვია - რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთი ლატვიის ტერიტორიაზე პრეტენზიაზე უარს აცხადებს სამუდამოდ. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა ეს ხელშეკრულბა ერთპიროვნულად დაარღვია და ლატვიის ოკუპაცია მოახდინა.

1934 : ალკატრაზის კუნძულზე, სან-ფრანცისკოსთან, კალიფორნია, ფედერალური საპყრობილე გაიხსნა.

1948 : ლონდონში გაიხსნა მე-10 ოლიმპიური თამაშები.

1960 : ჩადმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1984 : აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რადიო გადაცემაზე ხმის შემოწმებისას ამბობს „ჩემო თანამოქალაქე ამერიკელებო, მსიამოვნებს გაცნობოთ, რომ დღეს ხელი მოვაწერე კანონმდებლობას, რომლის მიხედვით რუსეთის კანონგარეშედ გამოცხადდა სამუდამოდ. დაბომბვას ხუთ წუთში ვიწყებთ“.

1987 : ალან გრინსპენი აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ხდება.

1999 : მზის სრული დაბნელება ევროპასა და აზიაში.

2003 : ნატოს პირველი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ოპერაცია ევროპის გარეთ იწყება ავღანეთში.

2003 : ცხელი ჰაერის მასების ტალღამ პარიზში ტემპერატურა 44° C ნიშნულზე აიყვანა, რის გამოც ქალაქში 144 ადამიანი დაიღუპა.

2010 : კოლუმბიამ და ვენესუელამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს, ხუან მანუელ სანტოსის კოლუმბიის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

2015 :

უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის გამარჯვებული „ბარსელონა“ გახდა.

Trigana Air Service-ის რეისი 267-მა 49 მგზავრითა და 5 ეკიპაჟის წევრით ინდონეზიის პაპუის პროვინციაში კატასტროფა განიცადა.

2016 : ედგარ ლუნგუ ზამბიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1667 : მედიჩი, ანა მარია ლუჩია — მედიჩების გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი

1673 : მიდი, რიჩარდ — ინგლისელი ფიზიკოსი

1863 : დუმერგი, გასტონ — საფრანგეთის პრეზიდენტი

1872 : კიჯურო, შიდეჰარა — იაპონიის პრემიერ მინისტრი

1892 : იოშიკავა, ეიჯი — იაპონელი მწერალი

1921 : ჰალი, ალექს — ამერიკელი მწერალი და ისტორიკოსი

1932 : არაბალი, ფერნანდო — ესპანელი მწერალი

1943 : მუშარაფი, პერვეზ — პაკისტანის პოლიტიკური მოღვაწე

1950 : ვოზნაკი, სტივ — ამერიკელი კომპიუტერული ინჟინერი

ამ დღეს გარდაცვლილნი

ძვ. წ. 480 : ლეონიდასი — სპარტას მეფე

353 : მაგნენტიუსი — რომაელი უზურპატორი

449 : ფლავიანე — კონსტანტინოპოლის პატრიარქი

1204 : გუტორმი — ნორვეგიის მეფე

1614 : ლავინია ფონტანა — იტალიელი მხატვარი

1786 : იესე ბარათაშვილი — ქართველი მწერალი (დ. 1728)

1851 : ლორენც ოკენი — გერმანელი ნატურალისტი

1956 : ჯექსონ პოლოკი — ამერიკელი ფერმწერი (დ. 1912)

1972 : მაქს ტაილერი — სამხრეთ აფრიკელი ვიროლოგისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1973 : კარლ ციგლერი — გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1996 : რაფაელ კუბელიკი — ჩეხი დირიჟორი (დ. 1914)

1996 : ვანგა — ბულგარელი ნათელმხილველი და მკურნალი (დ. 1911)

2014 : რობინ უილიამსი — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი (დ. 1951)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ევსტათი მცხეთელი

წმინდა კალინიკე

სერაფიმა ქალწული

თეოდოტია და სამი შვილი

ღირსმოწამე მიქაელი

აგრეთვე:

ზიმბაბვე : გმირთა დღე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის