USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
10 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

10 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 41-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 324 დღე (ნაკიან წელში - 325).

დღის მოვლენები

1605 : უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ პირველი წარმოდგენა ლონდონში.

1784 : ეკატერინე II-ის განკარგულებით ყირიმის ნავსადგურსა და ციხე-სიმაგრეს დაერქვა სევასტოპოლი.

1918 : თბილისში, ყოფილ ალექსანდრეს ბაღში სახალხო გვარდიამ ტყვიამფრქვევებისა და შაშხანების ცეცხლით დაარბია მუშათა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა.

1996 : აი-ბი-ემის კომპიუტერმა „დიპ-ბლუმ“ ჭადრაკში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი.

1998 : აზერბაიჯანში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.

2005 : ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს.

2006 : გაიხსნა XX ზამთრის ოლიმპიური თამაშები ტურინში (იტალია).

ამ დღეს დაბადებულნი

1606 : კრისტინა მარია დე ბურბონი — საფრანგეთისა და ნავარის პრინცესა.

1775 : ჩარლზ ლემი — ინგლისელი მწერალი.

1890 : ბორის პასტერნაკი — რუსი პოეტი და მწერალი

1892 : ვალერიან თევზაძე — ქართველი ოფიცერი

1894 : ჰაროლდ მაკმილანი — დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე.

1897  : ჯუდით ანდერსონი — ავსტრალიელი მსახიობი

1898 : ბერტოლტ ბრეხტი — გერმანელი მწერალი

1902 : უოლტერ ბრატენი — ამერიკელი ფიზიკოსი.

1922 : არპად გენცი — უნგრელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე

1924 : აკაკი ბაინდურაშვილი — ქართველი ფსიქოლოგი.

1929 : ჯერი გოლდსმიტი — ამერიკელი კომპოზიტორი.

1931 : ლევან (ბუთური) ცინცაძე — ქართველი სცენარისტი.

1934  : თენგიზ მირზაშვილი — ქართველი მხატვარი

1941 : სანდრო მრევლიშვილი — ქართველი რეჟისორი

1946 : მიქაელ არუთინიანი — სომხეთის მე-7 თავდაცვის მინისტრი (2007–2008)

1949 : ანატოლი როშჩუფკინი — რუსი მწერალი.

1961 : ნიკოლოზი — ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი

1962 : კლიფ ბარტონი — ამერიკელი მუსიკოსი

1967 : ლორა დერნი — ამერიკელი მსახიობი

1970 : ოსნე საიეშტადი — ნორვეგიელი შტატგარეშე ჟურნალისტი და მწერალი

1974 : დევიდ დათუნა — ამერიკელი ხელოვანი

1976 : ზაზა ჯანაშია — ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი

1984 : ზაზა ფაჩულია — ქართველი კალათბურთელი.

1985 : სელჩუქ ინანი — თურქი ფეხბურთელი.

1986: რადამელ ფალკაო — კოლუმბიელი ფეხბურთელი

1987 : პოლი გენოვა — ბულგარელი მომღერალი

1988 : ჯეიდ რემსი — ინგლისელი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1837 : ალექსანდრე პუშკინი — რუსი მწერალი.

1891 : სოფია კოვალევსკაია — რუსი მათემატიკოსი.

1923 : ვილჰელმ კონრად რენტგენი — გერმანელი ფიზიკოსი.

1939 : პიუს XI — რომის პაპი.

1990 : ოთარ გიგინეიშვილი — ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

2005 : ართურ მილერი — ამერიკელი დრამატურგი.

2009 : ნუგზარ შატაიძე — ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

სტეფანე ხირსელი

ეფრემ ასური

პალადი მეუდაბნოე

ისააკ ასური

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way