USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
дата:  530

მთვარის მე-6-7 დღე. დღეს მთვარისა და სატურნის რთული ასპექტით შეერთება ხმაურიან და მნიშვნელოვან მოვლენებს გვპირდება. არ არის გამორიცხული სისტემური კრიზისი, ფართომასშტაბიანი შემოწმება, მასშტაბური რეორგანიზაცია ან მრავალწახნაგოვანი კონფლიქტი. გამოცდა ელის თქვენს პროფესიონალიზმს, მეგობრობას, მართვის უნარს.

მყარი პროგრამები და სისტემები გაუძლებს დარტყმას, დანარჩენს ნგრევისა და პოზიციის დაკარგვის მაღალი რისკი აქვს.

ყველაზე გონიერნი და წინდახედულები ალტერნატიულ გზას იპოვიან ან უკვე მომზადებული სარეზერვო გზას გამოიყენებენ.

ვერძი

დღის მთავარი მოთხოვნაა ემოციური სტაბილურობა. კონცენტრაცია გააკეთეთ სამსახურის საქმეებზე, გაგებით მოეკიდეთ ოჯახის წევრებს.

კურო

ნუ ჩაერევით უსარგებლო საუბრებში. შესაძლოა გარშემომყოფებისგან იყოს საკუთარი პრობლემების თქვენთვის თავს მოხვევის მცდელობა. მიხედეთ თქვენს საქმეებს, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ გართულებული საკითხების მოგვარებას. ნუ მიიღებთ რადიკალურ ზომებს ურთიერთობებში. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და განწყობაზე.

კირჩხიბი

შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა. სამსახურში თუ სახლში მუშაობით ნუ გადაიტვირთებით, მეტად იაქტიურეთ შემოქმედებითი კუთხით. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.

ლომი

ამ დღეს იზრუნეთ პირადი და საოჯახო ურთიერთობების დალაგებაზე. აი სამსახურში შეგიძლიათ უფრო აქტიურ პოზიციაში იყოთ.

ქალწული

დღე დაიწყეთ მოტივირებულად, აიმაღლეთ განწყობა სასიამოვნო მუსიკით. დრო თანამოაზრეებთან ან მეგობრებულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი

იზრუნეთ ემოციურ სტაბილურობაზე. სამსახურში შეგიძლიათ ინიციატივაც გამოიჩინოთ, თუმცა ახალი საქმეების წამოწყებისთვის სხვა დღე ჯობია შეარჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ სამყაროსეულ მინიშნებებს.

მორიელი

დღე საკმაოდ მშვიდ და პოზიტიურ ვითარებაში ჩაივლის. მეტად გააანალიზეთ თქვენი დაშვებული შეცდომები, იფიქრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, მეტად დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას.

მშვილდოსანი

გახსოვდეთ, რომ ოპტიმისტური განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. ნუ გაიფუჭებთ ხასიათს წვრილმანი უსიამოვნებებით, იფიქრეთ იმიჯის ცვლაზე.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას ასევე იზრუნეთ საკუთარ განწყობაზე. სხვა მხრივ ჯობია ყოფითი და ჩვეული საქმიანობით შემოიფარგლოთ.

მერწყული

გაიხალისეთ განწყობა და იზრუნეთ თქვენი საყვარელი ადამიანების გახარებაზეც. მოაგვარეთ აქამდე გადასაწყვეტი საკითხები.

თევზები

შეიქმენით ფერადი განწყობა. მოინახულეთ ის მეგობრები რომლებთან ურთიერთობაც მეტად გახალისებთ და გმატებთ თავდაჯერებას. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისგან.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати