USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
10 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
Date:  359

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო, 10 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ბურძგლას, საბურთალოს, ცაგარელის, შმიდტის, მიცკევიჩის, საირმის, კალანდაძის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ხომლის და კაპანელის ქუჩების  მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, აწყურის, წინანდლის, კაჩინსკის, ივერიელის და 300 არაგველის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ),  სამხედრო ქალაქი - 202, მახათას შესახვევის, ავლაბრის შესახვევის, მშველიძის, ქისის, შანდორ პეტეფის, კვაჭანტირაძის, ხარაბაძის, ორბელების, ანდღულაძის, ბეგიაშვილის, ქობულაძის, ყვარლის, მთის ძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ამირეჯიბის, თოლენჯის, მესხიშვილის, ბოროდინის, დუშეთის, ფაღავას, არმაზის, გონაშვილის, სევანის, მთავარანგელოზის, ცისკრის, გურჯაანის, მარტყოფის, წურწუმიას, ნასაკირალის, ირბახის, ვარდისუბნის, ფაბრიციუსის, დოესის, შორაპნის, გარეკახეთის, ავლიპ ზურაბაშვილის, აწყურის, ცუცხვათის, წამებულის, კოშკოვანის, ძევერის, წინანდლის, საბადურის, კასპის, ლეხ კაჩინსკის, შირაქის, ბაბისხევის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, მიხეილ მრევლიშვილის, კაიშაურის, კიკეთის, შილდის, ფშავის, გალავნის, რუისპირის, ნაქერალას და ოძისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჩარგლის, გვაზაურის, ზიგზაგის, გლინკას, რატევანის, მუხრანის, ლიახვის, მიწიშვილის, ნაგომარის, ბოგვის, გარეჯელის და ხორნაბუჯის ქუცების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ორბეთის, კლდეკარის, ნაქალაქევის, სამღერეთის, წერონისის, მუხრანის, ჩარგლის და რატევანის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ბოჭორიშვილის და ლაზოს ქუჩების  მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა, III მიკრორაიონების და სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 
region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way