USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
10 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  782

10 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 314-ე დღე (ნაკიან წლებში – 315-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 51 დღე.

დღის მოვლენები

  • 1444 : ვარნას ბრძოლა - მეფე ვლადისლავ III-ის ჯვაროსანთა არმია გაანადგურეს თურქებმა სულთან მურად II-ის მეთაურობით.
  • 1619 : რენე დეკარტი სიზმრის შთაგონებით ქმნის მედიტაციებს პირველ ფილოსოფიაზე.
  • 1792 : ვაშინგტონში თეთრი სახლის საძირკველი ჩაიყარა.
  • 1918 : გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა პირველ მსოფლიო ომში.
  • 1928 : ჰიროჰიტო მიჩინომია იაპონიის 124-ე იმპერატორად აკურთხეს.
  • 1970 : საბჭოთა ხომალდი „ლუნოხოდ-1“ გაიშვა მთვარეზე.
  • 1989 : 33-წლიანი მმართველობის შემდეგ ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ტოდორ ჟივკოვი შეცვალა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტარ მლადენოვმა, რომელმაც 1990 წელს პარტიას ბულგარეთის სოციალისტური პარტია დაარქვა.
  • 2000 : ლენინის მავზოლეუმი დაიხურა მნახველებისთვის.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1668 : კუპერენი, ფრანსუა — ფრანგი კომპოზიტორი
  • 1759 : შილერი, ფრიდრიხ — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი.
  • 1855 : კირიონ II — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • 1966 : მორჩილაძე, აკა — ქართველი მწერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 461: ლეო I — რომის პაპი (დ. 390)
  • 1241: ცელესტინ IV — რომის პაპი
  • 1982 : ბრეჟნევი, ლეონიდ — სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი
  • 2010 : დინო დე ლაურენტისი — იტალიელი კინოპროდიუსერი. (დ. 1919)
  • 2015 : ჰელმუტ შმიდტი — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ბუნდესკანცლერი 1974—1982 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. (დ. 1918)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ნეოფიტე ურბნელი
    • წმინდა პარასკევა
    • წმინდა მოწამენი: ტერენტი და ნეონილა და შვილნი მათნი: სარვილე, ფოტიოსი, თეოდულე, იერაქსი, ნიტე, ვილე და ევნიკია
    • სტეფანე საბაწმინდელი
    • წმინდა მოწამენი: აფრიკანე, ტერენტი, მაქსიმე, პომპიოს და სხვანი ოცდათექვსმეტნი.
    • არსენი
    • კირილე იერუსალიმელი
    • იოანე ქოზიბელი
    • დიმიტრი როსტოველი
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way