USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
10 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება
Date:  485

კომპანია “თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, წმინდა ბარბარე უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღი II-ის დასახლების II III, IV, V, VI ქუჩების, მშენებელთა დასახლების, ჯავახეთის II შესახვევის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის, ქაიროს, ჯავახეთის და სამასი არაგველის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, წმინდა ბარბარე უბნის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის და თავკვერის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V, VI კვარტლების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ზარზმის და ილორის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავგულიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონშ, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბუსერიძე ტბელის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ამაღლების, მესხის, სავანელის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ლერმონტოვის, იაშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, შხეფის, დავითაშვილის, დადიანის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way