USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
10 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1379

10 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 130-ე დღე (ნაკიან წლებში - 131-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 235 დღე.

დღის მოვლენები

1810 : სოლომონ II თბილისიდან ახალციხეში გაიქცა.

1857 : დაიწყო ინდოელთა აჯანყება ბრიტანეთის წინააღმდეგ.

1871 : ხელი მოეწერა ფრანკფურტის ზავს საფრანგეთ-პრუსიის 1870-71 წლების ომში.

1893 : სავაჭრო დანიშნულებისთვის 1883 წლის ტარიფის აქტის ფარგლებში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პომიდორს ხილის ნაცვლად ბოსტნეული კულტურების სტატუსი მიანიჭა.

1940 : უინსტონ ჩერჩილი გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

1981 : საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ფრანსუა მიტერანი.

1993 : მიმოქცევაში გაუშვეს ყირგიზეთის ეროვნული ვალუტა სომი.

2009 : საარტილერიო სროლებმა შრი-ლანკის დემილიტარიზებულ ზონაში სულ მცირე 378 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.

2010 :ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ წევრებად მიიწვია ესტონეთი, ისრაელი და სლოვენია.

100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 350 დაშავდა ერაყში მომხდარი აფეთქებების სერიის შემდეგ.

2011 : „Microsoft“-მა ინტერნეტ-სატელეფონო მომსახურების „Skype“-ის $8.5 მილიარდად შესყიდვის შესახებ განაცხადა.

2014 : ავსტრიელმა მომღერალმა კონჩიტა ვურსტმა სიმღერით „Rise Like a Phoenix“ ევროვიზია 2014-ზე გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

1760 : რუჟე დე ლილი — ფრანგი პოეტი და კომპოზიტორი, „მარსელიეზას“ ავტორი.

1788 : ფრენელი, ოგიუსტენ ჟან — ფრანგი ფიზიკოსი.

1840 : ჰაჯი დიმიტრი — ბულგარელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე.

1848 : ლიპტონი, თომას — შოტლანდიელი ბარონეტი.

1882 : ასათიანი, მიხეილ მიხეილის ძე — ქართველი ფსიქიატრი.

1899 : ასტერი, ფრედ — ამერიკელი მომღერალი და მოცეკვავე.

1923 : ალიევი, ჰეიდარ — აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწე.

1931 : სკოლა, ეტორე — იტალიელი კინორეჟისორი.

1938 : ვლადი, მარინა — ფრანგი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1521 : ბრანტი, სებასტიან — მწერალი.

1770 : ლუი ნიკოლა დავუ — საფრანგეთის მარშალი.

1774 : ლუი XV (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე.

1945 : გლიუკსი, რიხარდ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.

1952 : დავით კაკაბაძე — ქართველი მხატვარი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

სვიმეონი – უფლის ძმა

ევლოგი უცხოთშემწყნარებელი

აგრეთვე:

რუმინეთი - დამოუკიდებლობის დღე (1877).

მექსიკა - დედის დღე.

ნიკარაგუა - დედის დღე.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way