USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
10 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  374

10 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 161-ე დღე (ნაკიან წლებში – 162-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 204 დღე.

 

დღის მოვლენები

1776 : საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო  XVI-მ საიდუმლოდ გადასცა ფრანგ დრამატურგს პიერ ბომარშეს მილიონი ლივრი, ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლების დასახმარებლად.

1793: პარიზში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ზოოპარკი.

აშშ-ის დედაქალაქი ფილადელფიიდან ვაშინგტონში გადაიტანეს

1846 : ამერიკა-მექსიკის ომი. კალიფორნიის რესპუბლიკამ მექსიკისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1909: მსოფლიოში პირველად გამოიყენეს სიგნალი  SOS.

დაარსდა ავსტრალიის დედაქალაქი კანბერა

1930 : დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

1940 : იტალიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.

კანადამ ომი გამოუცხადა იტალიას.

ნორვეგია გერმანიას დანებდა.

1947 : შვედურმა კომპანია სააბმა პირველი ავტომობილი გამოუშვა.

1996 : კორპორაცია "ინტელ"- მა გამოუშვა პროცესორი“‘პენტიუმ II“

2014 : რეუვენ რივლინი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს.

2016 : სტამბოლის ტერაქტის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 36 ადამიანი.

ამ დღეს დაბადებულნი

1819 : კურბე, გიუსტავ — ფრანგი მხატვარი (გ.1725)

1914 : გიორგი ასათიანი — ქართველი დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ოპერატორი (გ. 1977)

1922 : ჯუდი გარლანდი — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი (გ.1969)

1929 : მერაბ ბერძენიშვილი — ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი (გ. 2016)

ამ დღეს გარდაცვლილნი

1926 : გაუდი, ანტონიო — ესპანელი (კატალონიელი) არქიტექტორი (დ.1852)

1930 : ჰარნაკი, ადოლფ — გერმანელი თეოლოგი.

1939 : ხუროძე, ვარლამ — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი

2000 : ალ-ასადი, ჰაფეზ — სირიის პრეზიდენტი (დ.1930)

2004 : რეი ჩარლზი — ამერიკელი მუსიკოსი (დ.1931)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

იორდანია: არაბული ჯარის დღე.

მოლდოვა: მესაზღვრის დღე.

პორტუგალია: პორტუგალიის დღე (კამოენსა)

იაპონია: საათის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ნიკიტა ქალკედონელი

ევტიქი მელიტინელი

ელადი ეპისკოპოსი

წმინდა ელიკონიდა

დიმიტრი (მიტრა)

ზაქარია პრუსელი

ღირსი სოფრონი

კრისკენტი, პავლე და დიოსკორიდე

 

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати