USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
10 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

 

10 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 191-ე დღე (ნაკიან წლებში – 192-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 174 დღე.

 

დღის მოვლენები

1212 : უძლიერესი ხანძარი ლონდონის ისტორიაში ქალაქს მიწასთან ასწორებს.

1778 : ამერიკის რევოლუცია - საფრანგეთის ლუი XVI ომს უცხადებს დიდი ბრიტანეთის სამეფოს.

1796 : გერმანელმა მათემატიკოსმა კარლ ფრიდრიხ გაუსმა აღმოაჩინა, რომ ყოველი დადებითი რიცხვის წარმოდგენა შესაძლებელია მაქსიმუმ სამი სამხუთხა რიცხვის ჯამის სახით და დღიურში მისი განთქმული სიტყვები „Heureka! num= Δ + Δ + Δ“ ჩაწერა.

1821 : ესპანეთისგან შესყიდული ფლორიდის ტერიტორია აშშ-ის განკარგვაში გადადის.

1821 : არსებობა შეწყვიტა სამხრეთ ამერიკაში მდებარე ენტრე-რიოსის რესპუბლიკამ.

1850 : მილარდ ფილმორი აშშ-ის მე-13 პრეზიდენტი ხდება.

1890 : უაიომინგი გახდა აშშ-ს 44-ე შტატი.

1925 : შეიქმნა საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტო (TACC), სსრკ-ის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო.

1962 : ორბიტაზე გადის ტელსტარი - მსოფლიოს პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი.

1973 : ბაჰამის კუნძულები დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აცხადებს.

1991 : ბორის ელცინი რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი გახდა.

1992 : მაიამიში, ფლორიდა, პანამის ყოფილ ლიდერს მანუელ ნორიეგას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნარკობიზნესის და გამომძალველობისთვის.

2002 : სოზების აუქციონზე პეტერ პაულ რუბენსის (სურათზე) ტილო „უცოდველთა ხოცვა“ $76,2 მილიონად გაიყიდა.

2016 : ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში 1–0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა.

2020 : თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი დაუბრუნდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1871 : პრუსტი, მარსელ — ფრანგი მწერალი (გ.1922)

1915 : სოლ ბელოუ — ამერიკელი მწერალი (გ.2005)

1921 : რევაზ ლაღიძე — ქართველი კომპოზიტორი

1926 : ჯაბა იოსელიანი — ქართველი პოლიტიკოსი

1942 : რონი ჯეიმზ დიო — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ დიოს დამაარსებელი (გ.2010)

1950 : შოთა ჩოჩიშვილი — ქართველი ძიუდოისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1559: ანრი II (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე. (დ.1519)

1836 : ამპერი, ანდრე-მარი — ფრანგი ფიზიკოსი (დ.1775)

1851 : დაგერი, ლუი — ფრანგი გამომგონებელი (დ.1787)

1902 : ჭავჭავაძე, არჩილ — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი

1968 : ჰანჩარი, ფრანც — ავსტრიელი არქეოლოგი

2006 : ბასაევი, შამილ — ჩეჩენი დამოუკიდებლობის მომხრე ვიცე-პრეზიდენტი

2015: ომარ შარიფი — ეგვიპტელი მსახიობი (დ. 1932)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

გიორგი მთაწმინდელი

ლუკა იერუსალიმელი

კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ანეკტ კესარიელი

სამსონ უცხოთშემწყნარებელი

იოანა მენელსაცხებლე

სევირე ხუცესი

აგრეთვე:

ბაჰამის კუნძულები : დამოუკიდებლობის დღე

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way