საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 143 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 617 ადამიანი და ჩატარდა 11 155 ტესტირება, მათ შორის 6 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 397 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა - 88, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 73, შიდა ქართლი - 64, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.