USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
10 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  265

10 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-10 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 355 დღე (ნაკიან წელში - 356).

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 49 : გაიუს იულიუს კეისარმა გადმოლახა რუბიკონი
  • 1863 : ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი მეტროს ხაზი.
  • 1906 : გურიის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.
  • 1920 : ელზასი და ლოტარინგია საფრანგეთს გადაეცა.
  • 1923 : ლიეტუვა იპყრობს გერმანულ ქალაქ კლაიპედას (მემელი).
  • 1946 : გაეროს პირველი გენერალური ასამბლეა გაიხნსა ლონდონში 51 ერის წარმომადგენლებით.
  • 2001 : ვიკიპედია იწყებს ფუნქციონირებას როგორც ნუპედიის ნაწილი. ხუთ დღეში ის საკუთარ ვებგვერდზე გადადის.
  • 2007 : ინდოეთის ავტომწარმოებელმა ტატა მოტორსმა მსოფლიოს უიაფესი სერიული ავტომანქანა ტატა ნანო წარმოადგინა 100.000 რუპიად (აშშ$2.500).
  • 2010 : სოციალ-დემოკრატი ივო იოსიპოვიჩი ხორვატიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2012 : არგენტინის ნაკრების და ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი მესამედ გახდა ფიფა-ს ოქროს ბურთის გამარჯვებული.
  • 2014 : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე პრეზიდენტი მიშელ ჯოტოდია გადადგა.
  • 2017 : კრიშტიანუ რონალდუს ფიფა-ს მიერ დაწესებული საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა.
  • 2019 : ფელიქს ჩისეკედი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადეს.
  • 2020 : ომანის სულთან ქაბუს ბინ საიდ ალ საიდის გარდაცვალების გამო, მისი შემცვლელი ჰაითემ ბინ თარიქ ალ საიდი გახდა.
  • 2021 : ყირგიზეთის პრეზიდენტად სადირ ჟაპაროვი აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1769 : მიშელ ნეი — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
  • 1868 : ოძაკი კოიო — იაპონელი მწერალი
  • 1872 : არჩილ ჯორჯაძე — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე
  • 1880  : მანუელ ასანია — ესპანელი პოლიტიკოსი
  • 1883 : ალექსეი ტოლსტოი — რუსი მწერალი
  • 1885 : ივანე ბერიტაშვილი — ქართველი ფიზიოლოგი
  • 1890  : ახმედ ზაკი ვალიდი — ბაშკირეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1917–1920) ლიდერი. პუბლიცისტი, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე.
  • 1901  : ჰენინგ ფონ ტრესკო — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
  • 1903 : ივანე სურგულაძე — ქართველი იურისტი
  • 1912 : დავით ბაქრაძე — საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1913 : მეჰმედ შეჰუ — ალბანეთის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.
  • 1913  : გუსტავ ჰუსაკი — ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1927 : გიორგი ოჩიაური — ქართველი მოქანდაკე.
  • 1933  : მედეა გონგლიაშვილი — ქართველი პიანისტი
  • 1934 : ლეონიდ კრავჩუკი — უკრაინის პრეზიდენტი
  • 1936 : ჯანსუღ კახიძე — ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი
  • 1938 : გურამ ბათიაშვილი — დრამატურგი
  • 1938 : დონალდ კნუთი — ამერიკელი მეცნიერი
  • 1940 : სტივ ო’რურკი — ინგლისელი მენეჯერი
  • 1941 : ჰაინც ფენრიხი — გერმანელი ენათმეცნიერი
  • 1943 : ჯიმ კროჩე — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი.
  • 1945 : როდ სტიუარტი — ბრიტანელი როკ-მომღერალი
  • 1947  : ტიიტ ვიაჰი — ესტონელი პოლიტიკოსი.
  • 1954  : იოსებ შატბერაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1955 : მიხაელ შენკერი — გერმანელი გიტარისტი.
  • 1955 : იასმინა ხადრა — ალჟირელი, ფრანგულენოვანი მწერალი.
  • 1959 : ფრენ უოლში — ახალ ზელანდიელი სცენარისტი
  • 1995  : დავით ჯიქია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1961  : ევან ჰენდლერი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1971 : ვასილ მაისურაძე — ქართველი მწვრთნელი
  • 1972  :ეკატერინე მწითურიძე — რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი
  • 1981  : თამთა გოდუაძე — ქართველი პოპ მომღერალი
  • 1994 : სანდრო ამინაშვილი — ქართველი მოჭიდავე
  • 1994 : ლაშა გობაძე — ქართველი მოჭიდავე

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1778 : ლინე, კარლ — შვედი ბუნებისმეტყველი.
  • 1833 : ლეჟანდრი, ადრიან მარი — ფრანგი მათემატიკოსი
  • 1862 : კოლტი, სამუელ — ამერიკელი იარაღის კონსტრუქტორი
  • 1922 : ოკუმა სიგენობუ — იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1932 : ქრისტეფორე III — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • 1951 : ლუისი, სინკლერ — ამერიკელი მწერალი.
  • 1957 : მისტრალი, გაბრიელა — ჩილელი პოეტი
  • 1960 : მელქისედეკ III — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • 2015: მალანდა, ჟუნიორ — ბელგიელი ფეხბურთელი
  • 2015: როსი, ფრანცესკო — იტალიელი რეჟისორი
  • 2016: ბოუი, დევიდ — ინგლისელი მომღერალი და მუსიკოსი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • 2000 ნიკომედიელი მოწამე
    • სვიმეონ მირონმდინარე
    • მოციქული ნიკანორი
  • აგრეთვე:
    • ბენინი : ვუდუს დღესასწაული (1997).
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати