USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
10 გაკვეთილი, რაც კარანტინში ყოფნამ გვასწავლა
Date:  872

1. შიში ჩვეულებრივი მოვლენაა.

კოვიდ-19 ის პერიოდში ჩვენ ფაქტობრივად ინფორმაციული თავდასხმის „მსხვერპლი“ გავხდით. ვისმენდით და ვკითხულობდით ორაზროვან, შემაშფოთებელ, პესიმისტურ განცხადებებს, რაც ჩვენ შიშს კვებავდა და აძლიერებდა.  თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერმა ჩვენ ინფორმაციების გაფილტვრა, შიშის დათრგუნვა და პოზიტივზე ორენტაციაც გვასწავლა.  ეს უნარი კი ნამდვილად ფასდაუდებელი შენაძენია.

 

 2. არასდროს გავუშვათ ხელიდან შანსი დრო ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატაროთ!

მართალია განვითარებული ტექნოლოგიები და სოციალური მედია არ გვალევს საშუალებას სრულიად მოწყვეტილები ვიყოთ გარესამყაროს, მაგრამ კარანტინის შემდეგ, ალბათ, ბევრად მეტად დავაფასებთ  იმ დროს, რომლის გატარების შესაძლებლობაც ჩვენს ახლობლებთან გვეძლევა. თურმე ჩახუტება, ხელის ჩაკიდება ან უბრალოდ ტელევიზორის წინ ერთად ჩამოჯდომა პატარა, მაგრამ დიდი ბედნიერებებია და ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

 

3. მუსიკა ნამდვილად სულის მკურნალია!

ერთ-ერთი, რაც, ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს კარანტინს გვილამაზებდა მუსიკაა. საყვარელ მუსიკას ხომ შეუძლია წარსულის მოგონებებში, სამომავლო ოცნებებში და ყველაზე ლამაზ ფიქრებში გვამოგზაუროს. კარჩაკეტილებს კი ეს, დამეთანხმებით, ყველას ნამდვილად გვჭირდებოდა.

 

4. საუკეთესო დრო მეგობრობის გასამტკიცებლად!

კარანტინი საუკეთესო დროა ის ადამიანები მოვიკითხოთ, რომლებთან ადრე ძალიან ახლო, ახლა კი ცოტა დისტანცირებული ურთიერთობა გვაქვს. საუბრისთვის და პრობლემების განსახილველად ხომ ამდენი დროა, თანაც საუბრის წამოწყებაც ჩვეულებრივზე მარტივია: „ აბა, როგორ ატარებ კარანტინს“

 

 5. პასუხისმგებლობის გააზრება!

კარანტინი არდადეგები არაა და ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში ყველაზე სერიოზული მოვლენაც კი შეიძლება იყოს. ყველას დაგვჭირდა იმის გააზრება, რომ ჩვენი  ერთი პატარა ნაბიჯიც კი,  შესაძლოა, დომინოს ეფექტის მქონე ყოფილიყო. გავითავისეთ, რომ ხანდახან საყოველთაო კეთილდღეობისთვის ჩვენი სურვილები გვერდზე უნდა გადავდოთ და როგორც პასუხისმგებელი მოქალაქეები, ისე უნდა მოვიქცეთ.

 

 6.უბრალოდ მზიანი ამინდით ტკბობა!

ალბათ, ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ სეირნობა მოგვენატრებოდა. თურმე რამხელა სიხარულია გაიკეთო ყურსასმენები, ჩაიცვა საყვარელი ბოტასები და  იქამდე იარო, სანამ ყველა უარყოფითი ემოცია არ დაგტოვებს. ან უბრალოდ შეღამებისას სახლის წინ პარკში ჩამოჯდე და ვარსკვლავებს უყურო.  

 

 7.სიტუაციასთან შეგუების უნარი!

ალბათ, ბევრმა ვიცით გამოთქმა: „ღმერთო, მომეცი ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, მომეცი ნებისყოფა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და მომეცი გონი, რომ გავარჩიო ერთი მეორესაგან“ - ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როცა ჩვენ სრულიად უმწეოები ვართ და აუცილებელია, ეს სწორად გავიაზროთ. ამის გამო არ მივეცეთ საგონებელს, მივიღოთ ჩვენი შეცვლილი ცხოვრება და ახალ სიტუაციას ჩვენს სასარგებლოდ მოვერგოთ!


 8.დაბრუნება სამზარეულოში!

ყოველდღიური ცხოვრების გიჟურ რიტმში დაკარგულებს ფაქტობრივად არასდროს გვქონდა დრო სადილები და ვახშმები თავად გვემზადებინა. უმეტესობა ჩვენგანი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე კრუასანით და ყავით შემოიფარგლებოდა, შუადღისას უახლოეს კაფეს თუ ფასტ-ფუდს სტუმრობდა, საღამოს კი სახლში ნახევარფაბრიკატებს მიირთმევდა.

კარანტინმა ჩვენში დამალული კულინარები აღმოაჩინა და ახლა ფაქტობრად ყველა ოჯახში სურნელოვანი კერძების და ახალგამომცხვარი ნამცხვრების სუნი ტრიალებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ალბათ ყველაზე მეტად ქმრებს უხარიათ.

 

 9. ჰობების აღმოჩენა!

რამდენმა ჩვენგანმა აღმოაჩინა, რომ თურმე არც ისე ურიგოდ ხატავს? ან არც ისე ურიგოდ გამოსდის კერვა? თურმე მაკიაჟის პროფესიონალურად გაკეთებაც შეგვძლებია. ამ 2 თვეში უამრავი ახალი იდეა, ინტერესი, ჰობი დაიბადა და ამაში „დამნაშავე“ კარანტინია. დაგვანახა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია, მოვინდომოთ.

 

10. დროის პროდუქტიულად გამოყენება!

ადამიანები, რომლებმაც სკოლა და უნივერსიტეტი დაამთავრეს და ახლა პროფესიული საქმიანობით არიან დაკავებულები, ხშირად ფიქრობენ, რომ მათ თავიანი წილი უკვე ისწავლეს და ახლა მხოლოდ კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე უნდა იყონ ორიენტირებული.

არადა, ახლის სწავლა ცხოვრების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანესია და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ბრძანდებით. გამოქვეყნდა სტატისტიკები, რომ ონლაინ კურსები  ჩვეულებრივთან შედარებით 3-ჯერ მეტად დაიტვირთა. ზოგიერთებმა ახალი ენის შესწავლა დაიწყეს, ზოგმა თავისი ველი ინტერესის საგანი გაიხსენა და მის გარშემო ივსებს ცოდნას, ეს კი ნამდვილად კარანტინის დადებით ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს.

 

 

 

  

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way