1. საუკუნოვანი ისტორია
1922 წელს დაარსებული, საქართველოში პირველი საინჟინრო უნივერსიტეტი, დღესაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მრავალფეროვანი და უნიკალური საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებებით. 2022 წელს, სტუ-მ 100 წლის იუბილე აღნიშნა და ეს თარიღი გახდა ახალი ათვლის წერტილი, უნივერსიტეტის დასახული მიზნებისა თუ გამოწვევებისთვის.
2. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიო კოსმონავტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია.
1999 წლის 23 ივლისს, სტუ-ის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ჩართულობით, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - რეფლექტორი ორბიტაზე გავიდა.
3. სტუ-ის ფაკულტეტები
სტუ-ში სწავლა შესაძლებელია 13 ფაკულტეტზე: სამშენებლო; ენერგეტიკა; სამთო- გეოლოგიური; მთის მდგრადი განვითარება; ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერია; არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობები; ინფორმატიკისა და მართვის სისტემები; დიზაინის საერთაშორისო სკოლა; აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგი; ბიზნესტექნოლოგიები; საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები;
უნივერსიტეტი ასევე მოიცავს, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ - 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს, 12 ლაბორატორიასა და სამეცნიერო ცენტრს.
4. სტუ-მ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა
სტუ პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელსაც ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაში მიენიჭა.
აკრედიტაციის საფუძველზე, კურსდამთავრებულებს საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი მიენიჭებათ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების დიპლომებთან. ABET აკრედიტებული პროგრამების ფარგლებში, ყოველწლიურად, 175 000-ზე მეტ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, ისწავლოს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) , კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (California Institute of Technology) და სხვა.
5. სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები
სტუ-ში 35 საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. აღნიშნული პროგრამების პოპულარიზაციას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის, ამიტომ კურსდამთავრებულების თითქმის 85%-ი საკუთარი პროფესიით საქმდება.
6. სტუ-ის პარტნიორები მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები არიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები არიან: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევების ორგანიზაცია (KEK), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კალიფორნიის, იელის, ბერნის, გლაზგოს და სხვა უნივერსიტეტები.
7. სტუ-ში უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება
მშენებლობის მენეჯმენტი, მექანიკის ინჟინერია, გეოდეზია, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერინგი, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი, მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა - ეს ის საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულები, დღეს არსებულ შრომით ბაზარზე უკონკურენტოები არიან.
8. სტუ სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს და ორი დიპლომის აღების შესაძლებლობას სთავაზობს
21- ე საუკუნეში თანამედროვე უნივერსიტეტების მთავარი მიზანი არა ცოდნის გადაცემა, არამედ ცოდნის შექმნაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არსებული თეორიული მასალების პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობას იზიარებს და ამ მხრივ სტუდენტებს მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში ფრანგული და იტალიური დიპლომების მოპოვების შანსი აქვთ. გარდა ამისა, სტუ ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. შესაბამისად, ყველა საფეხურის სტუდენტს შეუძლია Erasmus+ - ის პროგრამის ფარგლებში განახორციელოს მობილობა.
9. სტუ-ის სტუდენტები სამეცნიერო აღმოჩენებსა და გამოგონებებზე მუშაობენ
უნივერსიტეტში შექმნილი მინიჰესის ლაბორატორია და ხიდსაცდელი ცენტრი, უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც სტუდენტებს რეალურ პირობებში ცდების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, კავკასიაში ერთადერთი ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრის ლაბორატორია ნანონაწილაკების სინთეზის საშუალებით ონკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საშუალებას იძლევა — ეს იმ ექსპერიმენტების მხოლოდ ნაწილია, რომელიც გამომგონებლების ახალი თაობების აღზრდას უწყობს ხელს. უნივერსიტეტის საინჟინრო აკადემიაში საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები არიან გაერთიანებულები და მისი კურსდამთავრებულები მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების, მათ შორის აშშ-ს კოსმოსური კვლევების სააგენტოს NASA-ს, გამარჯვებულები არიან.
10. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება
უნივერსიტეტის სამშენებლო, საინჟინრო თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიები უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც სტუდენტს პრაქტიკული სამუშაოების განხორციელების საშუალებას აძლევს. ეს პროცესი რეალურ ამოცანებზე მუშაობას და სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობას გულისხმობს. აღნიშნულ ლაბორატორიებში, 700-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაო ტარდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი 80% ზე მეტია, აქედან 60% თავისი სპეციალობით საქმდება.
წყარო:https://gtu.ge/