USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
10 დეკემბერი: 4 570 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი
Date:  402

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 570 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918  PCR ტესტით.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა  3 045 პირი.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 178 953 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 148 332 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 657 გარდაიცვალა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way