USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
10 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  254

10 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე-100 დღე (ნაკიან წლებში – 101-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 265 დღე.

დღის მოვლენები

  • 1861 : შეიქმნა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი.
  • 1912 : ბრიტანული გემი „ტიტანიკი“ საუთჰემპტონის ნავსადგურიდან გადის პირველ და უკანასკნელ მოგზაურობაში.
  • 1959 : იაპონიის უფლისწული აკიჰიტო დაქორწინდა სიოდა მიტიკოზე.
  • 1970 : პოლ მაკარტნიმ ოფიციალურად განაცხადა The Beatles-ის დაშლა.
  • 2010 :
    • შეტაკებებმა ტაილანდის სამთავრობო ძალებსა და პროტესტანტებს შორის, 20 ადამიანი იმსხვერპლა.
    • სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 96 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი (სურათზე) და პოლონეთის 42 ოფიციალური პირი; ბრონისლავ კომოროვსკი გახდა პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
  • 2016 :
    • აზალი ასუმანი კომორის პრეზიდენტად აირჩიეს.
    • იდრის დები მეხუთე ვადით ჩადის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2019 : პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა შავი ხვრელისთვის ფოტოს გადაღება შეძლეს.
  • 2021 : 7 აპრილს აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას 4 პირი მდინარე ენგურის გადმოცურვის დროს დაიხრჩო, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.[1]

ამ დღეს დაბადებულნი

  • 401: თეოდოსიუს II — ბიზანტიის იმპერატორი;
  • 1847 : ჯოზეფ პულიცერი — უნგრელ-ამერიკელი ჟურნალისტი
  • 1867 : ჯორჯ რასელი — ირლანდიელი პოეტი
  • 1889 : ალექსანდრე ასათიანი — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე
  • 1904 : იასონ აბაშიძე — ქართველი მეტყევე
  • 1913 : შტეფან ჰაიმი — გერმანელი მწერალი
  • 1927 : გიორგი წერეთელი — ქართველი პოეტი
  • 1932 : ომარ შარიფი — ეგვიპტელი კინომსახიობი
  • 1937 : ბელა ახმადულინა — რუსი პოეტი
  • 1943 : არტურ ეში — ავსტრალიელი ჩოგბურთელი
  • 1948 : მაკა ჯოხაძე — ქართველი პროზაიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1585 : გრიგოლ XIII — რომის პაპი
  • 1813 : ჟოზეფ-ლუი ლაგრანჟი — ფრანგი მათემატიკოსი
  • 1904 : ისაბელ II — ესპანეთის დედოფალი
  • 1919 : ემილიანო ზაპატა — მექსიკელი რევოლუიციონერი
  • 1931 : ჯუბრან ხალილ ჯუბრანი — არაბი მწერალი და მხატვარი.
  • 1954 : აუგუსტ ლუმიერი — ფრანგი გამომგონებელი
  • 1993 : რახმონ ნაბიევი — ტაჯიკეთის პირველი პრეზიდენტი
  • 2010 : ლეხ კაჩინსკი — პოლონეთის მე-11 პრეზიდენტი
  • 2017 : გივი ბერიკაშვილი — ქართველი მსახიობი (დ. 1933)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე მანგლელი
    • ილარიონ ახალი
    • სტეფანე აღმსარებელი
    • იონა და ბარაქისი
    • ბოიან ბულგარეთის მთავარი
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way