USD 2.7010
EUR 3.1553
RUB 3.3833
Тбилиси
10 აგვისტოს ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
дата:  2031

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ზოგადი მოლოდინი: ენერგია გაქვს, მაგრამ შეიძლება ბლოკადების წინ დადგე — როგორც ფსიქოლოგიური, ისე საქმიანი. სჯობს არ იჩქარო და დაფიქრდე, ვის ან რას ებრძვი.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციე ზურგსა და კუნთებს. არ დაიტვირთო ზედმეტად.
ოჯახი: ახლობლებთან მოთმინება გამოიჩინე — განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანებთან.
ბიზნესი: გეგმების გადახედვა გმართებს. მცირე ცვლილებამ შეიძლება დიდი წარუმატებლობისგან გიხსნას.
სიყვარული: ახალ ნაცნობობას თუ ელოდებ, დღეს სჯობს მხოლოდ დაინტერესებით შეხედო და სიფრთხილით იარო.
კარიერა: ძველი საკითხების დახურვა დაგჭირდება. ახალი იდეებისთვის ადგილი ჯერ არ არის.


კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ზოგადი მოლოდინი: მშვიდი დღე გელოდება, თუ არ ჩაერევი სხვის დრამებში. თავი შორს დაიჭირე კონფლიქტებისგან.
ჯანმრთელობა: კარგი დღეა წონასწორობის დასაბრუნებლად — იოგა, ველოსიპედი ან მშვიდი სეირნობა დაგეხმარება.
ოჯახი: ოჯახში სიმშვიდე იქნება, თუ შენც სიმშვიდეს შეინარჩუნებ. არ დააკონტროლო ყველა საკითხი.
ბიზნესი: ფულის დაზოგვა და ინვესტიციის გადახედვა ჭკვიანური ნაბიჯია.
სიყვარული: დინჯი და სიღრმისეული საუბრები დაგაახლოვებთ პარტნიორთან.
კარიერა: შენმა სტაბილურობამ შეიძლება ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქციოს. იბრწყინე ნელა, მაგრამ მტკიცედ.


ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)
ზოგადი მოლოდინი: ინფორმაცია მოედინება, მაგრამ ყველა წყარო სანდო არ არის. სიფრთხილით გაანალიზე.
ჯანმრთელობა: თავი აარიდე გადაღლას. საინფორმაციო გადატვირთვამ შეიძლება ნერვულ სისტემაზე იმოქმედოს.
ოჯახი: გამონახე დრო ოჯახის წევრებთან რეალური, ადამიანური ურთიერთობისთვის.
ბიზნესი: არ იჩქარო გადაწყვეტილებების მიღება — მოსმენით უფრო შორს წახვალ.
სიყვარული: მოლოდინები გადაამოწმე — რეალობასთან სინქრონიზაცია გჭირდება.
კარიერა: თავი შეიკავე მრავალმხრივი ჩარევისგან. ერთი საქმე — ბოლომდე, ხარისხიანად.


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ზოგადი მოლოდინი: ემოციურად დახვეწილი დღეა, მაგრამ შეგიძლია შენი გრძნობებით მართო სიტუაციები, თუ არ მიეცი ადგილს წყენას.
ჯანმრთელობა: მუცლის არე, საჭმლის მომნელებელი სისტემა და კანის სენსიტიურობა — დღის სუსტი წერტილებია.
ოჯახი: სასიამოვნო დროა ახლობლებთან. შესაძლოა ვინმეს დახმარება დასჭირდეს — ნუ დააყოვნებ.
ბიზნესი: კარგი დღეა ხელშეკრულებების გადასახედად და უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად.
სიყვარული: იდენტიფიცირე საკუთარ გრძნობებში დაბნეულობა და იმოქმედე გულწრფელად.
კარიერა: ახლო ურთიერთობების ქონა შენს პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.


ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ზოგადი მოლოდინი: ყურადღების ცენტრში ხარ, მაგრამ ეცადე ეს არ გადაიზარდოს თვითკმაყოფილებაში.
ჯანმრთელობა: ენერგია ბევრია, მაგრამ გულისა და წნევის კონტროლი აუცილებელია.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა ყურადღების ნაკლებობა იგრძნოს ვიღაცამ — დაუთმე დრო.
ბიზნესი: ფინანსური საკითხები გადახედვას ითხოვს. ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდება, თუ მოუსმენ დეტალებს.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი სინაზე შეიტანე. პარტნიორი დაფასებას ელოდება.
კარიერა: მოერიდე ძალადობრივ მეთოდებს. ლიდერობა შენი წესიერებით დააბალანსე.


ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ზოგადი მოლოდინი: ანალიზი — შენი ყველაზე ძლიერი იარაღია დღეს. გამოიყენე წვრილმანების მართვაში.
ჯანმრთელობა: ძილი და სწორი კვება გადამწყვეტია. ნაკლები კოფეინი, მეტი წყალი.
ოჯახი: ნათესავებთან მცირე გაუგებრობამ შეიძლება დაგღალოს, მაგრამ ნუ გააღრმავებ.
ბიზნესი: ფინანსურ დოკუმენტებში ყურადღება მიაქციე წვრილ დეტალებს — შეძლებ დანაზოგს.
სიყვარული: სიმშვიდით და რბილად გამოხატული სიყვარული დღეს მეტად ღირებულია.
კარიერა: პასუხისმგებლობები გემატება — წესრიგი შენი ბრწყინვალე იარაღია.


სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ზოგადი მოლოდინი: ჰარმონიის ძიება შეიძლება დროებით ჩაიშალოს — არ დაკარგო წონასწორობა.
ჯანმრთელობა: მენტალური გადატვირთვის ნიშნები იგრძნობა. დროა დაისვენო.
ოჯახი: შენს დიპლომატიას დღეს განსაკუთრებული ღირებულება აქვს.
ბიზნესი: გადაუწყვეტელ სიტუაციებში მესამე მხარის მოსაზრება გადამწყვეტი გახდება.
სიყვარული: პარტნიორთან გულწრფელი და დალაგებული საუბარი გჭირდებათ.
კარიერა: კომუნიკაციის უნარი დღეს კარიერულ წარმატებაზე გადამწყვეტად იმოქმედებს.


მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ზოგადი მოლოდინი: შინაგანი ძალა მაქსიმუმზეა, მაგრამ ნუ გადააქცევ ამას ფსიქოლოგიურ შეტევად სხვების მიმართ.
ჯანმრთელობა: წყლის მიღება გააორმაგე. დღევანდელი დღე დეტოქსისთვისაც გამოდგება.
ოჯახი: ოჯახში მოულოდნელი საკითხი იჩენს თავს — დაეხმარე მკაცრად, მაგრამ შიგნიდან.
ბიზნესი: ფინანსურ საკითხებში გამჭრიახობა დაგეხმარება რისკების შეზღუდვაში.
სიყვარული: ძლიერი ვნება შეიძლება გადაიზარდოს კამათში — შეინარჩუნე ზომიერება.
კარიერა: შენი პოზიცია გამყარდება, თუ კონფიდენციალობას დაიცავ და იმოქმედებ სტრატეგიულად.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ზოგადი მოლოდინი: მოგზაურობის, ცვლილებების ან ახალი იდეების დროა, მაგრამ ემოციურად არ წახვიდე ავანტიურაში.
ჯანმრთელობა: საყურადღებოა წელისა და სახსრების მდგომარეობა. მეტი მოძრაობა ნაკლები დატვირთვით.
ოჯახი: დროა ყურადღება მიაქციო იმ წევრს, ვინც უკვე დიდი ხანია ჩრდილშია.
ბიზნესი: შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღო, მაგრამ კარგად აწონ-დაწონე.
სიყვარული: თავისუფლების სურვილი არ უნდა გახდეს თავის მართლება. იმოქმედე გახსნილად.
კარიერა: ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, თუმცა მასზე პასუხისმგებლობა ახლავს.


თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
ზოგადი მოლოდინი: სერიოზული და პასუხისმგებლიანი მიდგომა შედეგს აუცილებლად მოიტანს, მაგრამ ნუ იტვირთები ყველაფრით.
ჯანმრთელობა: დაისვენე დროულად. სახსრები და ძვლები — სუსტი წერტილია დღეს.
ოჯახი: სერიოზული საკითხების განხილვა ოჯახში დღეს შედეგიანი იქნება.
ბიზნესი: ფინანსური მდგრადობა შენს სტრატეგიულ ხედვაზეა დამოკიდებული.
სიყვარული: რთული ემოციური საკითხები დღეს უნდა გაარკვიოთ — დუმილი არ გაჭრის.
კარიერა: მმართველობითი პოზიცია თუ გაქვს, უფრო მეტი კონტროლი მოგეთხოვება.


მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ზოგადი მოლოდინი: მოულოდნელობები დღეს შენს სასარგებლოდ შეიძლება აღმოჩნდეს, თუ შენც არ იქნები მყარი ბლოკი ცვლილებების წინ.
ჯანმრთელობა: ნერვული სისტემა და თვალები – ყურადღების ზონაში მოაქციე.
ოჯახი: განსხვავებული აზრი არ უნდა გადაიზარდოს გაუგებრობაში.
ბიზნესი: ტექნოლოგიური განახლება შენს საქმეს ძლიერ წაადგება.
სიყვარული: სიურპრიზები რომანტიკაში დღეს წარმატებას მოგიტანს.
კარიერა: შეიძლება ვინმეს იდეა ჩაგეცეს ხელში — გამოიყენე სწორად და პატივისცემით.


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ზოგადი მოლოდინი: ინტუიცია საოცრად მუშაობს, მაგრამ არ იფრინო მხოლოდ ოცნებებში — რეალობაშიც იყავი მყარად.
ჯანმრთელობა: წყლისა და მარილების ბალანსი შენთვის დღეს კრიტიკულია.
ოჯახი: ახლობელთან ემოციური მიჯაჭვულობა შეიძლება სუსტ წერტილად იქცეს.
ბიზნესი: შემოქმედებითი ხედვა დაგეხმარება სტანდარტული პრობლემების ახალ გზით გადაჭრაში.
სიყვარული: იდუმალება და რბილი მიდგომა დღეს შენს პარტნიორს მოხიბლავს.
კარიერა: დღეს არ ისაუბრო ზედმეტად — შენი საქციელი და ხარისხიანი საქმე იტყვის შენზე მეტს.

аналитика
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати