USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
10 შთამბეჭდავი გაკვეთილი ადამიანებისგან, რომლებიც მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან
თარიღი:  879

რა თვისებები აერთიანებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს ისტორიაში. როგორ ახერხებდნენ ისინი წინააღმდეგობების გადალახვას, ხშირად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას და დინების საწინააღმდეგოდ ცურვას. ხასიათის რომელი შტრიხები ეხმარება ადამიანს გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდეს და უკეთესობისკენ შეცვალოს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობს და მოღვაწეობს..გთავაზობთ 10 რჩევას საყოველთაოდ აღიარებული ლიდერებისგან.

1. მტკიცე წინააღმდეგობა – აბრაამ ლინკოლნი

“ყოველთვის იცოდე, რომ  წარმატების მიღწევის გზაზე შენი გადაწყვეტილებებია მთავარი და არა სხვების“

აბრაამ ლინკონი ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 და ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტია. სწორედ მისი ძალისხმევით შეძლო ქვეყანამ ცივ ომში თავის გადარჩენა  და მისი პროგრესულობის წყალობით დასრულდა მონათმფლობელობა.  ლინკოლნის მოღვაწეობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ლიდერი, მაშინაც კი, როდესაც არავის სჯერა მისი იდეების მართებულობის, ჯიუტად დარჩეს საკუთარ აზრზე და განაგრძოს სწორი საქმის კეთება.

2. უსაზღვრო სიმამაცე – სანდრა დეი ო კონორი

“იმისთვის, რომ ლიდერები ყოველთვის პატივსაცემი და კულტივირებული ადამიანები იყვნენ, აუცილებელია ლიდერად დადგომის შესაძლებლობა ყველა რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და სარწმუნოების ადამიანს მივცეთ.“

1981 წელს სანდრა დეი ო კონორი ამერიკის მთავარი სასამართლოს პირველი ქალი მოსამართლე გახდა. თავისი მოღვაწეობის 24 წლის მანძილზე ო’კონორმა არაერთი უმნიშვნელოვანესი და საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. აბორტის, არჩევნების, სექსუალური შევიწროების, სიკვდილით დასჯის საკითხებთან დაკავშირებით. ამ დროის მანძილზე მას არასდროს მიუღია კონფორმისტული და მიკერძოებული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად არაპოპულისტური და არაპოპულარული იყო. ამ ქალს არასდროს ეშინოდა სიმართლის თქმის, სიმართლის მხარის დგომის და სიმართლის გატანის.

3. მსხვერპლის გაღება – ნელსონ მანდელა

“მე მივხვდი, რომ სიმამაცე შიშის არქონა კი არა, შიშზე გამარჯვებაა.  მამაცი კაცი არის არა ის, ვისაც არაფრის ეშინია, არამედ ის, ვინც საკუთარ შიშს გადალახავს“

ნელსონ მანდელას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ ლიდერსა და უბრალოდ ადამიანს, სჯეროდა, რომ პატიება შურისიებაზე უფრო მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანია. მანდელა იყო სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც დემოკრატიული გზით აირჩიეს. იგი დაუღალავად იბრძოდა რასობრივი თანასწორობისთვის, რის გამოც საბოჟატში დაადანაშაულეს და ციხეში სრული 30 წელი გაატარა. თუმცა მას ეს არასდროს უნანია და თვლიდა, რომ ნამდვილმა ლიდერმა მიზნების მისაღწევად პირადი კომფორტი და თავისუფლებაც კი უნდა დათმოს.

4. ინოვაციურობა და კრეატიულობა – ელეონორ რუზველტი

“მომავალი ეკუთვის მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების ჭეშმარიტების სჯერა.”

ამერიკის 32-ე პრეზიდენტის - ფრანკლინ რუზველტის მეუღლემ ელეონორ რუზველტმა პირველი ლედის როლს სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინა. იგი მონაწილეობდა რადიო დისკუსიებში, კონფერენციებში, იყო თავგამოდებული უფლებადამცველი და უდიდესი პასუხისმგბლობით ეკიდებოდა სოციალურ საკითხებს.  მას შემდეგაც კი, რაც ფრანკლინ რუზველტი გარდაიცვალა, ელეანორი დაუღალავად აგრძელებდა შრომას იმისთვის, რისიც სჯეროდა. უდიდესი წვლილი მიუძღვის Unicef-ის ჩამოყალიბებაში. შთამაგონებელია მთელი მისი მოღვაწეობა, როგორც დასტური იმისა, რომ ოცნებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ოცნებები ადამიანებს კეთილდღეობას მოუტანს.

5. ურყევი გადაწყვეტილება – როზა პარკსი

“როგორც კი თქვენ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდებით, შიში უკვალოდ გაქრება. „

ალბათ, ყველას გვსმენია ისტორია შავკანიან ქალზე, რომელმაც ავტობუსში თეთრი რასის ადამიანს ადგილი არ დაუთმო. მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო, შავკანიანი უპირობოდ დაბალ საფეხურზე მდგომი არსება იყო და არ შეეძლო თავი თეთრზე მაღლა დაეყენებინა. ქალაქ მონტგომერის ერთი პატარა ავტობუსიდან დაწყებული ერთი პატარა ტალღა უზარმაზარ ზვირთად იქცა და შავკანიანთა უფლებების ბრძოლის მოძრაობად ჩამოყალიბდა. უსამართლო კანონის წინააღმდეგ შეუდრეკლად წასვლა და წნეხის მიუხედავად უკან არ დახევა ნამდვილად ის თვისებაა, რომელიც ყოველთვის იქნება მაგალითი არაერთი თაობისთვის.

6. საჭირო კავშირები – ოპრა უინფრი

“შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებიც  სიმაღლეებისკენ წაგიძღვებიან.”  

ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სატელევიზიო გასართობ ინდუსტრიაში ქალების ადგილი საერთოდ არ იყო, ოპრა უინფრიმ საკუთარი იმპერია შექმნა. იგი ცნობილია ოპრა უინფრის შოუს წყალობით, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და და მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ შოუდაა დასახელებული. თავისი წარმატების საიდუმლოდ ოპრა საჭირო ხალხთან კავშირებს მიაწერს. მხოლოდ ის განვითარებს, გაძლიერებს და წარმატების სურვილს გიღვივებს, ვინც თავადაც იგივე იდეალებით ცხოვრობს და იგივე მიზნებისკენ მიილტვის.

7. კომფორტის ზონიდან გასვლა – ჯოფრი კანადა

“ყველა ეძებს ადგილს, სადაც მისი მოღვაწეობა კომფორტული იქნება და ყველას უნდა მიიღოს ჯილდო იმისთვის, რასაც კომფორტის ზონაში აკეთებს. ეს კი ასე მარტივი არაა“

განათლების სისტემის აქტივისტი ჯოფრი კანადა მთელი 25 წლის მანძილზე იყო ერთგული იმ იდეისა, რომ კომფორტული ყოველთვის კარგი არ არის. მან მთლიანად ამოატრიალა სწავლების მეთოდიკა და შექმნა ახალი სისტემა.  მის ახალ სისტემაში განსხვავებით ძველისგან ადგილი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. მან ყველას მისცა სწავლოს შანსი და ამით დაამტკიცა, რომ მთავარია მოვიქცეთ სწორად, და არა ისე, როგორც უფრო გვაწყობს.

8. პასუხისმგებლობის გადანაწილება – ბონო

“თუ კი გაქვს საშუალება ვინმეს ხმა მიაწვდინო და მათი დახმარება სასიკეთოდ გამოიყენო, იყვირე ხმამაღლა“

გარდა იმისა რომ ცნობილი ჯგუფის U2-ს სოლისტი გახლდათ, ბონო მთელი თავისი ცხოვრების მანილზე ცდილობდა ებრძოლა კაცობრიობის მთავარი მტრების - სიღარიბისა და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ.  მან შეძლო და არაერთი მსოფლიო ლიდერი დაარწმუნა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის დაფინანსება გაეზარდათ და  საქველმოქმედო ფონდებში დიდი თანხები გადაერიცხათ. მისი მოღვაწეობა არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო პლატფორმა და აუდიტორია სწორად და დიდი მიზნებისთვის.  გასცდე პროფესიულ ჭრილს და ამით  არაერთი სიცოცხლე იხსნა.   

9. გაეცი მეტი, მიიღე ნაკლები – ანჯელინა ჯოლი

“შეიძლება ვინმეს სულელიც მოეჩვენოთ, მერე რა! არასდროს შეგაშინოთ სხვისმა აზრმა თქვენს შესახებ“

ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი დღესდღეობით ქველმოქმედი და არაერთი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის აქტიური წევრია.  მოვლილი აქვს 50-მდე ქვეყანა მშვიდობის მისიით, მათ შორის: ერაყი, სირია, პაკისტანი. მიუხედავად იმისა, რომ მის ამ ნაბიჯებს ხშირად ანგარებას და ამ გზით თავის გამოჩენის შესაძლებლობად მიიჩნევდნენ, ჯოლისთვის ხელი არ შეუშლია საქმიანობა გაეგრძელებინა და ინფლუენსერობა იმ მიზნებისთვის გამოეყენებინა, რასაც თუნდაც 1 ბავშვის სიღარიბისგან გადარჩენა შეელო.  თავად 3 აყვანილი შვილის დედაა და დღესაც ცხოვრების მთავარ მიზნად იმ ადამიანებისთვის ბრძოლა მიაჩნია, რომლებთაც ეს თავად არ ძალუძთ.

10. საკუთარი თავის რწმენა – ჯეფ ბეზოსი

“კომპანია მხოლოდ ოქროსავით ბრწყინვისკენ არ უნდა მიისწრაფვოდეს, ოქრო ხშირად შავდება“

ჯეფ ბეზოსმა, ამაზონის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ გადაწყვიტა ინტერნეტ ვაჭრობის წამოწყება და უზარმაზარი პლატფორმის შექმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს იდეა უბრალოდ სასაცილოც კი იყო. მან უბრალოდ პროდუქტი კი არ შესთავაზა ადამიანებს, არამედ მათი ქცევის მოდელის ცვლილება დაისახა მიზნად, რადგან თავად სჯეროდა, რომ ეს მარტივი, კომფორტული და უფრო იაფი იქნებოდა.  მისი გეგმები მომავლის ცვლილებაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავისი გეგმებით თავად ცვლის მომავალს.

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.