USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
1 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

1 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 32-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 333 დღე (ნაკიან წელში - 334).

დღის მოვლენები

1327 : მოზარდი ედუარდ III ინგლისის მეფე გახდა.

1662 : ჩინელმა გენერალმა კოქსინგამ აიღო ტაივანი.

1790 : აშშ-ის უზენაესი სასამართლო შეიკრიბა პირველად ნიუ-იორკში.

1793 : საფრანგეთმა ომი გამოუცხადა დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდს.

1796 : ზემო კანადის დედაქალაქი ნიუარკიდან იორკში გადაიტანეს აშშ-დან თავდასხმის შიშით.

1814 : ვულკან მაიონის ამოფრქვევამ ფილიპინებზე 1200 ადამიანი იმსხვერპლა.

1861 : ამერიკის სამოქალაქო ომი — ტეხასი აშშ-ს გამოეყო.

1884 : ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონის პირველი ტომი გამოვიდა.

1896 : ოპერა ბოჰემას პრემიერა გაიმართა ტურინში.

1913 : მსოფლიოში უდიდესი რკინიგზის სადგური ნიუ-იორკის გრანდ სენტრალ სტეიშენი გაიხსნა.

1918 : რუსეთმა გრიგორიანული კალენდარი შემოიღო.

1924 : დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.

1958 : ეგვიპტემ და სირიამ ჩამოაყალიბეს გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა, რომელმაც 1961 წლამდე იარსება.

1958 : გაშვებულ იქნა პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრი „ექსპლორერ–1“.

1979 : აიათოლა ჰომეინი 15–წლიანი ემიგრაციის შემდეგ ირანში დაბრუნდა.

2003 : კოსმოსური შატლი „კოლუმბია“ აფეთქდა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, რამაც შვიდი ასტრონავტი იმსხვერპლა.

2005 : კანადა რიგით მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც ლეგალიზებულ იქნა ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება.

2009 : ჩოგბურთში, რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

2012 : ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდის საფეხბურთო სტადიონზე ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპა 79 და დაშავდა 1000-ზე მეტი კაცი.

2021 : მიანმარის სახელმწიფო მრჩეველი აუნ სან სუ ჩი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სამხედროებმა დააკავეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1550 : ჯონ ნეპერი — შოტლანდიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი და ასტროლოგი.

1825 : ივანე კვინიტაძე — რუსეთის არმიის პოლკოვნიკი

1874  :ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი — ავსტრიელი მწერალი

1881 : ევგენი გეგეჭკორი — მენშევიკი.

1882 : ვლადიმირ დიმიტროვი — ბულგარელი ფერმწერი

1884 : ევგენი ზამიატინი — რუსი მწერალი

1887 : ანტანას მერკისი — ლიტვის სახელმწიფო მოღვაწე

1894 : ჯონ ფორდი — ამერიკელი კინორეჟისორი.

1901 : კლარკ გეიბლი — ამერიკელი მსახიობი.

1902 : ლენგსტონ ჰიუზი — აფრო-ამერიკელი მწერალი.

1907 : სავლე წერეთელი — ქართველი ფილოსოფოსი

1910 : მიხეილ ბოკუჩავა — ქართველი ბიოქიმიკოსი

1924 : გიორგი გელოვანი — ქართველი მსახიობი.

1930 : ჰუსეინ მოჰამად ერშადი — პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე ბანგლადეშში.

1931 : ბორის ელცინი — რუსეთის პრეზიდენტი 1991—1999 წლებში.

1936 : ავთანდილ ცოტნიაშვილი — ქართველი პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი.

1948 : ტარიელ კიპაროიძე — ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი, მოქანდაკე

1949 : დეივიდ სალივანი — უელსელი ბიზნესმენი

1952 : როჯერ ციენი — ჩინელ-ამერიკელი ქიმიკოსი

1957 : ჯეკი შროფი — ინდოელი მსახიობი

1969 : ნინო სალუქვაძე — ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი.

1969 : გაბრიელ ბატისტუტა — 90-იანი წლების არგენტინელი ფეხბურთელი

1969 : შიო (მუჯირი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი

1981: გოგა ბარბაქაძე — კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი.

1984:დარენ ფლეტჩერი — შოტლანდიელი ფეხბურთელი

1986 : იოჰან ფონლანთენი — შვეიცარიელი ფეხბურთელი

1987 : ჰეიზერ მორისი — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე.

1988: გიორგი გაბაიძე — ქართველი პოეტი

1991 : ვაჟა ტაბატაძე — ქართველი ფეხბურთელი

1994 : ჰარი სტაილზი — ინგლისელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1222 : ალექსი I — ტრაპიზონის იმპერატორი.

1750 : ბაქარი — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართლის ფაქტობრივი მეფე.

1941 : ქეთევან ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილი) — ქართველი მსახიობი.

1957 : ფრიდრიხ პაულუსი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.

1966 : ბასტერ კიტონი — ამერიკელი კინომსახიობი.

1976 : ვერნერ ჰაიზენბერგი — გერმანელი ფიზიკოსი .

1977 : სპარტაკ ბაღაშვილი — ქართველი კინომსახიობი.

1985 : იპოლიტე ხვიჩია — ქართველი მსახიობი.

1998 : ჰალდოურ კილიან ლაქსნესი — ისლანდიელი მწერალი.

2012 : ვისლავა შიმბორსკა — პოლონელი პოეტი.

2015 : ალდო ჩიკოლინი — იტალიერი-ფრანგი პიანისტი.

2021 : თემურ წიკლაური — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ანტონ მარტყოფელი

მაკარი დიდი

მარკოზ ეფესოელი

წმინდა ევფრასია

არსენი კერკირელი

მაკარი ალექსანდრიელი

მაკარი პეჩორელი

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის