USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
1 სექტემბერი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  686

1 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 244-ე დღე (ნაკიან წლებში – 245-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 121 დღე.

დღის მოვლენები

  • 462 : პირველი ბიზანტიური ინდიქციის დასაწყისი.
  • 1715 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV გარდაიცვალა 72-წლიანი მმართველობის შემდეგ - რეკორდი ნებისმიერი დიდი ევროპული მონარქიისთვის.
  • 1752 : ლიბერტი ბელი (თავისუფლების ზარი) ჩამოიტანეს ფილადელფიაში.
  • 1763 : რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ დაამტკიცა ივან ბეტსკოის გეგმა მოსკოვის სააღმზრდელო სახლისთვის.
  • 1804 : იუნო, უდიდესი ასტეროიდთა სარტყელთაგან, აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა კარლ ლუდვიგ ჰარდინგმა.
  • 1897 : ბოსტონის მეტრო გაიხსნა - პირველი მიწისქვეშა მეტრო ჩრდილოეთ ამერიკაში.
  • 1902 : საფრანგეთში გამოვიდა „მოგზაურობა მთვარეზე“ - პირველი მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი.
  • 1905 : ალბერტა და სასკაჩევანი კანადის კონფედერაციას შეუერთდა.
  • 1914 : რუსეთში სანქტ-პეტერბურგს პეტროგრადი დაარქვეს.
  • 1914 : ბოლო მოგზაური მტრედი, დედალი სახელად მართა, დაიღუპა ტყვეობაში ცინცინატის ზოოპარკში.
  • 1923 : მიწისძვრამ ტოკიოსა და იოკოჰამაში 100 000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1928 : აჰმეტ ზოგუ ალბანეთს მონარქიად აცხადებს და საკუთარ თავს მონარქიის მეფედ.
  • 1939 : მეორე მსოფლიო ომი : ნაცისტური გერმანია პოლონეთს დაესხა თავს და ომი დაიწყო.
  • 1939 : ჯორჯ მარშალი აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი გახდა.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი : იტალია თანხმდება იარაღის დაყრის პირობებს.
  • 1951 : აშშ, ავსტრალია და ახალი ზელანდია ხელს აწერენ ურთიერთ თავდაცვის პაქტს.
  • 1969 : ლიბიაში რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში მუამარ ალ-ქადაფი მოდის.
  • 1981 : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი დავიდ დაკო ჩამოაგდეს.
  • 1985 : ერთობლივმა ამერიკულ-ფრანგულმა ექსპედიციამ საზღვაო სანაოსნო ხომალდ „ტიტანიკის“ ნარჩენები აღმოაჩინა.
  • 1991 : უზბეკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 2004 : ტერორისტებმა ბესლანში (ჩრდილოეთი ოსეთი) სკოლაში ტყვედ აიყვანეს ასობით ბავშვი და მასწავლებელი.
  • 2006 : კატასტროფა განიცადა ირანული ავიაკომპანია Iran Air Tours-ის კუთვნილმა ტუ-154-მა. დაიღუპა 28 ადამიანი.
  • 2008 : საქართველოს მასშტაბით რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1 სექტემბერს გაიმართა აქცია „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელშიც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, დევიზით: „Stop Russia“.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1877 : ასტონი, ფრენსის — ინგლისელი ფიზიკოსი
  • 1905 : აბაკელია, თამარ — ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი
  • 1913 : ბაბუხადია, ვასილ — ქართველი ქირურგ-უროლოგი.
  • 1928 : ბაგრატიშვილი, გივი — ქართველი ქიმიკოსი.
  • 1944 : ბელი, არჩი — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი (Archie Bell & the Drells)
  • 1946 : ერიკო, გრეგ — ამერიკელი დრამერი და პროდიუსერი (Sly & the Family Stone და Weather Report)
  • 1968 : მუჰამედ ატა — 11 სექტემბრის მონაწილე ტერორისტი
  • 1989 : კაულიცი, ბილ — გერმანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ვოკალისტი (Tokio Hotel)
  • 1989 : კაულიცი, ტომ — გერმანელი გიტარისტი (Tokio Hotel)
  • 1994 : სმოლინა, ანა — რუსი ჩოგბურთელი.
  • 1996 : ჯინი, ელზა — ამერიკელი ქალი პორნომსახიობი
  • 1997 : ჯონ ჯონ-გუქი — სამხრეთ კორეული ბოიბენდის BTS-ის წევრი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1159 : ადრიანე IV — რომის პაპი
  • 1256 : კუჯო იორიცუნე — იაპონელი სიოგუნი
  • 1574 : ამარ დასი — სიქხების მესამე გურუ
  • 1581 : რამ დასი — სიქხების მეოთხე გურუ
  • 1715 : ლუი XIV (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1938 : ბადრიძე, გიორგი — ქართველი პედიატრი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1964 : ჯორჯესკუ, ჯორჯე — რუმინელი დირიჟორი.
  • 1988 : ლუის ალვარესი — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 2019 : ნუგზარ ჯუღელი — ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი

დღესასწაულები

ეროვნული

  •  ბელარუსი, თურქმენეთი, ლატვია,  მოლდოვა,  რუსეთი,  სომხეთი,  უკრაინა, ყაზახეთი, 
  •  ყირგიზეთი — ცოდნის დღე.

რელიგიური

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა ანდრია სტრატილატი და 2593 მოწამე
    • წმინდა ტიმოთე, აღაპი და თეკლე
    • წმინდა პიტირიმი
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის