USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
1 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 1033

1 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 274-ე დღე (ნაკიან წლებში – 275-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 91 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 331 : გავგამელას ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III.
  • 910 : სასწაული, წმინდა ანდრეის გამოცხადება ვლაქერნის ტაძარში კონსტანტინოპოლში
  • 965 : იოანე XIII რომის პაპი გახდა.
  • 1661 : ინგლისში ჩატარდა პირველი იახტების შეჯიბრება: მონაწილეობას იღებდა მეფე კარლ II და მისი ძმა ჯეიმზი. გაიმარჯვა რა თქმა უნდა მეფემ.
  • 1773 : სანქტ-ბეტერბურგის ყაზანის ტაძარში ჯვარი დაიწერეს დიდმა თავადმა პავლე პეტრეს ძემ და პრინცესა ვილგელმინამ, ლანდგრაფ ლუდვიგ ჰესსენ-დარმშტადტელის მეორე ქალიშვილმა. რუსეთში ჩამოსვლისას პრინცესამ მიიღო მართლმადიდებლობა და მოინათლა როგორც ნატალია ალექსეის ასული.
  • 1795 : საფრანგეთმა ბელგია დაიპყრო.
  • 1800 : ესპანეთმა საფრანგეთს გადასცა ლუიზიანა სან-ილდეფონსოს ხელშეკრულებით.
  • 1827 : რუსეთის არმია გენერალ პესკევიჩის მეთაურობით ერევნის შტურმს ახორციელებს, რითაც სრულდება სომხეთზე მუსლიმთა გავლენის ათასწლეული.
  • 1843 : ლონდონში დაიწყო ყოველკვირეული გაზეთის News of the World (მსოფლიოს სიახლეები) გამოცემა.
  • 1847 : გერმანელმა გამომგგონებელმა და მეწარმემ ვერნერ ფონ სიმენსმა კომპანია სიმენს აგ და ჰალსკე დააარსა.
  • 1850 : დაარსდა სიდნეის უნივერსიტეტი, უძველესი ავსტრალიაში.
  • 1869 : ავსტრიამ მსოფლიოში პირველი საფოსტო ბარათები გამოუშვა.
  • 1880 : თომას ედისონმა პირველი ელექტრონათურების ქარხანა გახსნა.
  • 1888 : დაარსდა სოფიის უნივერსიტეტი - პირველი უმაღლესი სასწავლებელი ბულგარეთში. (ეს თარიღი უნდა აღინიშნებოდეს 13 ოქტომბერს რადგან მაშინ ქვეყანა 1916 წ-მდე ცხოვრობდა იულიანური კალენდრით.)
  • 1891 : სტენფორდის უნივერსიტეტი გაიხსნა კალიფორნიაში, აშშ.
  • 1898 : მეფე ნიკოლოზ II-ის ბრძანებით ებრაელები გააძევეს რუსეთის მთავარი ქალაქებიდან.
  • 1905 : დაარსდა თურქული საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“, 16 გზის ქვეყნის ჩემპიონი, 2000 წ. უეფას თასის მფლობელი.
  • 1908 : ჰენრი ფორდიმ წარმოადგინა მანქანის ახალი მოდელი „ფორდ ლიზი“ (მოდელი T), რომელიც ღირდა (850 დოლარი). 1927 წ-თვის გამოშვებული ამ მოდელის იქნა 15 მილიონი მანქანა
  • 1928 : საბჭოთა კავშირმა პირველი ხუთწლიანი გეგმა შემოიღო.
  • 1931 : საბჭოთა კავშირში დაიწყო რეგულარული ტელეგადაცემები.
  • 1931 : ხარკოვში ორჯონიკიძის სახ. ტრაქტორის ქარხანაში გამოუშვეს პირველი ტრაქტორი.
  • 1936 : ფრანკო ესპანეთის ნაციონალისტური მთავრობის მეთაურად გამოცხადდა.
  • 1938 : გერმანიის ჯარი შევიდა ჩეხოსლოვაკიაში და მოახდინა სუდეტის ოლქის ოკუპაცია.
  • 1939 : ერთთვიანი ალყის შემდეგ ვარშავა დაეცა.
  • 1940 : პენსილვანია ტარნპაიკი - აშშ-ის პირველი სუპერგზატკეცილი - გაიხსნა.
  • 1946 : დასრულდა ნიურნბერგის პროცესი.
  • 1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.
  • 1957 : აშშ-ის ფულზე პირველად გამოჩნდა წარწერა „ღმერთის ჩვენ გვწამს“ (In God We Trust).
  • 1957 : გამოვიდა რიგის ღამის გაზეთის (რიგას ბალსს) პირველი ნომერი.
  • 1960 : კვიპროსი დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
  • 1960 : ნიგერია დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აღწევს.
  • 1961 : აღმოსავლეთი და დასავლეთი კამერუნი გაერთიანდა როგორც კამერუნის ფედერალური რესპუბლიკა.
  • 1962 : სტრეიზანდი, ბარბრამ გააფორმა პირველი კონტრაქტი ჩამწერ ფირმასტან Columbia
  • 1964 : სიტყვის თავისუფლების მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსზე.
  • 1964 : იაპონიაში მაღალი სისწრაფის რკინიგზა „შინკანსენი“ ტოკიო-ოსაკა ჩადგა მწყობრში.
  • 1967 : დაიწყო ჯგუფ პინკ ფლოიდის პირველი ტურნე ამერიკაში, ჯიმი ჰენდრიქსის ბენდთან ერთად.
  • 1967 : სსრკ-ს ცენტრალურმა ტელევიზიამ დაიწყო ფერადი გადაცემების ტრანსლაცია.
  • 1969 : კონკორდის ზესწრაფი სატრანსპორტო თვითმფრინავი ხმის ბარიერს ჭრის პირველად.
  • 1971 : უოლტ დისნეი უორლდი გაიხსნა ორლანდოში, ფლორიდა.
  • 1977 : ბრაზილიის ფეხბურთის ვარსკვლავი პელე სპორტიდან წავიდა. კარიერის განმავლობაში გაიტანა 1281 გოლი 1363 თამაშში
  • 1979 : აშშ პანამის არხზე კონტროლს პანამას უბრუნებს.
  • 1982 : კანცლერ ჰელმუტ შმიდტის უნდობლობის ვოტუმმა მიიყვანა ჰელმუტ კოლის არჩევამდე ამ პოსტზე.
  • 1983 : შვედეთის ფოსტამ გამოუშვა მარკა კვარტეტ ABBA-ს გამოსახულებით.
  • 1985 : ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წარმომადგენლობა ტუნისში.
  • 1988 : მიხაილ გორბაჩოვი სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს.
  • 1989 : დანია გახდა პირველი სახელმწიფო, სადაც დართეს ერთი სქესის ქორწინების რეგისტრაციის ნებართვა.
  • 2012 საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
  • 2017 : ესპანეთის ხელისუფლების მიერ აუღიარებელ რეფერნდუმზე კატალონიელთა 90 % ხმა დამოუკიდებლობას დაუჭირა.
  • 2018 : ამერიკელი ჯეიმზ ელისონი და იაპონელი ტასუკუ ჰონძო ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 208 : ალექსანდრე სევერუსი — რომის იმპერატორი
  • 1207 : ჰენრი III — ინგლისის მეფე (გ.1272)
  • 1471 : ფრედერიკ I — დანიის მეფე (გ.1533)
  • 1507 : ჯაკომო და ვინიოლა — იტალიელი არქიტექტორი, გვიანი აღორძინების წარმომადგენელი.
  • 1685 : კარლოს VI — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
  • 1754 : პავლე I — რუსეთის იმპერატორი
  • 1881 : ბოინგი, უილიამ ედვარდ — ამერიკელი მეწარმე. ავიამშენებელი ქარხნის დამაარსებელი.
  • 1886 : ბლეიკი, რობერტ პირპონტ — ამერიკელი ორიენტალისტი
  • 1903 : ჰოროვიცი, ვლადიმირ — უკრაინელი პიანისტი (გ.1989)
  • 1911 : ჟანდოვი, ზახარია — ბულგარელი კინორეჟისორი
  • 1912 : გუმილოვი, ლევ — რუსი ისტორიკოსი
  • 1924 : კარტერი, ჯიმი — აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი
  • 1931 : ნუარე, ფილიპ — ფრანგი მსახიობი
  • 1940 : სტივ ო’რურკი — ინგლისელი ავტომრბოლელი და ჯგუფ პინკ ფლოიდის მენეჯერი
  • 1947 : სიჩანოვერი, აარონ — ებრაელი ბიოლოგი
  • 1953 : ანდრუს ანსიპი — ესტონეთის პრემიერ-მინისტრი (2005 წლიდან).
  • 1966 : ჯორჯ ვეა — ლიბერიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი.
  • 1975 : ხამატოვა, ჩულპან — რუსი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 686 : ტემუ — იაპონიის იმპერატორი
  • 959 : ედვინი — ინგლისის მეფე
  • 1404 : ბონიფაციუს IX — რომის პაპი
  • 1499 : ფიჩინო, მარსილიუს — იტალიელი ფილოსოფოსი
  • 1578 : ხუან ავსტრიელი — ესპანეთის ფლოტის სარდალი, კარლ V უკანონო შვილი
  • 1684 : კორნელი, პიერ — ფრანგი დრამატურგი (დ. 1606)
  • 1834 : ჰამზათ-ბეგი — დაღესტნის და ჩეჩნეთის მეორე იმამი.
  • 1868 : ივანე ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) — თავადი, კავალერიის გენერალი.
  • 1873 : გაბორიო, ემილ — ფრანგი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი დამაარსებელი.
  • 1931 : აბაზაძე, ნიკოლოზ — ქართველი ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1994 : გილაშვილი, პავლე — კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფო მოღვაწე.
  • 2018 : შარლ აზნავური — ფრანგი მომღერალი (დ. 1924).
  • 2019 : კარელ გოტი — ჩეხი მომღერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ბიძინა ჩოლოყაშვილი , ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები.
    • ღირსი ევმენიოსი
    • წმინდა არიადნა
    • წმინდა სოფიო და ირინე
    • წმინდა კასტორი
  • ასევე:
    • კვიპროსი : დამოუკიდებლობის დღე
    • ნიგერია : დამოუკიდებლობის დღე
    • ტუვალუ : დამოუკიდებლობის დღე
    • ჩინეთი : ეროვნული დღე
    • ისრაელი : 2006 წელს იომ-კიპური
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way