USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
Tbilisi
1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის ვალდებულების დამრღვევი კომპანიები დაჯარიმდებიან
Date:  528

დღეიდან ძალაში შედის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში გასულ წელს დამტკიცებული ცვლილებები, რაც მათ შორის, საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას ითვალისწინებს.

უფრო დეტალურად, სსიპ საპენსიო სააგენტოს სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი ეწოდება.

ამასთან, 2025 წლის 1 მაისიდან საპენსიო სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება. დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყარო. შესაბამისად, 1 მაისიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე საპენსიო შენატანები განხორციელდება შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.

საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი.

1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა, საურავი (შეუსრულებელ ვალდებულებაზე), ამასთან ჯარიმა ან საურავი მას შესაბამისი ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებს.

ამასთან, საპენსიო შენატანი, საურავი და ჯარიმა იძულებით აღსრულებას გადაეცემა.

World
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

See all
Survey
By the way