დღეიდან ძალაში შედის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში გასულ წელს დამტკიცებული ცვლილებები, რაც მათ შორის, საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას ითვალისწინებს.
უფრო დეტალურად, სსიპ საპენსიო სააგენტოს სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი ეწოდება.
ამასთან, 2025 წლის 1 მაისიდან საპენსიო სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება. დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყარო. შესაბამისად, 1 მაისიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე საპენსიო შენატანები განხორციელდება შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.
საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი.
1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა, საურავი (შეუსრულებელ ვალდებულებაზე), ამასთან ჯარიმა ან საურავი მას შესაბამისი ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებს.
ამასთან, საპენსიო შენატანი, საურავი და ჯარიმა იძულებით აღსრულებას გადაეცემა.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.