USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
თბილისი
1-ლი ივლისი ისტორიაში
თარიღი:  273

1 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 182-ე დღე (ნაკიან წლებში – 183-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 183 დღე.

დღის მოვლენები

  • 251 : აბრიტუსის ბრძოლაში გოთებმა რომაელები დაამარცხეს. რომის იმპერატორი დეციუსი და ჰერენიუს ეტრუსკუსი მოკლეს.
  • 1097 : დორილეის ბრძოლაში ჯვაროსნებმა ბოჰემონდ ტარანტოელის მეთაურობით დაამარცხეს სელჩუკთა არმია.
  • 1625 : მარაბდის ბრძოლაში ქართველები თეიმურაზ I-ის მეთაურობით თავდაპირველი უპირატესობის მიუხედავად ირანელებთან დამარცხდნენ.
  • 1751 : დაიბეჭდა დენე დიდროს და  ლენორ დალამბერის „ენციკლოპედია, განმარტებითი ლექსიკონი“-ს პირველი ტომი.
  • 1862 : რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა დაარსდა.
  • 1863 : ამერიკის სამოქალაქო ომი - გეტისბურგის ბრძოლა დაიწყო.
  • 1867 : კანადის დღე - კანადის პროვინციები ნიუ-ბრანსუიკი და ნოვა სკოტია კონფედერაციაში ერთიანდებიან, რითაც დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.
  • 1873 : პრინც ედუარდის კუნძული შეუერთდა კანადის კონფედერაციას.
  • 1875 : მუშაობა დაიწყო საერთაშორისო საფოსტო კავშირმა.
  • 1881 : მსოფლიოს პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი შედგა სენტ-სტივენსა, ნიუ-ბრუნსვიკი, კანადა, და კალეს, მეინი, აშშ, შორის.
  • 1898 : ესპანეთ-ამერიკის ომი - სან-ხუან ჰილის ბრძოლა გაიმართა სანტიაგო დე კუბაში.
  • 1904 : აშშ-ს ქალაქ სენტ-ლუისში დაიწყო მესამე მსოფლიო ოლიმპიური თამაშები.
  • 1911 : პოლონელმა ბიოქიმიკოსმა კაზიმირ ფუნკმა ქიმიური ინგრედიენტების აღწერისას  პირველად გამოიყენა სიტყვა „ვიტამინი“
  • 1921 : ჩინეთის კომპარტია დაარსდა.
  • 1943 : ქალაქი ტოკიო ამავე სახელწოდების პრეფექტურას შეუერთდა და როგორც ქალაქმა შეწყვიტა არსებობა.
  • 1952 : აშშ-ში აიკრძალა კომუნისტური პარტია.
  • 1960 : სომალი დამოუკიდებელი გახდა.
  • 1962 : რუანდა და ბურუნდი დამოუკიდებელი გახდა.
  • 1963 : აშშ-ში საფოსტო კოდები შემოიღეს შიდა გზავნილებისთვის.
  • 1967 : ფორმალურად ჩამოყალიბდა ევროპის თანამეგობრობა.
  • 1969 : დანიაში, მსოფლიოში პირველად დაკანონდა პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნა და გავრცელება. 
  • 1972 : პირველი გეი-პრაიდ მარში შედგა ინგლისში.
  • 1976 : პორტუგალიამ მადეირას ავტონომია მიანიჭა.
  • 1979 : კომპანიამ სონი უოლკმენი გამოუშვა.
  • 1987 : ლა-მანშის გვირაბის გათხრები დაიწყო.
  • 1991 : ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ვარშავის პაქტი) ოფიციალურად დაიშალა.
  • 1997 : დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინს დაქვემდებარებული ჰონკონგი გადაეცა ჩინეთს, როგორც სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ პოლიტიკის შეთანხმებით.
  • 2000 : დანიისა და შვედეთის შემაერთებელი ორესუნის ხიდი გაიხსნა მგზავრთათვის.
  • 2009 :
    • შვედეთის პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რეინფელდტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გახდა.
    • TerreStar-1, დღემდე აგებული უდიდესი კომერციული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, გაუშვეს ორბიტაზე გვიანის კოსმოსური ცენტრიდან.
    • ირლანდიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ბრუცელოზი ამოიძირკვა.
    • ივო სანადერი ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა და აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა.
  • 2010 :
    • პიერ ნკურუნზიზა ბურუნდის პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით.
    • სენეგალში რვადღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა მიურიდების დიდი მურაბიტი სერინ მუჰამადუ ლამინ ბარა მბაკეს გარდაცვალების გამო.
    • აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში საერთო ბაზარი ამოქმედდა.
  • 2012 :
    • ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
    • ენრიკე პენია ნიეტო მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2013 : ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყანა გახდა.
  • 2015 : საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.
  • 2018 : ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1646 : ლაიბნიცი, გოტფრიდ — გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი
  • 1767 : დავით ბატონიშვილი — მწერალი, მეცნიერი
  • 1804 : სანდი, ჟორჟ — ფრანგი მწერალი
  • 1850 : დავითაშვილი, იოსებ — ქართველი პოეტი
  • 1909 : ზაქარიაძე, სერგო — ქართველი მსახიობი
  • 1934 : პოლაკი, სიდნი — ამერიკელი რეჟისორი
  • 1940 : ჯულუხიძე, გრიგოლ — ქართველი პოეტი
  • 1961 : დაიანა — უელსის პრინცესა

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1109 : ალფონსო VI — კასტილის მეფე.
  • 1625 : ხერხეულიძე, აღათანგ — ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი
  • 1876 : ბაკუნინი, მიხეილ — რუსი რევოლუციონერი
  • 1925 : სატი, ერიკ — ფრანგი კომპოზიტორი
  • 1950 : ჟაკ-დალკროზი, ემილ — შვეიცარიელი კომპოზიტორი და პედაგოგი.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • სომხეთი - პროკურატურის მუშაკთა დღე.
  • ბულგარეთი - ახალგაზრდობის დღესასწაული „ჯულაია“
  • ბურუნდი - დამოუკიდებლობის დღე.
  • დიდი ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები - ტერიტორიის დღე.
  • განა - რესპუბლიკის დღე.
  • კანადა - კანადის დღე.
  • კანადა, ნიუფაუნდლენდი - ხსოვნის დღე.
  • ჩინეთი - ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების დღე.
  • ლესოტო - ოჯახის დღე.
  • მოლდოვა - საგადასახადო სამსახურის დღე.
  • რუანდა - დამოუკიდებლობის დღე.
  • სომალი - კავშირის დღე.
  • სურინამი - თავისუფლების დღე.
  • თურქეთი - სამხედრო საზღვაო ძალების დღე.
  • უკრაინა - არქიტექტურის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მიქაელ ულუმბოელი
    • წმინდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე
    • წმინდა ეთერიოსი
    • ლეონტი ათონელი
  • აგრეთვე:
    • კანადა : კანადის დღე - ეროვნული დღესასწაული
    • მსოფლიო არქიტექტურის დღე
რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.