დღეს გამოუყენებელი შესაძლებლობების რეალიზება შეგეძლებათ, ამიტომ დრო არ დაკარგოთ, გარისკეთ, დღეს ამისთვის კარგი დღეა.
ვერძი
შეეცადეთ მოჭარბებულ ენერგიას საჭირო მიმართულება მისცეთ, თქვენი ძალები ირგვლივ ჰარმონიული და მყუდრო გარემოს შესაქმნელად მიმართეთ.
კურო
აქტიურად გამოიყენეთ მეგობრებისგან უანგაროდ შემოთავაზებული დახმარება და საკვანძო საკითხების მოგვარებას შეუდექით, სწორად გადაანაწილეთ ძალები ჯერ პირველი და მნიშვნელოვანი, შემდეგ კი სხვა დანარჩენი საქმეები მოაგვარეთ.
ტყუპები
სასურველია დროებით გვერდზე გადადოთ პირადი ურთიერთობები და დრო ახლობელი ადამიანების პრობლემებს დაუთმოთ, ეს ახლა ძალიან საჭირო და აუცილებელია მათთვის.
კირჩხიბი
მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი, მათთან ურთიერთობა საკმაოდ მძიმედ აისახება თქვენს განწყობასა და საქმიანობაზე.
ლომი
ისევ და ისევ ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს და შეეცადეთ სწორად გაიგოთ და მიჰყვეთ მათ. მთავარია გახსოვდეთ რომ კეთილგანწყობილი, ოპტმისტურად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის უფრო მეტს აღწევს ცხოვრებაში.
ქალწული
დიდია ალბათობა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ბედიღბალში და შესაძლოა ხანგრძლივი დროით, მტკიცე ადგილიც დაიკაოს თქვენს ცხოვრებაში.
სასწორი
დაისვენეთ, შეანელეთ საქმიანი ტემპი, რადგან თქვენი ენერგოპოტენციალი აშკარად დაქვეითებულია და შევსებას საჭიროებს.
მორიელი
შესაძლოა აღმოაჩინოთ რომ თქვენი იდეები სხვებისთვის საკმაოდ მიმზიდელი ხდება, მეტი იზრუნეთ თქვენი საქმიანობის წარმოსაჩენად, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და კეთილგანწყობა პარტნიორთა მიმართ.
მშვილდოსანი
მეტად დაეყრდენით საკუთარ ძალებს და გეგმებზე მუშაობისას გაითვალისწინეთ ახლობელთა ინტერესები, იყავით ყურადღებით აზრების გამოხატვისას და აკონტროლეთ თქვენი ქმედებები.
თხის რქა
შესაძლოა თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს ადამიანი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, გადააბიჯეთ უსიამოვნებებს, წყენას, იმედგაცრუებას და ეს ყოველივე სამომავლოდ გაკვეთილად მიიღეთ.
მერწყული
წარმატებული პერიოდი გაქვთ, საგრძნობი იქნება სასიკეთო ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ელოდეთ მატერიალური დგომარეობის გაუმჯობესებას.
თევზები
მიზნების მისაღწევად, გონიერებასთან ერთად გამოიყენეთ თქვენი ქარიზმატულობა და მომხიბვლელობა, ასე მარტივად შეძლებთ მოინადიროთ საჭირო ადამიანთა გული და მიზანს მიაღწიოთ.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/