USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
1 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  584

1 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 182-ე დღე (ნაკიან წლებში – 183-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 183 დღე.

 

დღის მოვლენები

251 : აბრიტუსის ბრძოლაში გოთებმა რომაელები დაამარცხეს. რომის იმპერატორი დეციუსი და ჰერენიუს ეტრუსკუსი მოკლეს.

1097 : დორილეის ბრძოლაში ჯვაროსნებმა ბოჰემონდ ტარანტოელის მეთაურობით დაამარცხეს სელჩუკთა არმია.

1625 : მარაბდის ბრძოლაში ქართველები თეიმურაზ I-ის მეთაურობით თავდაპირველი უპირატესობის მიუხედავად ირანელებთან დამარცხდნენ.

1751 : დაიბეჭდა დენე დიდროს და  ლენორ დალამბერის „ენციკლოპედია, განმარტებითი ლექსიკონი“-ს პირველი ტომი.

1862 : რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა დაარსდა.

1863 : ამერიკის სამოქალაქო ომი - გეტისბურგის ბრძოლა დაიწყო.

1867 : კანადის დღე - კანადის პროვინციები ნიუ-ბრანსუიკი და ნოვა სკოტია კონფედერაციაში ერთიანდებიან, რითაც დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.

1873 : პრინც ედუარდის კუნძული შეუერთდა კანადის კონფედერაციას.

1875 : მუშაობა დაიწყო საერთაშორისო საფოსტო კავშირმა.

1881 : მსოფლიოს პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი შედგა სენტ-სტივენსა, ნიუ-ბრუნსვიკი, კანადა, და კალეს, მეინი, აშშ, შორის.

1898 : ესპანეთ-ამერიკის ომი - სან-ხუან ჰილის ბრძოლა გაიმართა სანტიაგო დე კუბაში.

1904 : აშშ-ს ქალაქ სენტ-ლუისში დაიწყო მესამე მსოფლიო ოლიმპიური თამაშები.

1911 : პოლონელმა ბიოქიმიკოსმა კაზიმირ ფუნკმა ქიმიური ინგრედიენტების აღწერისას  პირველად გამოიყენა სიტყვა „ვიტამინი“

1921 : ჩინეთის კომპარტია დაარსდა.

1943 : ქალაქი ტოკიო ამავე სახელწოდების პრეფექტურას შეუერთდა და როგორც ქალაქმა შეწყვიტა არსებობა.

1952 : აშშ-ში აიკრძალა კომუნისტური პარტია.

1960 : სომალი დამოუკიდებელი გახდა.

1962 : რუანდა და ბურუნდი დამოუკიდებელი გახდა.

1963 : აშშ-ში საფოსტო კოდები შემოიღეს შიდა გზავნილებისთვის.

1967 : ფორმალურად ჩამოყალიბდა ევროპის თანამეგობრობა.

1969 : დანიაში, მსოფლიოში პირველად დაკანონდა პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნა და გავრცელება.

1972 : პირველი გეი-პრაიდ მარში შედგა ინგლისში.

1976 : პორტუგალიამ მადეირას ავტონომია მიანიჭა.

1979 : კომპანიამ სონი უოლკმენი გამოუშვა.

1987 : ლა-მანშის გვირაბის გათხრები დაიწყო.

1991 : ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ვარშავის პაქტი) ოფიციალურად დაიშალა.

1997 : დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინს დაქვემდებარებული ჰონკონგი გადაეცა ჩინეთს, როგორც სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ პოლიტიკის შეთანხმებით.

2000 : დანიისა და შვედეთის შემაერთებელი ორესუნის ხიდი გაიხსნა მგზავრთათვის.

2009 :

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რეინფელდტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გახდა.

TerreStar-1, დღემდე აგებული უდიდესი კომერციული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, გაუშვეს ორბიტაზე გვიანის კოსმოსური ცენტრიდან.

ირლანდიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ბრუცელოზი ამოიძირკვა.

ივო სანადერი ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა და აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა.

2010 :

პიერ ნკურუნზიზა ბურუნდის პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით.

სენეგალში რვადღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა მიურიდების დიდი მურაბიტი სერინ მუჰამადუ ლამინ ბარა მბაკეს გარდაცვალების გამო.

აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში საერთო ბაზარი ამოქმედდა.

2012 :

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.

ენრიკე პენია ნიეტო მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

2013 : ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყანა გახდა.

2015 : საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.

2018 : ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1646 : ლაიბნიცი, გოტფრიდ — გერმანელი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი

1767 : დავით ბატონიშვილი — მწერალი, მეცნიერი

1804 : სანდი, ჟორჟ — ფრანგი მწერალი

1850 : დავითაშვილი, იოსებ — ქართველი პოეტი

1909 : ზაქარიაძე, სერგო — ქართველი მსახიობი

1934 : პოლაკი, სიდნი — ამერიკელი რეჟისორი

1940 : ჯულუხიძე, გრიგოლ — ქართველი პოეტი

1961 : დაიანა — უელსის პრინცესა

ამ დღეს გარდაცვლილნი

1109 : ალფონსო VI — კასტილის მეფე.

1625 : ხერხეულიძე, აღათანგ — ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი

1876 : ბაკუნინი, მიხეილ — რუსი რევოლუციონერი

1925 : სატი, ერიკ — ფრანგი კომპოზიტორი

1950 : ჟაკ-დალკროზი, ემილ — შვეიცარიელი კომპოზიტორი და პედაგოგი.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

სომხეთი - პროკურატურის მუშაკთა დღე.

ბულგარეთი - ახალგაზრდობის დღესასწაული „ჯულაია“

ბურუნდი - დამოუკიდებლობის დღე.

დიდი ბრიტანეთი, ვირჯინიის კუნძულები - ტერიტორიის დღე.

განა - რესპუბლიკის დღე.

კანადა - კანადის დღე.

კანადა, ნიუფაუნდლენდი - ხსოვნის დღე.

ჩინეთი - ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების დღე.

ლესოტო - ოჯახის დღე.

მოლდოვა - საგადასახადო სამსახურის დღე.

რუანდა - დამოუკიდებლობის დღე.

სომალი - კავშირის დღე.

სურინამი - თავისუფლების დღე.

თურქეთი - სამხედრო საზღვაო ძალების დღე.

უკრაინა - არქიტექტურის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

მიქაელ ულუმბოელი

წმინდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე

წმინდა ეთერიოსი

ლეონტი ათონელი

აგრეთვე:

კანადა : კანადის დღე - ეროვნული დღესასწაული

მსოფლიო არქიტექტურის დღე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати