USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
1 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
Date:  479

1 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის პირველი დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 364 დღე (ნაკიან წელში - 365). მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 1 იანვარი არის ახალი წლის დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 154 : ძველ რომში წლიური კონსულატის დღე პირველ იანვარზე გადმოიტანეს.
  • ძვ. წ. 104 : რომაელმა კონსულმა გაიუს მარიუსმა ჩამოიყვანა რომში ნუმიდიის დატყვევებული მეფე იუგურტუ.
  • ძვ. წ. 45 : იულიუსის კალენდარი შევიდა ძალაში.
  • 404 : გლადიატორთა ბოლო შეჯიბრი შედგა რომში.
  • 630 : წინასწარმეტყველი მუჰამედი თავისი ჯარით მექასკენ დაიძრა, რომელსაც უბრძოლველად აიღებს.
  • 1622 : პაპის კანცელარია იღებს გადაწყვეტილებას ახალ წლად პირველი იანვარი გამოცხადდეს.
  • 1673 : რეგულარული საფოსტო სამსახური დაიწყო ნიუ-იორკსა და ბოსტონს შორის.
  • 1801 : ირლანდიის აჯანყების ჩახშობა, პარლამენტის გაუქმება.
  • 1804 : ჰაიტი საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1853 : აბრაამ ლინკოლნმა ზანგების დამოუკიდებლობის მანიფესტი გამოსცა.
  • 1857 : თბილისში გამოდის აღდგენილი ჟურნალი „ცისკარი“.
  • 1886 : ინგლისმა დაიპყრო ბირმა.
  • 1887 : დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია ინდოეთის იმპერატორად ცხადდება.
  • 1912 : ნანკინში ჩინეთის რესპუბლიკის გამოცხადება.
  • 1925 : ნორვეგიის დედაქალაქს ქრისტიანიას დაერქვა ოსლო.
  • 1935 : თურქეთში უქმდება ტიტულები და შემოდის გვარები.
  • 1942 : ვაშინგტონში 26 სახელმწიფო ხელს აწერს გაერთიანებული ერების დეკლარაციას, რითაც ატლანტიკურ ქარტიაში მოყვანილ პრინციპებს შეუერთდნენ - ანტიჰიტლერული კოალიციის ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს.
  • 1946 : იაპონიის იმპერატორი ჰიროჰიტო უარს ამბობს ღვთიურ სტატუსზე.
  • 1948 : პირველი სამოქალაქო რეისი განხორციელდა ლონდონის ჰიზროუს აეროპორტიდან.
  • 1948 : იტალიამ მიიღო კონსტიტუცია.
  • 1951 : გაიხსნა თელ-ავივის საფონდო ბირჟა.
  • 1952 : იორდანიაში, მეფე თალალის ინიციატივით, ლიბერალური კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
  • 1956 : სუდანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1959 : ფიდელ კასტრომ ჩამოაგდო კუბის დიქტატორი ბატისტა.
  • 1970 : იუნიქსის ეპოქის დასაბამი
  • 1973 : დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და დანია შეუერთდნენ ევროკავშირს.
  • 1983 : ARPANET-მა ძირითადი ოქმი NCP-ს მაგივრად TCP/IP გახადა, რამაც ინტერნეტის შექმნა განაპირობა.
  • 1993 : ჩეხოსლოვაკია გაიყო ორ სახელმწიფოდ: ჩეხეთად და სლოვაკეთად.
  • 1998 : ევროპის ცენტრალური ბანკი შეიქმნა.
  • 1999 : რიგ ევროპულ ქვეყნებში საბანკო ანგარიშსწორებისათვის შემოღებულ იქნა ევრო.
  • 2002 : მიმოქცევაში გაუშვეს ევროს ბანკნოტები.
  • 2007 : კვიპროსი და მალტა ევროზონას შეუერთდნენ, რითაც ამ კლუბის წევრთა რაოდენობამ 15 შეადგინა.
  • 2008 :
    • ჩინეთის პროვინცია შანდუნის ქალაქ ჟუჩენთან აღმოაჩინეს დინოზავრების გაქვავებული ნარჩენების მსოფლიოში უდიდესი სამარხი.
    • სლოვაკეთი ევროზონის მე-16 წევრი ქვეყანა გახდა.
  • 2009 :
    • ნორვეგიელი ჭადრაკის გროსმეისტერი მაგნუს კარლსენი ფიდეს 2010 წლის იანვრის რეიტინგის სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.
    • გაიხსნა საეა–ჩინეთის თავისუფალი სავაჭრო ზონა, მსოფლიოს უდიდესი თავისუფალი სავაჭრო ზონა მოსახლეობის მიხედვით.
  • 2010 : ნორვეგიელი ჭადრაკის გროსმეისტერი მაგნუს კარლსენი ფიდეს 2010 წლის იანვრის რეიტინგის სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.
    • 2010 - დასავლეთ პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ფრენბურთის მატჩის მსვლელობისას მოწყობილ აფეთქებას 95 ადამიანი ემსხვერპლა და 100 - ზე მეტი - დაშავდა.
  • 2011 :
    • აფეთქებამ კოპტური ეკლესიის წინ ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, 21 ადამიანი იმსხვერპლა და 70 დააშავა.
    • გერმანიამ, ინდოეთმა, კოლუმბიამ, პორტუგალიამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ორი წლით დაიკავეს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის ადგილი.
    • ესტონეთი შეუერთდა ევროზონას და გახდა ბალტიისპირეთის პირველი სახელმწიფო, რომელმაც ევრო ოფიციალურ ვალუტად შემოიღო, კრონის სანაცვლოდ.
  • 2012 :
    • აზერბაიჯანი, გვატემალა, მაროკო, პაკისტანი და ტოგო აირჩიეს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრებად.
    • საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად უნგრეთის ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა.
  • 2013 : ავსტრალია, არგენტინა, ლუქსემბურგი, რუანდა და სამხრეთი კორეა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრებად აირჩიეს.
  • 2014 : ლატვია ევროზონის რიგით მე-18 წევრი გახდა.
  • 2015 : ლიეტუვა ევროზონის რიგით მე-19 წევრი გახდა.
  • 2016 : ეგვიპტე, იაპონია, სენეგალი, უკრაინა და ურუგვაი გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები გახდნენ.
  • 2017 : სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • ძვ. წ. 69 : სუინინი — იაპონიის იმპერატორი (გ. 70)
  • 1431 : ალექსანდრე VI — რომის პაპი 1492–1503 წლებში (გ. 1503)
  • 1467 : სიგიზმუნდ I — პოლონეთის მეფე (გ. 1548)
  • 1484 : ულრიხ ცვინგლი— შვეიცარიელი საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე (გ. 1531)
  • 1557 : იშტვან ბოჩკაი — უნგრელი დიდებული (გ. 1606)
  • 1750 : კრისტოფ ჰაბერლანდი — ლატვიელი არქიტექტორი (გ. 1803)
  • 1803 : მანუელ ფელიპე დე ტოვარი — ვენესუელელი პოლიტიკური მოღვაწე (გ. 1866)
  • 1814 : ჰუნ სიუ-ჩიუანი — ჩინელი მხედართმთავარი (გ. 1864)
  • 1823 : შანდორ პეტეფი — უნგრელი პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი (გ. 1849)
  • 1826 : იაკობ ალხაზიშვილი — ქართველი სამხედრო მოღვაწე (გ. 1896)
  • 1853 :სტეფანე (კარბელაშვილი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე (გ. 1936)
  • 1854 : ჯეიმზ ფრეიზერი — ინგლისელი ანთროპოლოგი
  • 1863 : პიერ დე კუბერტენი — ფრანგი საზოგადო მოღვაწე
  • 1864 : ალფრედ ფილიპსონი — გერმანელი გეოგრაფი და გეოლოგი
  • 1869 : ვახტანგ მუსხელიშვილი — ქართველი ექიმი
  • 1872 : ხუან ხოსე ესტრადა — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი
  • 1873 : მარიანო ასუელა — მექსიკელი მწერალი
  • 1883 : ჰატოიამა იტირო — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1883 : ნოე ხომერიკი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1886 : არტემ იაშვილი — ქართველი პუბლიცისტი და სამხედრო მოღვაწე
  • 1887 : დიმიტრი უზნაძე — ქართველი ფსიქოლოგი
  • 1887 : ვილჰელმ კანარისი — გერმანელი ადმირალი
  • 1888 : ვალენტინ გიგინეიშვილი — ქართველი გეოფიზიკოსი
  • 1893 : პავლე ინგოროყვა — ქართველი ლიტერატურათმცოდნე
  • 1892 : მანუელ როხასი — ფილიპინელი პოლიტიკოსი
  • 1894 : როდიონ ქორქია — ქართველი მწერალი
  • 1895 : ედგარ ჰუვერი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1897 : აზიზ ალიევი — აზერბაიჯანის სახელმწიფო მოხელე და მეცნიერი
  • 1901 : გაბრიელი (ჩაჩანიძე) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი
  • 1902 : ივანე ნანუაშვილი — ქართველი სამხედრო მოღვაწე
  • 1909 : დანა ენდრიუსი — ამერიკელი კინომსახიობი
  • 1909 : სტეპან ბანდერა — უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი
  • 1912 : ხერტეკ ანჩიმაა-ტოკა — ტუველი და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე
  • 1912 : ვიქტორ ჩხიკვაძე — ქართველი იურისტი
  • 1915 : ბრანკო ჩოპიჩი — იუგოსლავი მწერალი
  • 1919 : ჯერომ სელინჯერი — ამერიკელი მწერალი
  • 1919 : სირ ალ-ხათიმ ალ-ხალიფა — სუდანის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1921 : მეგი წულუკიძე — ქართველი მსახიობი
  • 1924 : ჟაკ ლე გოფი — ფრანგი ისტორიკოს-მედიევისტი
  • 1924 : ფრანსისკო მასიას ნგემა — ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი
  • 1925 : იური ვარდიმიადი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1927 : ვერნონ სმითი — ამერიკელი ეკონომისტი
  • 1927 : ელგუჯა მაღრაძე — ქართველი მწერალი
  • 1930 : ვლადიმერ ასათიანი — სოციალისტური შრომის გმირი
  • 1930 : ჯაფარ ნიმეირი — სუდანის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1933 : ვალერიან გომელაური — ქართველი საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი
  • 1933 : ჯანო ჯანელიძე — ქართველი პოეტი
  • 1933 : ჯონდო ჯაფარიძე — ქართველი მეცნიერი
  • 1939 : მიშელ მერსიე — ფრანგი მსახიობი.
  • 1939 : ალი მაჰდი მუჰამადი — სომალის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე
  • 1940 : რევაზ მიშველაძე — ქართველი მწერალი და ნოველისტი
  • 1940 : მერსად ბერბერი — ბოსნიელი მხატვარი
  • 1941 : აბდიქასიმ სალად ჰასანი — სომალის პოლიტიკოსი
  • 1942 : გიორგი წერეთელი — ქართველი ეკონომისტი
  • 1942 : ალასან უატარა — კოტ-დ’ივუარის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1943 : მუჰამედ მაჰმუდ ულდ აჰმედი ლული — მავრიტანიის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1944 : აბდულ ჰამიდი — ბანგლადეშის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1944 : ომარ ალ-ბაშირი — სუდანის მოქმედი პრეზიდენტი
  • 1945 : ვახტანგ ჭელიძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1946 : ლევან გიორგაშვილი — ქართველი მათემატიკოსი
  • 1947 : ლეონიდ ლაკერბაია — სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი
  • 1947 : კახი ასათიანი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1947 : მირიან შველიძე — ქართველი მხატვარი
  • 1948 : დევლეთ ბაჰჩელი — თურქი პოლიტიკოსი
  • 1950 : ფირდაუს ხისამიტდინოვა — ბაშკირელი ენათმეცნიერი
  • 1951 : სალვა კიირი — სამხრეთი სუდანის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1952 : ჰულუსი აქარი — თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 29-ე უფროსი
  • 1952 : შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი — კატარის ამირა
  • 1953 :ალი აბასოვი — აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრი
  • 1954 : მიხეილ ქურდიანი — ქართველი ფილოლოგი
  • 1954 : ვახტანგ რჩეულიშვილი — ქართველი ბიზნესმენი
  • 1955 : ალექსანდრე ჩიგოგიძე — ქართველი მათემატიკოსი
  • 1957 : რამაზ შენგელია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1959 : აზალი ასუმანი — კომორის პრეზიდენტი
  • 1961 : მირიან მირიანაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი
  • 1964 : გაგიკ ბეგლარიანი — სომეხი პოლიტიკოსი
  • 1968 : დავორ შუკერი — ხორვატი ყოფილი ფეხბურთელი
  • 1969 : ვერნ ტროიერი — ამერიკელი მსახიობი
  • 1957 : რამაზ შენგელია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1972 : ლილიან ტურამი — ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი
  • 1973 : მინდია ხითარიშვილი — ქართველი კომპოზიტორი
  • 1975 : ეიჩირო ოდა — მანგაკა
  • 1976 : კახაბერ ქოიავა — ქართველი გეოლოგი
  • 1977 : აქსელ პატრისიო ფერნანდო ვიტევინი — არგენტინელი მომღერალი და კომპოზიტორი
  • 1977 : ლაშა ბუღაძე — ქართველი მწერალი
  • 1978 : ბერათ ალბაირაქი — თურქი პოლიტიკოსი
  • 1982 : დავიდ ნალბანდიანი — არგენტინელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი
  • 1984 : რაფა ჯორდა — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1987 : ნანა ძაგნიძე — ქართველი მოჭადრაკე
  • 1988 : ანტონი სკრიბე — ფრანგი ფეხბურთელი
  • 1989 : ადამ ოქრუაშვილი — ქართველი ძიუდოისტი
  • 1989 : გიორგი ქავთარაძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1991 : ალექსანდრე ივანიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1992 : ნური კალანდარიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1992 : ჯეკ უილშერი — ინგლისელი ფეხბურთელი
  • 1992 : გიორგი ჩელებაძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1994 : ბექა ციკოლია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1995 : Poppy — ამერიკელი მომღერალი
  • 1996 : გიორგი კილასონია — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 379 : ბასილი დიდი — ქრიატიანული ეკლესიის მოღვაწე
  • 1515 : ლუი XII (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1894 : ჰერცი, ჰაინრიხ რუდოლფ — გერმანელი ფიზიკოსი
  • 1934 : ვასერმანი, იაკობ — გერმანელი მწერალი
  • 1953 : ჰენკ უილიამსი — ამერიკელი მომღერალი
  • 2012 : იაფა იარკონი — ებრაელი (ისრაელი) მომღერალი ქალი
  • 2015 : ულრიხ ბეკი — გერმანელი სოციოლოგი
  • 2015 : ამარ ქარამი — ლიბანის პრემიერ-მინისტრი 1990-1992 და 2004-2005 წლებში (დ. 1934)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ვიკიციტატა
„ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მწერლისა და ძმისა მისისა საბასი, ხახულელთა (XI); მოწამისა ბონიფანტესი (290); მოწამეთა: ილია, პროვოსი და არის ეგვიპტელთა (308); მოწამეთა: პოლიევქტისა და ტიმოთე დიაკონისა (IV); წმ. ბონიფანტე მოწყალისა, ფერენტიელი ეპისკოპოსისა (VI); წმ. გრიგოლისა, ომირიტელი ეპისკოპოსისა (დაახ. 552).“
    • გიორგი და საბა ხახულელები
    • წმინდა ბონიფანტე და მართალი აგლაიდა
    • ილია, პროვოსი და არისი
    • პოლიევქტო და ტიმოთე
    • ბონიფანტე მოწყალე
    • გრიგოლ ომირიტელი
  • აგრეთვე:
    • ჰაიტი: ეროვნული დღესასწაული.
    • ახალი წელი: მსოფლიო დღესასწაული.
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way