1 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის პირველი დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 364 დღე (ნაკიან წელში - 365). მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 1 იანვარი არის ახალი წლის დღე.
|
„ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მწერლისა და ძმისა მისისა საბასი, ხახულელთა (XI); მოწამისა ბონიფანტესი (290); მოწამეთა: ილია, პროვოსი და არის ეგვიპტელთა (308); მოწამეთა: პოლიევქტისა და ტიმოთე დიაკონისა (IV); წმ. ბონიფანტე მოწყალისა, ფერენტიელი ეპისკოპოსისა (VI); წმ. გრიგოლისა, ომირიტელი ეპისკოპოსისა (დაახ. 552).“
|
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.