USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
1 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  362

1 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 335-ე დღე (ნაკიან წლებში – 336-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 30 დღე.

დღის მოვლენები

1640 : პორტუგალია ესპანეთისგან დამოუკიდებელი ხდება და ჟუან IV პორტუგალიის მეფე ხდება.

1835 : ჰანს კრისტიან ანდერსენი მისი ზღაპრების პირველ წიგნს აქვეყნებს.

1872 : გაიმართა პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის

1903 : პირველი ვესტერნი მატარებლის მძარცველები გამოვიდა.

1913 : ფორდ მოტორ კომპანიმ პირველი მოძრავი კონვერიერის ხაზი აამუშავა.

1918 : ისლანდიის სამეფოს თვითმმართველობა მიენიჭა, თუმცა დანიასთან კავშირში რჩება.

1918 : ტრანსილვანია გაერთიანდა რუმინეთთან 27 მარტს ბესარაბეთისა და ბუკოვინას შეერთების შემდეგ.

1918 : სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო (მოგვიანებით ცნობილი როგორც იუგოსლავიის სამეფო) გამოცხადდა.

1919 : ლედი ასტორი ბრიტანეთის პარლამენტის პირველი წევრი ქალი ხდება.

1925 : პირველი მსოფლიო ომის დასასრული - ლოკარნოს ხელშეკრულებას საბოლოოდ მოწერეა ხელი ლონდონში, რომლითაც შეთანხმდა ტერიტორიული საკითხები.

1934 : პოლიტბიუროს წევრი სერგეი კიროვი ტყვიით განგმირა ლეონიდ ნიკოლაევმა კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინაში ლენინგრადში.

1958 : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.

1959 : ცივი ომი - ანტარქტიკის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვით ანტარქტიკაზე მხოლოდ სამეცნიერო მოღვაწეობა ნებადართული.

1963 : ნაგალანდი ინდოეთის მე-16 შტატი გახდა.

1973 : პაპუა-ახალი გვინეა ავსტრალიისგან დამოუკიდებელი გახდა.

1990 : ლა-მანშის გვირაბის მუშები ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან შეხვდნენ ერთმანეთს ლა-მანშის სრუტის ქვეშ 40 მეტრის სიღრმეზე, რითაც პირველი კავშირი დამყარდა დიდი ბრიტანეთის კუნძულსა და ევროპის სუბკონტინენტს შორის გამყინვარების ხანიდან.

1991 : უკრაინის ამომრჩევლების უმრავლესობა რეფერენდუმში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აძლევს ხმას.

2016 : ადამა ბაროუ გამბიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1081 : ლუი VI — საფრანგეთის მეფე

1083 : კომნინი, ანა — ბიზანტიის პრინცესა, ერთერთუ პირველი ქალი ისტორიკოსი

1766 : კარამზინი, ნიკოლოზ — რუსი მწერალი და ისტორიკოსი

1783 : კლაპროტი, მარტინ ჰენრიხ — გერმანელი ქიმიკოსი

1867 : მოსციცკი, იგნაცი — პოლონეთის პრეზიდენტი

1896 : ჟუკოვი, გეორგი — რუსი სამხედრო მოღვაწე (გ.1974)

1935 : ალენი, ვუდი — ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი

1944 : დენსმორი, ჯონ — ამერიკელი მუსიკოსი

1949 : ესკობარი, პაბლო — კოლუმბიელი ნარკობარონი (გ.1993)

1974 : კოშტინია — პორტუგალიელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1135 : ჰენრი I — ინგლისის მეფე

1377 : მაგნუს II — შვედეთის მეფე

1433 : გო-კომაცუ — იაპონიის იმპერატორი

1521 : ლეო X — რომის პაპი

1825 : ალექსანდრე I — რუსეთის იმპერატორი

1830 : პიუს VIII — რომის პაპი

1848 : ტაკიძავა ბაკინ — იაპონელი მწერალი (დ.1767)

1866 : ევერესტი, ჯორჯ — ინგლისელი გეოდეზისტი

1933 : ჰალონენი, პეკა — ფინელი ფერმწერი (დ.1865)

1934 : კიროვი, სერგეი — რუსი რევოლუციონერი

1973 : ბენგურიონი, დავიდ — ისრაელის პრემიერ-მინისტრი

დღესასწაულები და აღნიშვნის დღეები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა პლატონი

რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული

ზაქე ღადარინელი და ალფეს მედავითნე

აგრეთვე:

მსოფლიო შიდსის დღე

პორტუგალიის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way