USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი, ევროსი კი 3.0002 ლარი გახდა
Date:  868

16 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.73 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.25 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0002 ლარი გახდა.

5.12 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4972 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.57 თეთრი შეადგინა.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესარბილებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way