USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
1 აგვისტოს ჰოროსკოპი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები?
 1391

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შესაძლოა, კოლეგის არყოფნის გამო დიდი მოცულობის სამუშაოს მარტო შესრულება მოგიწიოთ, თუმცა მენეჯმენტს თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ფრთხილად იყავით, რაღაცის დაკარგვის რისკი ძალიან რეალურია. ეს შეიძლება რაღაც კონკრეტული, მაგალითად, მაგიდიდან გამქრალი კალამი ან დაკარგული დოკუმენტები იყოს ან რაღაც უფრო აბსტრაქტული, მაგალითად, დაკარგული შანსი ან ავტორიტეტი იყოს. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის განმავლობაში შესაძლებელია ნებისმიერი სიურპრიზი - ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია მოულოდნელი მიმართულებით განვითარდება. სიურპრიზები შეიძლება სასიამოვნოც იყოს და უსიამოვნოც. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ჰაერის ახალ ნაკადს შემოიტანს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს შეიძლება ისეთ პრობლემას შეეჯახოთ, როგორიც ადამიანების ზედაპირულობა და უყურადღებობაა. თქვენ გარშემო მყოფები სერიოზულ საკითხებს ზედმეტად მსუბუქად აღიქვამენ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. საეჭვოა, რომ ვინმეს დარწმუნება და სიტუაციის შეცვლა შეძლოთ, ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ - ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს - მთელი დღე სადღაც გარბიხართ და მაინც აგვიანებთ. სამსახურში დაგვიანება, პაემანზე დაგვიანება, პროექტის დაგვიანებით ჩაბარება - დაგვიანება ამ დღის სავიზიტო ბარათია, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმის დაწყება სამომავლოდ უნდა გადადოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გაითვალისწინეთ, რომ კამათში, ჭეშმარიტების გარდა, შეიძლება ყველაფერი დაიბადოს! სამაგიეროდ, ატმოსფერო ისე დაიძაბება, რომ ყველაზე მარტივი საქმეების მოგვარების ძალა აღარ დაგრჩებათ. გარშემომყოფების პროვოკაციების მიუხედავად, კამათსა და დებატებში არ უნდა ჩაერთოთ, რადგან თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, სიტუაციის გამოსასწორებლად დიდი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება გარშემომყოფთაგან ვინმემ ინიციატივა წაგართვათ. სამომავლოდ, მოვლენების განვითარება თქვენზეა დამოკიდებული. თუ პოზიციებს დათმობთ, შეიძლება ძალიან ინანოთ. ასე რომ, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ. შინაგანად მოემზადეთ, რომ კონკურენტებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს შრომითი მიღწევებისთვის განწყობილი არ ხართ. პირიქით, მოდუნებული ხართ და მომნიშვნელოვან საქმეებსაც კი დაუდევრად ეკიდებით. ამ დღეს თქვენი ლოზუნგია - „ნუ გადადებთ ხვალისთვის, რაც შეიძლება ზეგ გააკეთო“. ასე რომ, თუ დასვენების შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. საქმის გაკეთებას მაინც ვერ ახერხებთ და დასვენება არ გაწყენდათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სამუშაო რეჟიმში შესვლა გიჭირთ, მაგრამ თუ მოახერხეთ, ძალიან ნაყოფიერი დღე გექნებათ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ დილა ვარჯიშით დაიწყოთ და კონტრასტული შხაპით გააგრძელოთ. ეს აპათიის დაძლევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს დროს მაქსიმალურად აჭიანურებთ, რომ საქმის დაწყება დააგვიანოთ, მაგრამ როდესაც დაიწყებთ, მისი დასრულებისთვის გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე სხვა დროს. სავარაუდოდ, იპოვით მიზეზს, რომ საქმის დაწყება სამომავლოდ გადადოთ და სწორადაც მოიქცევით - სხვა დღეს ამას უკეთ გააკეთებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს სხვებისგან დამოუკიდებლად, საკუთარ თამაშს წამოიწყებთ. სიტუაცია თქვენგან პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვას მოითხოვს, ამიტომ სხვა ადამიანების ინტერესები ავტომატურად, მეორეხარისხოვანი გახდება. მთავარია გონივრულად და დახვეწილად იმოქმედოთ და ჭორების და ინტრიგების დონეზე არ დაეშვათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ფიქრი იმაზე, რომ ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია, მოსვენებას არ გაძლევთ და მთელ დღეს გამდიდრების გეგმებს ადგენთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ გრანდიოზული პროექტების განხორციელება არ იჩქაროთ. სავარაუდოდ, თქვენი გამდიდრების გეგმები უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის