USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
1 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
дата:  1397

1 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 213-ე დღე (ნაკიან წლებში – 214-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 152 დღე.

 

დღის მოვლენები

ძვ. წ. 30 : ოქტავიანე (მოგვიანებით ცნობილი როგორც ავგუსტუსი) ალექსანდრიაში, ეგვიპტე, შედის და მას რომის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში აქცევს.

527 : იუსტინიანე I ბიზანტიის იმპერატორი ხდება.

1291 : შვეიცარიის კონფედერაცია ჩამოყალიბდა.

1461 : ედუარდ IV ინგლისის მეფე ხდება.

1492 : ფერდინანდი და იზაბელას ბრძანებით ებრაელები ესპანეთიდან გაყარეს.

1498 : ქრისტეფორე კოლუმბი პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ვენესუელა იხილა.

1619 : პირველი აფრიკელი მონები ჩამოიყვანეს ჯეიმსტაუნში, ვირჯინია.

1664 : გოტჰარდის ბრძოლაში ავსტრიის არმია რაიმონდო მონტეკუკოლის მეთუარობით ამარცხებს ოსმალეთის იმპერიას.

1774 : კარლ ვილჰელმმა და ჯოსეფ პრისტლიმ აღმოაჩინეს ელემენტი ჟანგბადი.

1798 : ნილოსის ბრძოლა იწყება საფრანგეთისა და ბრიტანეთის ფლოტს შორის.

1800 : იუნიონის აქტით დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოები გაერთიანდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოდ.

1831 : ლონდონ ბრიჯი იხსნება.

1834 : ბრიტანეთის იმპერიაში მონობა გადავარდა.

1843 : გამოიცა ამერიკის კონტინენტის პირველი საფოსტო მარკა „ხარის თვალები“, ბრაზილია.

1876 : კოლორადო აშშ-ის 38-ე შტატი ხდება.

1902 : აშშ საფრანგეთისგან პანამის არხზე უფლებებს ყიდულობს.

1914 : პირველი მსოფლიო ომი - გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს.

1936 : ბერლინში დაიწყო მე-11 ოლიმპიური თამაშები.

1941 : გამოვიდა პირველი ჯიპი.

1960 : ბენინმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.

1967 : ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსიას ახდენს.

1981 : ემ-ტი-ვის პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. პირველი კლიპი იყო ბაგლზის „Video Killed The Radio Star“.

2005 : გერმანულის დამწერლობის რეფორმა ფორმალურად ძალაში შევიდა.

2007 : წყალდიდობამ ინდოეთსა და ბანგლადეშში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

2007 : პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება.

2008 : მზის სრული დაბნელების ხილვა გახდა შესაძლებელი ჩრდილოეთი კანადის, გრენლანდიის, ცენტრალური რუსეთის, აღმ. ყაზახეთის, დას. მონღოლეთისა და ჩინეთის მცხოვრებთათვის.

2015 : თბილისში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად დაიხურა. საქართველოს დელეგაციამ 10 მედლით (4 ოქრო, 6 ბრინჯაო) მე-10 ადგილი დაიკავა.

2018 : კაუშერ ბირკარი, ალესიო ფიგალი, პეტერ შოლცე და აქშაი ვენკატეში ფილდზის მედლით დააჯილდოეს.

ამ დღეს დაბადებულნი

ძვ. წ. 10 : კლავდიუსი — რომის იმპერატორი

126 : პერტინაქსი — რომის იმპერატორი

1313 : კოგონი — იაპონიის იმპერატორი

1377 : გო-კომაცუ — იაპონიის იმპერატორი

1545 : მელვილი, ენდრიუ — შოტლანდიელი თეოლოგი და რელიგიის რეფორმატორი

1555 : ედვარდ კელი — ინგლისელი მედიუმი, მისტიკოსი და ალქიმოკოსი

1579 : ლუის ველეს დე გევერა — ესპანელი დრამატურგი და რომანისტი.

1626 : შაბთაი ცვი — კაბალისტი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ებრაელი ცრუმესია

1659 : სებასტიანო რიჩი — იტალიელი მხატვარი.

1818 : მარია მიტჩელი — ამერიკელი ასტრონომი

1819 : ჰერმან მელვილი — ამერიკელი მწერალი.

1858 : გასტონ დუმერგი — ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

1885 : დე ჰევესი, ჯორჯი — უნგრელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1924 : ჩარპაკი, გეორგეს — უკრაინული წარმოშობის ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1925 : ჯუღელი, მედეა — ქართველი სპორტსმენი

1929 : აბაშიძე, ლეილა — ქართველი კინომსახიობი

1984 : შვაინშტაიგერი, ბასტიან — გერმანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

527: იუსტინე I — ბიზანტიის იმპერატორი;

1137 : ლუი VI — საფრანგეთის მეფე (დ.1081)

1464 : დე მედიჩი, კოზიმო — ფლორენციის მმართველი (დ.1386)

1541 : გრინეუსი, სიმონ — გერმანელი თეოლოგი

1714 : ანა — დიდი ბრიტანეთის პირველი მეფე

1913 : უკრაინკა, ლესია — უკრაინელი პოეტი

1970 : ვარბურგი, ოტო ჰაინრიხ — გერმანელი ფიზიკოსი და ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი

2005 : ფაჰდი — საუდის არაბეთის მეფე

2009 : კორასონ აკინო — ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი და აზიის პირველი პრეზიდენტი ქალი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მაკრინე

ღირსი დიოსი

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმ საროველისა, საკვირველთმოქმედისა

აგრეთვე:

ბარბადოსი, ტრინიდადი და ტობაგო : განთავისუფლების დღე

ბენინი : ეროვნული დღე

კონგოს რესპუბლიკა : მშობელთა დღე

ლიბანი : ჯარის დღე

ნიკარაგუა : ფიესტას დღე

შვეიცარია : ეროვნული დღე

мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати