USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ზელენსკი - რუსეთი ატომურ იარაღს, იმ შემთხვევაში გამოიყენებს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამას არაფერი მოჰყვება
Date:  535

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა ZDF-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ატომურ იარაღს იმ შემთხვევაში გამოიყენებს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამას არაფერი მოჰყვება,

“რუსეთს შეეშინდება ამა თუ იმ იარაღის გამოყენება, როდესაც ევროპაში ყველა იგრძნობს ძალას, რომ მათი შანტაჟი არაფრით არ შეიძლება. პუტინი იქცევა როგორც ტერორისტი. ევროპამ ასე არ უნდა იმოქმედოს, ვინაიდან ევროპა სხვანაირია. თუმცა რუსეთის ამ ხელმძღვანელობისთვის არ შეიძლება სისუსტის ჩვენება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც მაგალითი, უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის ოკუპაცია და უკანონო ანექსია მოიყვანა, რომლისთვისაც რუსეთმა მხოლოდ „ძალიან ზედაპირული სანქციები” მიიღო, რაც პუტინმა სუსტ პასუხად აღიქვა და ამის შემდეგ აგრესია დონბასზეც გაავრცელა და საბოლოოდ, სრულმასშტაბიან შეჭრაზე გადავიდა.

„ევროპელებს შეიძლება ეჩვენებოდათ, რომ შემხვედრ ნაბიჯს დგამდნენ, მაგრამ როდესაც რუსეთისკენ შემხვედრ ნაბიჯს დგამ - ეს ნაბიჯია უკან, ვინაიდან ამ ჩახუტებაში რუსეთი თქვენ ჩაგახშობთ. ეს მისი მიზანია, ამ ხელმძღვანელობის… ამიტომ, მას თუ სურს ატომური იარაღის გამოყენება, მას მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუ ეცოდინება, რომ გამოყენების შემდეგ არაფერი არ იქნება. ეს სწორედ ასე მუშაობს - ამიტომ ვლაპარაკობდით ყოველთვის პრევენციულ სანქციებზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way