USD 2.6085
EUR 3.0097
RUB 3.0940
Tbilisi
BMG: ყველაზე ნაკლებად/მეტად კორუმპირებული ქვეყნები - სად არის საქართველო?
Date:  437

საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" (Transparency International) მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული კორუფციის აღქმნის ინდექსი (CPI) გლობალურ დონეზე საჯარო სექტორში არსებული კორუფციის შეფასების ყველაზე ავტორიტეტულ ინდიკატორს წარმოადგენს.

ინდექსი მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიას 0-იდან (ძალიან კორუმპირებული) 100-მდე (ძალიან სუფთა) შკალით აფასებს, ეყრდნობა რა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის გამოკითხვებს.

ინდექსის ბოლო პოზიციებზე მყოფი სახელმწიფოები აჩვენებენ, თუ რა სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ქვეყანა ინსტიტუციურ ჩამოშლას. რეიტინგის ბოლოში მოხვედრილი ქვეყნების უმეტესობა წლებია ებრძვის შეიარაღებულ კონფლიქტებს, ავტორიტარულ ან ტოტალიტარულ მმართველობას, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და კანონის უზენაესობის სრულ არარსებობას.

ამ რეგიონებში კორუფცია არა უბრალოდ ცალკეული მოხელეების დანაშაული, არამედ მმართველობის სისტემური ფორმაა ("სახელმწიფოს მიტაცება"), სადაც საჯარო რესურსები ვიწრო ელიტების ინტერესებს ემსახურება. ეს იწვევს ეკონომიკის კოლაფსს, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებსა და სიღარიბის უკიდურეს დონეს.

10 ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით - 2025

10. ჩრდილოეთ კორეა - 15 ქულა

9. სირია - 15 ქულა

8. ნიკარაგუა - 14 ქულა

7. სუდანი - 14 ქულა

6. ერიტრეა - 13 ქულა

5. ლიბია - 13 ქულა

4. იემენი - 13 ქულა

3. ვენესუელა - 10 ქულა

2. სომალია - 9 ქულა

1. სამხრეთ სუდანი - 9 ქულა

ამის საპირისპიროდ, ინდექსის სათავეში მოხვედრილი ქვეყნები გლობალურ მაგალითს წარმოადგენენ იმისა, თუ როგორ უზრუნველყოფს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები კორუფციის მინიმალურ დონეს. ამ რეიტინგის ლიდერებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ: კანონის უზენაესობის მაღალი ხარისხი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია, ხელისუფლების შტოებს შორის ეფექტიანი ბალანსი და საჯარო მმართველობის სრული გამჭვირვალობა.

ეს ქვეყნები ამტკიცებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი იარაღი არა მხოლოდ მკაცრი კანონმდებლობა, არამედ მყარი ინსტიტუციური კულტურა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა. წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც საზოგადოებრივი ნდობა სახელმწიფოს მიმართ ყველაზე მაღალია და სადაც კორუფციის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი:

10 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით - 2025

10. გერმანია - 77 ქულა

9. ნიდერლანდები - 78 ქულა

8. ლუქსემბურგი - 78 ქულა

7. შვეიცარია - 80 ქულა

6. შვედეთი - 80 ქულა

5. ნორვეგია - 81 ქულა

4. ახალი ზელანდია - 81 ქულა

3. სინგაპური - 84 ქულა

2. ფინეთი - 88 ქულა

1. დანია - 89 ქულა

სად არის საქართველო?

2025 წლის კორუფციის აღქმნის ინდექსში საქართველოს შედეგი მკვეთრად გაუარესდა: ქვეყანამ 100-დან 50 ქულა დააგროვა, 182 ქვეყანას შორის 56-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით 3 პოზიციით ჩამოქვეითდა. ისტორიული დინამიკა აჩვენებს, რომ 2018 წლის პიკური მაჩვენებლის (58 ქულა) შემდეგ ქვეყანაში ჯერ სტაგნაცია, ხოლო ბოლო სამ წელში მკვეთრი დაღმავალი ტენდენცია დაფიქსირდა, რის შედეგადაც საქართველო ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს დაუბრუნდა.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way