USD 2.6975
EUR 3.1439
RUB 3.4288
თბილისი
BMG: ყოველწლიურად 20 მლნ ლიტრი ნედლი რძე იღვრება - რა გამოსავალს სთავაზობს ბიზნესი სახელმწიფოს?
თარიღი:  50

რძეში, ალფატოქსინების შემცველობის გამკაცრების შემდეგ, ფერმერული მეურნეობების მიერ წარმოებული რძის თითქმის ნახევარი ლაბორატორიულ ბარიერს ვერ გადის, რაც დარგს დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია BMG-სთან აცხადებს, რომ ალფატოქსინების ზედა ზღვრის 0,5 მიკროგარმიდან 0,05 მიკროგარმზე ჩამოყვანის შემდეგ, რძის მწარმოებლები წლიურად, საშუალოდ, ნედლი რძის 45%-ს ღვრიან, რაც დაახლოებით, 20 მლნ ლიტრზე მეტი რძეა.

ბიზნესის შეფასებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სტანდარტების გამკაცრება აუცილებელია, თუმცა პროცესის ფორსირებულმა ხასიათმა დარგი დარტყმის ქვეშ დააყენა.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კონიაშვილის განმარტებით, 2024 წელს აფლატოქსინის ზედა ზღვარი 0.5 მიკროგრამიდან 0.05-მდე დაიწია. ეს არის ევროპული სტანდარტი, რომლისთვისაც ქართული ნიადაგი, საკვები ბაზა და საწყობები ჯერ მზად არ არის.

„ჩვენ ვართ ახალშობილი ბავშვის პირობებში – დაიბადა ბავშვი და ვთხოვთ, რომ პირდაპირ სპრინტერად მოგვევლინოს. სამწუხაროდ, ჯერ ფეხი გვაქვს ასადგმელი“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, დარღვევები, რომლებსაც სახელმწიფო ლაბორატორია პოულობს, ხშირად მინიმალურია (მაგალითად, 0.06 ან 0.07), თუმცა კანონმდებლობით ასეთი რძე განადგურებას ექვემდებარება.

ჯამში, მისივე ცნობით, ინდუსტრიული რძის წარმოების თითქმის 40-45% ლაბორატორიულ შემოწმებას ვერ გადის. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში წლიურად დაახლოებით, 50 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული რძე იწარმოება, გამოდის, რომ 20 მილიონ ლიტრზე მეტი პროდუქტი ფერმერებს უკან უბრუნდებათ და იღვრება.

„ეს პროცესი პირდაპირ აზარალებს როგორც ადგილობრივ წარმოებას, ისე მომხმარებელს. რძის დეფიციტის შესავსებად საწარმოები იძულებულნი ხდებიან გაზარდონ რძის ფხვნილის იმპორტი, რაც ქართული ნედლი რძის განვითარების პერსპექტივას კლავს“ - ამბობს კახა კონიაშვილი და განმარტავს, რომ პრობლემა არა ფერმებში, არამედ ცხოველთა საკვებშია. აფლატოქსინი რძეში საკვებიდან გადადის, რაც გამოწვეულია: ნიადაგის დაბინძურებით, რადგან, ხშირად მოსავალი მინიმალური დამუშავების გამო უკვე დაავადებულია. ასევე, შენახვის პირობებით - საქართველოში არ არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა და საცავები, სადაც მარცვლეული (სიმინდი, ქერი) ობის გარეშე შეინახება.

რძის მწარმოებლები სახელმწიფოს რამდენიმე პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. მათ შორის ესაა გარდამავალი პერიოდი - ბიზნესი ითხოვს, რაღაც ეტაპამდე სექტორი ძველ მაჩვენებელს (0.5 მკგ) დაუბრუნდეს, რომელიც, კახა კონიაშვილის განმარტებით, „კოდექს ალიმენტარიუსის“ მიხედვით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და დღემდე მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და იაპონია.

ნედლ რძეში აფლატოქსინის ზღვრული ნორმის საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რძის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საკითხზე მომდევნო სამუშაო შეხვედრაც ჩაინიშნა, რომელიც სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაიმართება.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის