USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Тбилиси
«Aydınlık» (თურქეთი): „დასავლეთი პროვოკაციებს აწყობს, მაგრამ თბილისში „კიევური მაიდანი“ არ განმეორდება“
дата:  548

აშშ და ევროკავშირი, კიევური „მაიდნის“ მსგავსად, თბილისში ანტისამთავრობო პროტესტებს აღვივებენ, - ნათქვამია თურქულ ჟურნალ „აიდინლიკში“ (Aydınlık - იბეჭდება 1921 წლიდან) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით „დასავლეთი პროვოკაციებს აწყობს, მაგრამ თბილისში კიევური მაიდანი“ არ განმეორდება“. მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინა არ არის და როგორც ჩანს, კიევური სცენარი ვერ განხორციელდება, კანონიერად არჩეული პარლამენტი ზეწოლას არ დაემორჩილება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს დედაქალაქში ევროკავშირის მომხრეებსა და მთავრობას შორის დაძაბულობა მწვავდება, ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა მოახერხეს პარლამენტის შენობის ზოგიერთ ოთახში შეჭრა და დარბევა, ნაწილი კი გადაწვეს. არიან დაშავებულები, დაკავებულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის, აქციების უცხოელი მონაწილეებიც. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანამდებობას არ დატოვებს, სანამ „ლეგიტიმური“ პარლამენტი არ იქნა არჩეული. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბრიუსელი ქვეყნის წევრად მიღების მოლაპარაკებებით თბილისზე ზეწოლას ახორციელებს.

აქციის მონაწილეები უკმაყოფილონი არიან მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით, ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკება 2028 წლამდე შეჩერდა.

ამერიკამ საქართველოსთან  პარტნიორობის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა.როგორც სახელმწიფო დეპარატმენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, „აშშ გმობს დემონტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას. მთავრობის ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ღალატს ნიშნავს“. საფრანგეთმაც ცეცხლზე ნავთი დაასხა და განაცხადა, რომ ხალხს მშვიდობიანი მიტინგის ჩატარების უფლება აქვსო.

პრეზიდენტმა სავარძელი მიიწება

თბილისში მიმდინარე აქციებს, რომლის დროსაც ძალადობას ორივე მხარე მიმართავს, მხარს უჭერს დასავლეთი, ოპოზიციური პარტიების კოალიცია და თვით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროევროპულად ითვლება და რომელიც ამჟამინდელ მთავრობას „არალეგიტიმურს“ უწოდებს. სხვათა შორის, თვითონ პრეზიდენტს რამდენიმე კვირაში უფლებამოსილება უმთავრდება, მაგრამ, მისი განცხადებით, იგი თავის თანამდებობას მანამ არ დატოვებს, სანამ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა არ ჩატარდება და კანონიერი საკანონმდებლო ორგანო არ იქნება არჩეული!

საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ადრე კარიერული დიპლომატი იყო და საქართველოს მოქალაქეობა 50 წლის ასაკში მიიღო, 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები „რუსული სტილით ჩატარებულად შეაფასა და თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მოსკოვის მიმართულებით მიჰყავს და ევროკავშირისაგან აშორებს. მან მოსახლეობას მასობრივი პროტესტებისაკენ მოუწოდა.

საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს შეტანილი ცვლილების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი 2024 წლიდან ირჩევა არა საყოველთაო კენჭისყრით, როგორც მანამდე ხდებოდა ხოლმე, არამედ 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიით, რომელთა ერთი ნახევარი დეპუტატები არიან, მეორე ნახევარი კი - ქვეყნის რეგიონების წარმომადგენლები. ახალი პრეზიდენტის არჩევა 14 დეკემბერს უნდა მოხდეს და გამარჯვებული კანდიდატი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება.

„ევროკავშირის პოლიტიკა და ადგილობრივი აგენტები“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოში უკრაინაში მომხდარი „მაიდნის“ გამეორებას არ დაუშვებს. მას მხედველობაში ჰქონდა ათი წლის კიევში დასავლეთის მხარდაჭერით განხორციელებული საპროტესტო აქციები, რომლის შედეგად ხელისუფლება დაემხო და რომელმაც, საბოლოო ჯამში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში დრეს მიმდინარე უწესრიგობები, ძალადობის თანხლებით, არის ევროპელი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგი ქვეყნის საშინაო საქმეებში. ისინი თავიანთ ადგილობრივ აგენტებს ანტისახელისუფლო გამოსვლებისაკენ და „მაიდნის“ მსგავსი მოქმედებებისაკენ მოუწოდებენ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს მოხდება სამართლიანი პირობებით. ქართველმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი წევრად მიღების მოლაპარაკებას იმისთვის იყენებს, საქართველოსზე შანტაჟი განახორციელოს და ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩაერიოს.

54%-იანი გამარჯვება

უწესრიგოებები მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარკების გამართვა 2028 წლამდე შეაჩერა. საერთოდ კი, საპროტესტო აქციები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მმართველმა პარტიამ ხმების 54% მიიღო, ოპოზიციამ კი თავის მიზანს - გამარჯვებას ვერ მიაღწია და ამიტომ უკმაყოფილო დარჩა. მმართველი პარტია პრაგმატული ურთიერთობის მონხრეა ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით. მიმდინარე წელს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც დასავლეთმა ანტიდემოკრატიულად ჩათვალა.

წყარო: https://www.aydinlik.com.tr/haber/bati-kiskirtiyor-tiflis-yeni-kiev-olmayacak-497680

 

общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати