USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრება
Date:  926

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრება, თუმცა შეგნებულად არ ასახელებენ, რომლით.

„ჩვენ სპეციალურად არ ვიტყვით, რომლით აიცრება პრეზიდენტი. სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად საიმედოა, კარგი, სანდო და ეფექტიანია. შეგნებულად არ ვასახელებთ. აღვნიშნავთ, რომ სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად სანდო და საიმედოა“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას დღეს საღამოს გაიკეთებს. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს კამერების წინ ვაქცინაციის იდეა არ მოსწონს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way